x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
სექტემბრის თვის ასტროლოგიური პროგნოზი

imageპლანეტათა განლაგება სექტემბრის თვეში ხელს უწყობს ახალი ცოდნის, ახალი პროფესიული გამოცდილების მიღებას. ახლადშეძენილ ცოდნას საქმიანობაში გამოიყენებთ. შეგიძლიათ საინტერესო თანამდებობის მიღებაც სცადოთ. სამუშაო კოლექტივში ურთიერთობა დალაგდება, უფრო მეტი გაგება და ტაქტიანობა იქნება თქვენ შორის. წარმატებული პერიოდია მოგზაურობის და აქტიური დასვენებისთვის. გაძლიერდება ინტერესი უცხო კულტურის მიმართ, რის გამოც მოისურვებთ უცხოეთში მოგზაურობას. უცხოელებთან ურთიერთობა აქტიური და დინამიური იქნება.

ხელსაყრელი დღეები:1, 10, 11, 19, 20, 27, 28.

არახელსაყრელი დღეები: 7, 8, 15, 16, 21, 22


imageსექტემბერში უფრო ჰარმონიული გახდება პირადული ურთიერთობა. უფრო მეტ სითბოს იგრძნობთ პარტნიორის მხრიდან და თავადაც მეტ მგრძნობიარობას და სინაზეს გამოიჩენთ.


შედეგად ეს პერიოდი თბილად დაგამახსოვრდებათ. მარტოხელა მერწყულები შესაძლოა შეხვდნენ სიყვარულის ობიექტს და სერიოზული ურთიერთობა დაიწყონ. ხოლო უკვე არსებული ურთიერთობა კი უფრო სტაბილურ ფაზაში გადავა. კარიერული წარმატება დამოკიდებულია თქვენ ენერგიულობას, შეუპოვრობას და სიმტკიცეზე. ამასთან არ დაივიწყოთ საკუთარი სურვილების წარმოჩენისას კომპრომისული გადაწყვეტილების მიღებაც, განსაკუთრებით საქმიანი მოლაპარაკების დროს.
ამგვარად მეტ ეფექტს მიიღებთ და სწრაფად მიაღწევთ საკუთარ მიზნებს.

ხელსაყრელი დღეები:7, 8, 17, 18, 25, 26.

არახელსაყრელი დღეები: 5, 6, 12, 13, 19, 20.



imageმეგობრული ურთიერთობები უფრო დინამიური და აქტიური გახდება, რადგან მეტ გულწრფელობას გამოიჩენთ. გაფართოვდება თქვენი ნაცნობობის წრე. მამაკაც-თხის რქებს გაუჩნდებათ შეჯიბრის სურვილი მეგობრულ ურთიერთობებში, ხოლო ქალ-თხის რქებს კი რომანტიკული სწრაფვა გაუჩნდებათ რომელიმე ნაცნობის მიმართ. თვის განმავლობაში წარმატება გელოდებათ საკუთარი ბიზნესის წარმოებისას, ასევე კრედიტების და ინვესტიციების საკითხებში. მიიღებთ კრედიტს ან შეღავათიან პირობებს, ამიტომ ნუ იჩქარებთ პირველი შემოთავაზებაზე დათანხმებას. რადგან გაგიჩნდებათ შანსი წარმატებულად დააბანდოთ თავისუფალი სახსრები.

ხელსაყრელი დღეები:5, 6, 15, 16, 23, 24.

არახელსაყრელი დღეები:2, 3, 10, 11, 17, 18, 30.



imageსექტემბრის განმავლობაში პლანეტათა განლაგება ხელს უწყობს სწავლის პროცესს. შეგიძლიათ ჩაეწეროთ მოკლევადიან კურსებზე, ისწავლოთ ის, რაც მოგწონთ. აუცილებელია არ არის პროფესიული ცოდნის მიღება, მთავარია სწავლების პროცესი სიამოვნებას განიჭებდეთ. წარმატებულად ჩაივლის მოგზაურობა, მიიღებთ სიამოვნებას და ახალ რომანტიკულ ნაცნობობას გააბამთ. მოიმატებს სასიყვარულო ურთიერთობის წარმოქმნის ალბათობა უცხოელებთან. თვე მაღალაქტიური არ იქნება. გაგიჭირდებათ ინიციატივის გამოჩენა. აქტიურობას და ენერგიულობას გამოიჩენთ მარტოობისას, როცა საკუთარ საქმეებში ჩაეფლობით.
ხელსაყრელი დღეები: 2, 3, 12, 13, 21, 22, 30.

