x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
კუნძულზე დიდი ბრიტანეთის (სადაც კოვიდი ბობოქრობს) ცენტრში, ვირუსს ადვილად გაუმკლავდნენ
image


კუნძული მენი ირლანდიის ზღვაში მდებარეობს, დაახლოებით ერთიდაიგივე მანძილზე ინგლისიდან, ირლანდიიდან, შოტლანდიიდან და უელსიდან. ის არ შედის გარეთიანებულ სამეფოში. კუნძულს პარლამენტი მართავს, რომელიც ყველაზე უძველეს და უწყვეტად მოქმედ ინსტიტუტს წარმოადგენს მსოფლიოში. იგი მე-10 საუკუნიდან არსებობს.

image

სწორედ ძალაუფლების ასეთმა ავტონომიურმა სისტემამ განაპირობა დამოუკიდებლად მიეღოთ გადაწყვეტილება კუნძულზე ლოქდაუნის გადადების შესახებ.

ასე პარლამენტის გადაწყვეტილებით, 1 თებერვლიდან ყველა აკრძალვა მოიხსნა ბიზნესზე, გაიხსნა სასწავლო დაწესებულებები, საავადმყოფოები კი თავის ჩვეულ რითმს დაუბრუნდნენ. ეს იმიტომ მოხდა, რომ ამ სხვა სამყაროსგან იზოლირებულ ტერიტორიაზე ბოლო 20 დღის განმავლობაში არ გამოვლენილა არცერთი კოვიდინფიცირებული.

როგორი რეაგირება მოახდინეს მეწარმეებმა ლოქდაუნის გაუქმებაზე

კარანტინისა და სოციალურ კონტაქტებზე შეზღუდვების გაუქმების შემდეგ კუნძულ მენზე დაიწყო მცირე და საშუალო ბიზნესის აღდგენა. ქეით ქინმა, ცეკვის სტუდია Move It -ის ინსტრუქტორმა, რომელიც დედაქალაქში (დუგლასი) მდებარეობს, ბრიტანულ სატელევიზიო არხს Sky News -სს, კუნძულელებისთვის ამ გრანდიოზულ მოვლენაზე თავისი შთაბეჭდილებები გაუზიარა.

image

მისი თქმით, ამ სიახლის გამოცხადებას ყველა მოსწავლე და მასწავლებელი აღტაცებით შეხვდა, ყველა გახარებული იყო, რომ ბოლოსდაბოლოს შესძლებდნენ ნიღბების მოხსნას და სხვა ოჯახების ადამიანებთან შეხვედრას. ქეით ქეინის სიტყვებით, ეს ყველაზე შესანიშნავი მომენტი იყო ხანგრძლივი ლოქდაუნის მანძილზე. კარანტინი კიდევ რომ გაგრძელებულიყო, საეჭვოა მცირე ბიზნესის რომელიმე მეწარმე "გადარჩენილიყო".

image

image

რატომ შემოიღო კუნძულის ხელისუფლებამ კარანტინი

როცა ბევრ ქვეყანაში ლოქდაუნი იყო გამოცხადებული, კუნძულ მენის მაცხოვრებლებს ჯერ კიდევ შეეძლოთ ჩვეულებრივი ცხოვრებით ეცხოვრათ, ნიღბებისა და სოციალური კონტაქტების შეზღუდვების გარეშე. ასე გრძელდებოდა 2020 წლის ბოლომდე, სანამ მოულოდნელად კუნძულელებს შორის პირველი დაავადებული არ გამოვლინდა.

ხელისუფლებას მოუწია სასწრაფოდ ყველა შესაძლო ზომა მიეღო, რათა ინფექციის შემდგომი გავრცელების ბლოკირება მოეხდინა. პარლამენტის გადაწყვეტილებით, იანვრის დასაწყისში კუნძულზე შემოღებულ იქნა სხვა სამყაროსგან 25 დღიანი სრული იზოლაცია. გამოცხადდა დამცავი ნიღბების ტარების აუცილებლობა და ორმეტრიანი დისტანციის დაცვა. ეს ნიშავდა, რომ ყველა 85 000 მოსახლეს უნდა დაეცვა ეს წესები.

კიდევ რომელი დამცავი ღონისძიებები იქნა გამოყენებული

პრემიერ-მინისტრმა, ჰოვარდ კუეინმა, თავის ინტერვიუში ტელეარხ Sky News -თან აღნიშნა, თუ რამდენად პატრიოტები აღმოჩნდნენ კუნძულის მაცხოვრებლები, რომლებიც მკაცრად იცავდნენ შემოღებულ წესებს.


image

მინისტრმა დაამატა, იმისთვის, რომ სწრაფად განედევნათ კუნძულიდან ავადმყოფობა, ხელისუფლებას უკიდურეს ზომებზე წასვლა მოუხდათ. ასე მათ, პირველ რიგში, მაქსიმალურად შეზღუდეს კუნძულზე სტუმრების შემოსვლა: შემოსვლა მხოლოდ მათ შეეძლოთ, ვინც უშუალოდ იყო დაკავებული კუნძულელების სასიცოცხლო პირობების უზრუნველყოფაში, ასევე შემოსვლა შეიძლებოდა ისეთ ექსტრემალურ შემთხვევაში, როგორიცაა ნათესავის დაკრძალვა. დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი შეზღუდვები მოხსნილია, კუნძულზე გადასვლა ეკრძალება ყველას, ვინც მისი მოქალაქე არ არის.

image




იქნებ დაგაინტერესოთ:




ავსტრალიაში ზღვამ ნაპირზე სიურპრიზი გამორიყა

image


საინტერესო ფაქტები და მოსაზრებები შავი ზღვის შესახებ

image


ერთ-ერთი აფრიკული ტომის მამაკაცები, რომლებიც მაკიაჟით და ვარცხნილობით მოსამართლე ქალებს თავს აწონებენ

image


მსოფლიოში ყველაზე პატარა მოქმედი ციხე, რომელიც კუნძულზე მდებარეობს

image


ზერო (ნულოვანი) პაციენტები, ვისგანაც დაიწყო სასიკვდილო ეპიდემიები

image


ზერო (ნულოვანი) პაციენტები, ვისგანაც დაიწყო სასიკვდილო ეპიდემიები.(გაგრძელება)

image


წარსულის უცნაური და სასაცილო სამედიცინო პროცედურები

image


ამ კუნძულზე მოხვედრილი ადამიანების გაქრობა დღემდე ვერ აუხსნიათ

image


გავიდა 43 წელი. როგორ გამოიყურება დღეს ყველაზე ლამაზი პარასკევა

image







1
231
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
231
  
2021, 17 თებერვალი, 1:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1