x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ვირუსი მტერია თუ მოყვარე?

image


ხშირად გამკლავება გვიწევს სხვადასხვა დაავადებებთან, რომლებიც დაკავშირებულია ვირუსულ ინფექციებთან. შესაძლოა ვირუსი წარმოადგენდეს ბიოლოგიურ იარაღს და მისგან ასობით ათასი ადამიანი იღუპებოდეს. ვირუსები აზიანებენ არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ ცხოველებს, მცენარეებს, სოკოებს ბაქტერიებსა და სხვა ვირუსებსაც კი.

არსებობენ მეცნიერები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ვირუსები ევოლუციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ივარაუდეს, რომ ეს “აგენტები'' გამოეყო უჯრედულ ფორმებს და გააგრძელეს პარალელურად განვითარება. რა მიზანს ემსახურება ვირუსის მიერ უჯრედის დაინფიცირება? არცერთი ვირუსი არ შეიძლება გამრავლდეს მასპინძელი უჯრედის გარეთ. ეს არის არაუჯრედული ცხოვრების ფორმა, რომელიც შეიცავს მხოლოდ დნმ/რნმ და ზოგიერთ ცილებს, რომლებიც იცავს გენეტიკურ ინფორმაციას და აუცილებელია უჯრედების ინფექციის პირველი ეტაპისთვის. ვირუსის უჯრედში მოხვედრისას საჭიროა მისი მაქსიმალურად ეფექტურად გამრავლება და უჯრედული ფერმენტების გამოყენება, რაც უმეტეს შემთხვევაში არღვევს უჯრედის მუშაობას.

ვირუსების უმეტესობას ჰყავს საკუთარი “მასპინძელი'', მაგალითად ადამიანის ჰერპესის ვირუსი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გავლენას ახდენს ადამიანის რასაზე. ასეთი ვირუსები მოერგო მათ “მასპინძლებს'' და მათ მნიშვნელოვან ზიანს არ აყენებს. ამიტომ, დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 95%-ს აქვს ადამიანის ჰერპესის ვირუსი, თუმცა ეს არ გვემუქრება გადაშენებით.

image

ზოგიერთი მეცნიერის თქმით, თუკი თავიდან მოვიშორებთ ჩვენს ორგანიზმში უკვე არსებულ ვირუსს, შესაძლოა მისი ადგილი დაიკავოს უფრო ახალმა, მეტად აგრესიულმა ვირუსმა. ახალი ვირუსი უფრო მეტად ზიანის მომტანია იმ ადამიანის პოპულაციისთვის, რომელთა ორგანიზმიც სუსტია და დიდია ალბათობა იმისა რომ დაავადნენ ან დაიღუპონ. ხოლო ის ადამიანები, რომლებიც ებრძვიან ვირუსს, მიუხედავად ყველაფრისა ვირუსს შეუძლა დატოვოს თავისი გენეტიკური ინფორმაცია. გარდა ამისა შეუძლია მუტაცია. აქედან გამომდინარე, ის ვირუსები, რომლებიც ნაკლებად აგრესიულები არიან პატრონის მიმართ, თავს გამრავლების უფლებას აძლევენ.

image

სწორედ ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებით საშიშია ის ვირუსი, რომლის მფლობელიც ჩვენ არ ვართ, მაგალითად ცხოველის ვირუსი (მცენარეული ან ბაქტერიული ვირუსით ინფიცირების შემთხვევები ჯერ არ არის ცნობილი). არსებობს იმის ალბათობა, რომ დროთა განმავლობაში, იმუნური სისტემა მოახდენს რეაგირებას ზოგიერთ ვირუსზე და მათთან ბრძოლას ისწავლის.

0
47
1-ს მოსწონს
ავტორი:ლადო_25
ლადო_25
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0