x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ვიდეო: ორი უზარმაზარი პლანეტა დუბაის ცაზე
image




არაბული ქალაქის თავზე გასაოცარი სანახაობა გადაიღეს ღამის ცაზე: ორი უზარმაზარი ობიექტი, უცხო პლანეტების მსგავსი ცაში ტრიალებდა ერთი მეორისგან მცირე მანძილზე.





ავტომაგისტრალზე სახლში მიმავალი მუსულმანი გოგონა ჰორიზონტზე შენიშნავს ორ ობიექტს, სწრაფად ამოიღებს ტელეფოს და დაიწყებს გადაღებას.




გოგონა გაკვირვებული კითხულობს: რა შეიძლება იყოს ეს?!"
ნაჩქარევად გადმოდის მანქანიდან და იღებს კადრებს. კადრები საკმაოდ ნათელია.





კადრში ჩანს თითქმის წრიულ ფორმის პლანეტები, რომელიც ოდნავ გაბრტყელებულია ზემოდან განათების არარსებობის გამო. ერთი უფრო დიდია, ვიდრე მეორე ...




თვითმხილველები გაოცებულები არიან ამ ფენომენის გამო.
სხვათა შორის, გადაღება განხორციელდება არა ერთი, არამედ, მინიმუმ 4 - 5 კამერიდან. ვიდეო გადაიღეს ველოსიპედისტებმა, ორი ინგლისურენოვანი კომპანიის წარმომადგენელმა და არაბებმა სხვადასხვა ადგილიდან.




თვითმხილველები და ინტერნეტის მომხმარებლები განიხილავენ ვერსიებს, რა შეიძლება იყოს:



- ორი პლანეტა



- პლანეტა და სატელიტი



- უცხოპლანეტელთა ობიექტის ვერსია, რომელიც შენიღბულია პლანეტით და რომელსაც აკონტროლებს რაიმე სახის გლობალური გონი.




- მირაჟი ან ანარეკლი ნებისმიერი შენობიდან




მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ადამიანები, რომლებიც რეგულარულად მოგზაურობენ ამ მარშრუტით, შემცდარიყვენ და გადაეღოთ მირაჟი, თან ასეთი მოვლენა პირველად მოხდა! ცათამბჯენები ირგვლივ არსად არ ჩანს, მხოლოდ უდაბნო და იშვიათი ხეები ფარნებია გზის პირას.





0
101
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0