x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
აი, ასეთი უტვინო დედაკაცების გამოხტომების ბრალია სწორედ ეს ტრაგედიები! -ბაკურ სვანიძე
imageბლოგერი და ტელეჟურნალისტი ბაკურ სვანიძე უცხოეთში მცხოვრებ ცისანა საყვარლიშვილის პოსტს ეხმაურება, რომელიც აჭარაში 14 წლის ტრაგიკულად დაღუპულ გოგონას შეეხება და რომელსაც აქტიურად აზიარებენ ინტენრეტში:


"აი, ასეთი უ ტ ვ ი ნ ო დედაკაცების გამოხტომების
ბრალია სწორედ ეს ტ რ ა გ ე დ ი ე ბ ი! როგორ გინდა
ახლა ამას ლაპარაკი და ს ა ჯ ა რ ო დ წერა აუკრძალო?
არადა წაიკითხავს ამ ი დ ი ო ტ ო ბ ა ს 12-13 წლის
გ ო გ ო და იფიქრებს, ქორწინებამდე ს ე ქ ს ა ო ბ ი ს
უფლება მქონია და რატომ მზღუდავთო?
ოე! შე "ევროპაში გაჭრილო" ულტრალიბერალო
მაიმუნო! ა რ ა ს რ უ ლ წ ლ ო ვ ა ნ თ ა სექსი რომ
პრინციპულად განსხვავდება "ქორწინებამდე
სექსისგან" - იკითხე ერთი სწორედ მაგავე ევროპაში
და აგიხსნიან საფუძვლიანად! მაგრამ შენ მაგ დონის
წრეებამდე ვინ მიგიშვებს მანდ? მაქსიმუმ ვიღაც
შენნაირ პ რ ო ვ ი ნ ც ი ა ლ რეგვნებთან გექნება
საქმე, "თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა" მხოლოდ "სექსი" რომ
ჰგონიათ და "დედა ეს რა ვნახე" დამოკიდებულება
აქვთ ევროპასთან! კ ი ნ ო ფ ი ლ მ ე ბ ს მაინც არ
უყურებთ თქვე მართლა ძ რ ო ხ ე ბ ო? არაერთ
კინოფილმშია ნაჩვენები როგორ ნერვიულობენ
ამერიკელი თუ ევროპელი მშობლები თავიანთი
არასრულწლოვანი გოგონას გამო, რომელიც მათ
გარკვეული ე ჭ ვ ი ს საფუძველს მაინც აძლევს, რომ
ვიღაცასთან სექსი აქვს... მით უფრო - 16 წლამდე!
ნ ო რ მ ა ლ უ რ ქვეყნებში 16 წლამდე სექსის
აკრძალვა, ზუსტად ისეთივე ნორმად მიიჩნევა,
როგორც 16 ან 18 წლის მერე ა რ ა კ რ ძ ა ლ ვ ა!
ეს ერთი! მეორეც - "ცემით მ ო კ ვ ლ ა" საერთოდ
რა შუაშია? ცემით არავინ არასოდეს არ უნდა მოკლა!
არც სექსის გამო და არც არაფრის გამო!
მაგრამ ბავშვებს კარგად უნდა გავააზრებინოთ
სწორედ ეგ, რომ "ქორწინებამდე სექსი" სულაც
არ ნიშნავს "აკვანში ტყ***"! ამაშია საქმე!
თუმცა, შენნაირი დ ა ქ ნ ე უ ლ ე ბ ი იმაზე კი არ
ფიქრობენ, რომ ფ ა ქ ტ ი არ მოხდეს! არამედ იმაზე,
რომ როგორმე "ქ ა რ თ უ ლ ი მენტალიტეტის"
ლანძღვის საბაბი მიეცეთ! არადა, აქ არც "ქართულია"
არაფერ შუაში, არც "ქორწინება" და არც "ბედნიერება"!
ქორწინებამდე სექსი ჰქონდა ჩემი ნაცნობი ქართველი
წყვილებიდან მინიმუმ 80 პროცენტს! და არავის არ
დაუწყია თავპირისმტვრევა იმაზე "ხალხი რას იტყვისო".
ნუ გ ა მ ო დ ღ ნ ა უ რ დ ე ბ ი თ მართლა და ყველაფერს
თქვენი მ ა ხ ი ნ ჯ ი პროპაგანდისთვის ნუ იყენებთ!
აი, ეს მართლა ტ ე ხ ა ვ ს! თან ძალიან!"-წერს ბაკურ სვანიძე
image