არახელსაყრელი დღეები: 1, 7, 8, 15, 16, 27, 28.




imageმეტად აქტიური თვე გელოდებათ. მოიმატებს სასიცოცხლო ენერგია, სპორტის მიმართ ინტერესი. სპორტული ვარჯიში სწრაფ შედეგებს მოიტანს, შეძლებთ ფიგურის კორექტირებას. გამოიჩინეთ მეტი აქტიურობა და ინიციატივა, ამასთან მოერიდეთ ზედმეტ აგრესიულობას. კარიერასთან დაკავშირებული მიზნების მისაღწევად გამოიჩინეთ მეტი მომხიბვლელობა, კომპრომისისთვის მზადყოფნა, განსაკუთრებით ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებისას, რაც დადებით თვისებად ჩაგეთვლებათ.

ხელსაყრელი დღეები: 1, 10, 11, 19, 20, 27, 28.

არახელსაყრელი დღეები: 5, 6, 12, 13, 25, 26.



imageთვის განმავლობაში ხშირად მოგიწევთ საკუთარი პრინციპების დაცვა. კარგი დროა საკუთარი ტერიტორიის დაცვისთვის, საინტერესო ადამიანები საჭიროზე მეტად ახლოს არ მოუშვათ.

მოერიდეთ გამომუშავებული თანხის აქტიურად დახარჯვას, თუმცა ეკონომიის გაწევა გაგიჭირდებათ. მეგობრებთან ურთიერთობა უფრო ჰარმონიული გახდება, მათ მეტ დროს დაუთმობთ. პირადულ ურთიერთობებში სიახლის, საინტერესო ექსპერიმენტის სურვილი გაგიჩნდებათ, მარტოხელა სასწორებს ინტერნეტში საინტერესო ნაცნობობა ელოდებათ.

ხელსაყრელი დღეები:7, 8, 17, 18, 25, 26.

არახელსაყრელი დღეები: 2, 3, 10, 11, 23, 24, 30.



imageთვის განმავლობაში მეტ პირდაპირობას გამოიჩენთ ურთიერთობაში, გაგიჩნდებათ კამათის და საკუთარი მოსაზრების დაცვის სურვილი. გაგიჭირდებათ გაჩუმება საუბრებში. მაგრამ თავი აარიდეთ კამათს, თუ იგრძნობთ, რომ ოპონენტების დარწმუნებას ვერ ახერხებთ. თვის განმავლობაში მოიმატებს მოკლე მოგზაურობის ან გადაადგილების ალბათობა. მოსალოდნელია ფარული რომანების დაწყება. გააქტიურდება ძველი კავშირები. არსებულ ურთიერთობაში შეინარჩუნეთ სულიერი ერთიანობა პარტნიორთან.

ხელსაყრელი დღეები:5, 6, 15, 16, 23, 24.

არახელსაყრელი დღეები:1, 7, 8, 21, 22, 27, 28.



imageთვის განმავლობაში მეტად გამოამჟღავნდებთ მომხიბვლელობას. მეტად მნიშვნელოვანი იქნება როგორ გამოიყურებით, რადგან თქვენი გარეგნობა დიდ გავლენას მოახდენს საქმის მსვლელობაზე. ხელსაყრელი პერიოდია სახლში რემონტის ჩატარებისთვის, ასევე აგარაკზე მუშაობისთვის. აუცილებლად დაკავდით რაიმე აქტიური საქმიანობით, ყურადღება მიაქციეთ სპორტულ ვარჯიშებს. წინააღმდეგ შემთხვევაში დაუხარჯავ ენერგიას შინაურებთან კამათზე დახარჯავთ.

ხელსაყრელი დღეები:2, 3, 12, 13, 21, 22, 30.

