x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"ბიჭი-მაიმუნი", "ბიჭი-ლეოპარდი" - ველურ ბუნებაში მცხოვრები ბავშვების დაუჯერებელი ისტორიები

image






ტარზანისა და მაუგლის ისტორია მთლად გამონაგონი არაა. ბოლო 200 წლის განმავლობაში დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა იმისა, რომ ბავშვები ველურ ბუნებაში, ცხოველებთან ერთად იზრდებოდნენ. ბავშვების უმეტესობა დროულად აღმოაჩინეს და დააბრუნეს ადამიანთა საზოგადოებაში.

სტატიაში წარმოგიდგენთ ველური ბავშვების ისტორიებს ბუნებიდან. ვნახოთ, როგორ წარიმართა მათი ცხოვრება, რაც აღმოაჩინეს უფროსებმა.

1. ველური ბიჭი ავერონიდან (საფრანგეთიდან), სახელად "ვიქტორი"

ვიქტორი ცნობილია, როგორც საფრანგეთის ველური ბიჭი, რომელიც აღმოაჩინეს ქვეყნის სამხრეთით მდებარე ტყეში, 1800 წელს. ბიჭს ჰქონდა კანზე ბევრი იარა, ნაწიბური და გაუგებარ ხმებს გამოსცემდა.

არავინ იცოდა, როგორ და რატომ აღმოჩნდა ვიქტორი ველურ ბუნებაში, თუმცა ბევრი უცნაური თვისება აღმოაჩინეს მასში. ვიქტორს ჰქონდა საოცარი უნარი, იგი არ გრძნობდა სიცივეს. სწორედ ეს შემგუებლური უნარი დაეხმარა მას ველურ ბუნებაში, მკაცრ პირობებში გადარჩენაში.

არაერთი ფრანგი მეცნიერი და ფსიქოლოგი შეეცადა, დახმარებოდა ვიქტორს ნორმალური, სოციალური ჩვევების ათვისებაში, მაგრამ ამაოდ. ბოლოს და ბოლოს, ბიჭი უბრალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს და იქვე გარდაიცვალა 40 წლის ასაკში.

2. ბიჭი-მაიმუნი - ჯონ სსებუინია უგანდადან

ჯონ სსებუინია ცნობილია, როგორც მაიმუნი უგანდადან, რომელიც აღმოაჩინეს გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში. ბიჭის დედ-მამა დაიღუპა ტომებს შორის შეტაკების, კონფლიქტის დროს, სებუინია გადასარჩენად ჯუნგლებში დაიმალა. იგი შეეჩვია მაიმუნთა საზოგადოებას და მათი თვისებები, ქცევები გადმოიღო. ჯონი 4 წლის ასაკიდან მაიმუნებთან იზრდებოდა. იგი 6 წლის ასაკში იპოვეს. ბავშვი ცოცხლად დარჩა ფესვებისა და კენკრის წყალობით. ჯონი თმებით იყო დაფარული და ნაწლავის ჭიებით იყო დაავადებული. ჯონი თანდათან შეეჩვია ცივილიზაციას და დაიწყო ჩვეულებრივ საუბარი. შემდგომ სიმღერაც ისწავლა და დიდ ბრიტანეთში საბავშვო მუსიკალურ ჯგუფთან ერთად გამოდიოდა სცენაზე.

3. ივან მიშუკოვი

ივან მიშუკოვი 4 წლის ასაკში გაიქცა სახლიდან. იგი არ ცხოვრობდა ტყეში, ან უდაბნოში, როგორც სხვა ველური ბავშვები. ის ქალაქში დარჩა და მათხოვრობა დაიწყო. მალევე დაუმეგობრდა ქუჩის ძაღლებს და მათთან ერთად ცხოვრობდა. ორი წლის განმავლობაში იცხოვრა ძაღლების გუნდთან, მერე აღმოაჩინეს და ბავშვთა სახლში გადაიყვანეს. ივანმა მოახერხა ადაპტირება და ახლა ნორმალური ცხოვრებითაა დაკავებული.

