x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კუმიმანუ-პლანეტის გიგანტი პინგვინი

image
პინგვინი მხიარული ზღვის ფრინველია. ფრენის უნარი არ აქვს, მაგრამ ცურვაში შესანიშნავია. ის სახალისოდ მოძრაობს ხმელეთზე ან სრიალებს ყინულზე. თანამედროვე პინგვინი იშვიათად აღემატება მეტრს და ადამიანისთვის საკმაოდ უვნებელი ფრინველია. image

არქეოლოგების აზრით, საუკუნეების წინ გიგანტი პინგვინები არსებობდა. ასეთი პინგვინის ნამარხი ახალ ზელანდიაში გათხრების დროს აღმოაჩინეს.

ამ ახალ სახეობას კუმიმანუ შეარქვეს. დადგენილია, რომ კუმიმანუ დედამიწაზე ცხოვრობდა დაახლოებით 55-59 მილიონი წლის წინ(დინოზავრების გადაშენების დაწყების შემდეგ) .

პინგვინის გაქვავებული ნაშთები დაახლოებით 175 სმ.-სიგრძეს აღწევდა. ამ დროისთვის ეს არის პინგვინის ყველაზე ცნობილი სახეობა, რომელიც ოდესმე ცხოვრობდა პლანეტაზე.

0
116
1-ს მოსწონს
ავტორი:ლადო_25
ლადო_25
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0