არახელსაყრელი დღეები: 5, 6, 19, 20, 25, 26.



imageთვის განმავლობაში გელოდებათ ფინანსური წარმატება. გაუმჯობესდება თქვენი მატერიალური მდგომარეობა, გაიზრდება შემოსავალი და მოგება, მიიღებთ საჩუქრებს. შესანიშნავი დროა საყიდლებისთვის, განსაკუთრებით სამოსის და მოდური აქსესუარების შეძენისთვის. გააქტიურდებით პირადულ ცხოვრებაშიც. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, უფრო მეტ სითამამეს გამოიჩენთ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობისას. კარგი დროა პაემნებისთვის. არსებულ ურთიერთობაში კი მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანთან. ხელსაყრელი დროა შემოქმედებითი თვითგამოხატვისთვის, სპორტით დაკავების და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის.

ხელსაყრელი დღეები:1, 10, 11, 19, 20, 27, 28.

არახელსაყრელი დღეები: 2, 3, 17, 18, 23, 24, 30.



imageმეტად აქტიური იქნებით პროფესიულ საქმიანობაშ. სამსახურში უფრო ენერგიული გახდებით, მოასწრებთ უფრო მეტ საქმეს, რაც მნიშვნელოვნად აისახება თქვენ შრომის შედეგებზე. კოლეგებთან, ხელქვეითებთან ურთიერთობა უფრო ღია, მაგრამ კონფლიქტური იქნება. მოგიწევთ საკუთარი ინტერესების უფრო აქტიურად დაცვა. ხშირად მიიღებთ კომპლიმენტს, მეტი შესაძლებლობა გექნებათ ფლირტისთვის, ჩაერთვებით სასიყვარულო მიმოწერაში. ახალ ნაცნობობა შესაძლოა ქუჩაში, ტრანსპორტში, მოგზაურობისას, კაფეს ან ბიბლიოთეკაში.

ხელსაყრელი დღეები:7, 8, 17, 18, 25, 26.

არახელსაყრელი დღეები:1, 15, 16, 21, 22, 27, 28.



imageთვის განმავლობაში შეძლებთ სახლის კეთილმოწყობას. კარგი დროა კოსმეტიკური რემონტის ან ავეჯის გადაადგილებისთვის. შინაურებთან ურთიერთობა გაუმჯობესდება, თუ უფრო თავაზიანი გახდებით, ადვილად წახვალთ კომპრომისზე. მაგრამ შეძლებელია კონფლიქტებიც, თუ გააკეთებთ მკვეთრ გამონათქვამებს ან პრეტენზიებს. მეტი გულწრფელობა გამოიჩინეთ ახლობელ ადამიანთან ურთიერთობაში, თუმცა პირდაპირობას აგრესიულობაში ნუ აურევთ, მოერიდეთ კამათის პროვოცირებას.

ხელსაყრელი დღეები:5, 6, 15, 16, 23, 24.

არახელსაყრელი დღეები: 12, 13, 19, 20, 25, 26.


imageთვის განმავლობაში რომანტიკულ განწყობაზე იქნებით. უფრო ღია იქნებით ახალი ნაცნობობის და რომანტიკული ურთიერთობისთვის. გაიზრდება სასიყვარულო თავგადასავლებისკენ სწრაფვა, ვნებიანობა. არსებულ ურთიერთობაში მეტ მნიშვნელობას შეიძენს რომანტიკა და ფიზიკური მიზიდულობა. თვის პირველი ნახევარი ხელსაყრელია მუშაობისთვის, განსაკუთრებით ინტელექტუალურ ან საშუამავლო სფეროში. მეორე ნახევარში მეტ აქცენტს გააკეთებთ პირადულ ურთიერთობებზე, მოძებნით კომპრომის არსებულ ურთიერთობაში და ადვილად გააბამთ ახალ ნაცნობობას.

ხელსაყრელი დღეები:2, 3, 12, 13, 21, 22, 30.

არახელსაყრელი დღეები: 10, 11, 17, 18, 23, 24.

3
1606
1-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
1606
  
2012, 1 სექტემბერი, 13:55
++
2012, 31 აგვისტო, 22:01
რა მაგარია ძალიან მომეწონაა.... გაიხარეთ
2012, 31 აგვისტო, 13:55
kargi rac weria chems zodiaqozeda chems partniorze
0 1 3