4. კამალა და ამალა - ინდოეთი

1920-იანი წლების დასაწყისში ველურ ბუნებაში აღმოაჩინეს 2 ბავშვი - კამალა და ამალა, 8 და 12 წლის ასაკისანი. მქადაგებელმა (განდეგილმა) როცა თვალი მოჰკრა ბავშვებს, ცხოველები ეგონა, კარგად რომ დააკვირდა, მათში ორი გოგო ამოიცნო.

გადეგილმა თან წაიყვანა ბავშვები და მათი დახმარება სცადა, მაგრამ ამაოდ: ამალა აღმოჩენიდან 1 წელიწადში გარდაიცვალა, ხოლო კამალა 17 წლის ასაკში. არავინ იცის, როგორ და რატომ აღმოჩნდნენ გოგონები ინდოეთის ტყეში.

5. ბიჭი-ლეოპარდი - ინდოეთი

ინდოეთში ცხოვრობდა ბავშვი სახელად "ლეოპარდის ბიჭი", რომელიც იპოვეს 1912 წელს. მისმა მხსნელებმა გამოიკვლიეს ბიჭის ისტორია: ბავშვი გაუტაცებია ძუ ლეოპარდს და დაახლოებით 5 წლის განმავლობაში ზრდიდა მას. იგი აღმოაჩინეს ბავშვთა სახლის სოფლის მცხოვრებლებმა. ბიჭს არ შეეძლო საუბარი და იქცეოდა, როგორც ველური კატა. დროთა განმავლობაში ლეოპარდის აღზრდილმა ბიჭმა ისწავლა საუბარიც და ნორმალური სიარულიც.

6. ოქსანა მალაია - უკრაინა

1991 წელს უკრაინაში აღმოაჩინეს გოგონა, ოქსანა, რომელიც ძაღლებთან ერთად ცხოვრობდა. ალკოჰოლიკმა მშობლებმა იგი დატოვეს უპატრონოდ 3 წლის ასაკში. 6 წელი იცხოვრა ოქსანამ ძაღლებთან ერთად. იცოდა ორი სიტყვა: "დიახ" და "არა". გოგონას ინტენსიური თერაპიის კურსის გავლა მოუწია. ოქსანა საზოგადოების სრულფასოვანი წევრია და ზრუნავს ცხოველებზე.

7. შამდეო - ინდოეთი

ველური ბავშვი, შამდეო ინდოეთში იპოვეს 70-იანი წლების დასაწყისში. ის მგლების ხროვასთან ერთად გაიზარდა. შამდეოს ჰქონდა აბურდული, აჩეჩილი თმები და წვეტიანი ფრჩხილები. მუხლები და მკლავები გადაყვლეფილი და ნაწიბურებიანი ჰქონდა. შამდეო მიირთმევდა ნედლ, უმ ხორცს და სვამდა სისხლს, ვერ ისწავლა საუბარი, თუმცა ესმოდა ჟესტების ენა (მუნჯური). შამდეო ადრეულ ასაკში, 1985 წელს გარდაიცვალა ისე, რომ ვერ შეძლო საზოგადოებასთან ადაპტირება.

8. ბიჭი-ჩიტი

ბიჭი-ჩიტი 7 წლის ასაკში 2008 წელს აღმოაჩინეს. ის ცხოვრობდა რუსეთში, ბინაში, სადაც დედამისს ჰყავდა 1000 ათასობით ფრინველი. დედა ექცეოდა შვილს, როგორც ჩიტს, არასოდეს ესაუბრებოდა მას. შედეგად ბიჭი ვერ განვითარდა, მხოლოდ ჩიტებივით სტვენა შეეძლო. ხელისუფლებამ ქალს ჩამოართვა დედობის უფლება და ფსიქოლოგიურ დაწესებულებაში განათავსა.

0
149
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
149
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0