x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
სამი მცირეწლოვანი ტყუპი მოჩვენებას ელაპარაკება-დედის შოკისმომგვრელი აღმოჩენა(ვიდეო)
imageქალმა აღიარა, რომ მანამდეც უცნაურობები ხდებოდა სახლში.


ორი წლის სამი ტყუპის დედა ქეთლინ ნიკოლსი(Caitlin Nichols) ჯორჯიიდან, აშშ, საშინელი ამბავი გაამხილა, რომლის გმირები მისი შვილები არიან, წერს Daily Mail. ქალის თქმით, მან გაიგო, როგორო გაიღვიძეს გოგონებმა და თავიანთ ოთახში თამაში დაიწყეს, მაგრამ შემდეგ მოულოდნელად იქიდან ყვირილი შემოესმა. ამის შემდეგ ახალგაზრდა ქალმა ვიდეოძიძას მონიტორიდან გადაღებულ კადრებს დახედა, რის შემდეგაც დედა სრულიად დაიბნა.

image

პაწიები ერთი და იმავე ადგილზე კედელთან მირბოდნენ და ესაუბრებოდნენ მას, თითქოს უხილავი ფიგურა იყო. შემდეგ გოგონები პერიოდულად გაურბოდნენ "მოჩვენებას", იმალებოდნენ კარადის უკან და შემდეგ ისევ ბრუნდებოდნენ, რა დროსაც ასეთ უცნაურ ფრაზებს იძახდნენ: ”მოგწონთ ჩვენი საწოლები?”; "პრობლემები ხომ არ გაქვთ?"; "შენზე გაბრაზებული ვარ". ამავდროულად, ერთმა ბავშვმა რაღაც მომენტში დაემუქრა "მოჩვენებას" და "პირისპირ დაელაპარაკა."


image

ქეთლინმა აღნიშნა, რომ ეს არ არის პირველი პარანორმალური მოვლენა, რომელსაც სახლში გადააწყდა. ადრე ტყუპების ოთახში სათამაშოები თავისით იქოქებოდა, ხოლო "მოჩვენებასთაბ" ინციდენტის შემდეგ გოგონებმა შუაღამისას გაიღვიძეს და თქვეს, რომ "მონსტრი" კედელზე იმავე ადგილზე ნახეს.


0
116
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0