აი რას წერს ამერიკაში მცხოვრები ცისანა საყვარლიშვილი:



"ხალხი რას იტყვის, ხალხი რას იტყვის! ამ ხალხი რას იტყვის გამო, ცემაში კლავდნენ 14 წლის ბავშვს. ნეტავ როდის ვნახავ საქართველოს და ქართველ ხალხს მენტალურად შეცვლილს!

დღეს, თანამედროვე ბავშვები მალე მწიფდებიან და მალე ხდებიან სქესობრივად აქტიურები. ზუსტად არ ვიცით ხომ, იმ 23 წლის ბიჭმა ნამდვილად გააუპატიურა თუ მათ სიყვარულით გააკეთეს ყველაფერი?!

თუ გაუპატიურება იყო მაშინ ის ბიჭი ციხეშია ამოსალპობი, ხოლო თუ ერთმანეთი უყვარდათ, დიდი ამბავი რომ ქორწინების გარეშე სექსი ჰქონდათ.

გოგონა უფრო მალე მწიფდება ვიდრე ბიჭი.

არ "ტეხავს“, რომ ჩვენს შვილებს ქორწინების გარეშე ჰქონდეთ სექსი. ადამიანს როგორც ჭამა უნდა, სმა, ისე უნდა სექსი. ეს არის ბუნებრივი მოვლენა და სირცხვილი არ არის!

აბა, ის არის კარგი, ამის გამო 14 წლის ბავშვს რომ ვკლავთ? წინ ხომ დიდი და ლამაზი ცხოვრება ელოდებოდა.

კარგით რა ხალხო, გეყოთ! გამოდით მაგ საბჭოური, ჩაკეტილი აზროვნებიდან. ქალიშვილობა არაფერია, მთავარი ბედნიერებაა. 21-ე საუკუნეში ტეხავს იმაზე ფიქრი, რომ ქალიშვილი მოიყვანოს შვილმა ცოლად და თუ ქალი ქალიშვილი არ არის, ესეიგი ბოზია!

ასეთი აზროვნებით შორს ვერ წავა ჩვენი ქვეყანა. მიეცით უფლება თქვენს შვილებს, რომ ქორწინებამდე ჰქონდეთ სექსი და თავად გადაწყვიტონ, გათხოვდებიან თუ არა!

პატიოსნება ქალიშვილობით არ გამოიხატება! ბევრი ქალიშვილი ვიცი, რომელიც ათასგვარ უზენო საქციელს სჩადის. სექსის გამო ადამიანს ვკლავთ და სიცოცხლეს ვუსპობთ.

მე არ მინდა ასეთ საზოგადოებაში ცხოვრება. იმედია, ნელ-ნელა სოფლებშიც შეიცვლება აზროვნება და ქალი თავად გადაწყვეტს თავის ბედს.

ვიცი ბევრს არ მოეწონება ჩემი აზრი, ბევრიც გაბრაზდება ამ პოსტზე, მაგრამ მე მაინც ჩემს აზრზე ვიქნები, სექსის გამო ბავშვებს არ უნდა ვკლავდეთ!



რამდენიმე წლის წინ ცისანა საყვარლიშვილის გარშემო სკანდალი აგორდა აშშ-ში, "მისის ტურიზმის" საერთაშორისო კონკურსში საქართველოს სახელით მიიღო მონაწილეობა და ტიტულიც მოიპოვა, ის „მისის ტურიზმი საერთაშორისო ქველმოქმედება“ გახდა, თუმცა მალევე, „შეუფერებელი საქციელის“ გამო რასიზმში დაადანაშაულეს და გვირგვინი და ტიტულიც ჩამოართვეს. ცისნამის მაგივრად ზემოხსენებული ტიტული სხვა მონაწილეს, სვეტლანა კრამარს მიანიჭეს.

image

0
427
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
427
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0