x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მამაკაცმა 6 ათასი დოლარის ჩასაცმელი შეუკვეთა ბინიდან და კურიერს ფანჯრიდან გაეპარა
image

მამაკაცმა სახლიდან მსხვილი შეკვეთა მისცა მოსკოვის ცენტრალურ უნივერმაღს(ЦУМ), ჩაიცვა ყველაფერი ფანჯრიდან გაეპარა კურიერს. ამის შესახებ ინფორმაციას Telegram არხი ავრცელებს.


ქურდმა შინ გამოიძახა კურიერი, რომელმაც მას სახლში მიუტანა ბრესტიჟული ბრენდების სამოსი:ფრანგული მოდის სახლი Dolce & Gabbana -დან ფეხსაცმელი, Brioniის ჯინსები, მაისური და ორი Billionaire-ს ჯემპრი. საერთო ჯამში, მთიანი საქონლის ღირებულება 436 ათასი რუბლი შეადგინა(თითქმის 20 000 ლარი).


როდესაც კურიერი მივიდა დანიშნულ მისამართზე, პროტოპოპოვსკის გზაჯვარედინზე, შემკვეთმა იგი ბინაში მიიპატიჟა, რომელიც პირველ სართულზე იყო და გასაღებით ჩაკეტა შესასვლელი კარი. ამის შემდეგ ის ერთ-ერთ ოთახში შევიდა, რათა "ტანსაცმელი გაესინჯა". ათი წუთის შემდეგ კურიერმა სცადა ოთახში შესვლა, რადგან მამაკაცი აღარ გამოდიოდა. აღმოჩნდა, რომ ოთახის კარი სკამით იყო ჩახერგილი, თაღლითმა კი ამასობაში ფაბჯრიდან გადაძვრა და ყველა შეკვეთილი სამოსი თან გაიყოლა.


image

მალევე დადგინდა, რომ უცნობ მამაკაცს ქურდობა წინასწარ ქონდა დაგეგმილი, ამისთვის მან ერთი დღით ბინა იქირავა. ამ დროისთვის პოლიცია ეძებს დამნაშავეს.

0
138
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
138
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0