x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
ბილ გეიტსი 2 მილიარდ დოლარს დახარჯავს,რათა წინ აღუდგეს ეკოკატასტროფას
image

Microsoft- ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი 5 წლის განმავლობაში დაახლოებით ორი მილიარდი დოლარის ინვესტიციის ჩადებას გეგმავს კლიმატური ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში, წერს Handelsblatt-ი.


მისი აზრით, კლიმატის კატასტროფის თავიდან აცილება შესაძლებელია ინოვაციური ტექნოლოგიების დახმარებით. ამისათვის გეიტსი ფულს მისცემს დამწყებ კომპანიებს და სხვა პროექტებს, რომლებიც კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მეთოდებს შემოსთავაზებენ.


მილიარდერმა ასევე მოითხოვა სამეცნიერო კვლევებისთვის გლობალური საზოგადოებრივი ინვესტიციების ხუთჯერ გაზრდა (მინიმუმ 110 მილიარდი დოლარი წელიწადში). Microsoft Corporation– ის დამფუძნებელი ამბობს, რომ ისინი მიმართული უნდა იყოს განახლებადი ენერგიის წყაროებისა და სხვა ინოვაციების განვითარებაზე.



მანამდე გეიტსმა ჰაერის დაბინძურება და კორონავირუსული პანდემია ერთმანეთს შეადარა და თქვა, რომ ისინი ერთნაირად დამანგრეველია.


მილიარდერი წინასწარმეტყველებს კლიმატის კატასტროფას მომდევნო ათწლეულების განმავლობაში. კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით, ბიზნესმენი გვთავაზობს რადიკალურად შემცირდეს ატმოსფეროში სათბური გაზების გამონაბოლქვი.

გეიტსი დარწმუნებულია, რომ ეკოლოგიური კატასტროფის შემთხვევაში ადამიანის სიკვდილი და ეკონომიკური პრობლემები კაცობრიობას უფრო მეტხანს აჰყვება ვიდრე COVID-19-ის პანდემია.

მისივე თქმით, 40 წლის განმავლობაში პლანეტაზე ტემპერატურის მატებით გამოწვეული სიკვდილიანობა გაუთანაბრდება კორონავირუსით გამოწვეულ სიკვდილიანობას.



ასევე დაგაინტერესებთ


მილიარდერი ბილ გეიტსის ერთ-ერთი ქალიშვილიმა SARS-CoV-2 კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეღა. ამის შესახებ მან "ინსტაგრამზე" დაწერა. 24 წლის ჯენიფერ გეიტსმა ამ დროისთვის საჭირო ორიდან მხოლოდ პირველი დოზა მიიღო. ფოტოზე გოგონა აჩვენებს სტიკერს, რომელზეც აწერია "მე მივიღე ჩემი COVID-19 -ის ვაქცინა". "სხვებმაც უნდა განიხილ...


როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილმა ქონების დიდი ნაწილი, დაახლოებით 1, 7 მილიარდი დოლარის ღირებულების, საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" ანგარიშზე გადაიტანა, მსოფლიოში მილიარდერების თითქმის აბსოლუტური უმეტესებობა აუარებელი ქონების დაგროვების შემდეგ, მის გაცემას იწყებს და მეტიც, ზოგიერთი ქონების უდიდეს ნაწილს ახმარს ქველმ...


ბლოგერი და ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალური ქსელით ეხმაურება იმ ადამიანებს, რომლებსაც"შეთქმულების თეორიის" სჯერათ: დ ა ს კ ვ ნ ი ს თ ვ ი ს - რამდენიმე პოსტი დავდე "ვ ი რ უ ს -ვ ა ქ ც ი ნ ე ბ ზ ე" და მსოფლიო "შ ე თ ქ მ უ ლე ბ ი ს თეორიებზე" და კომენტარების ნაწი


ამა წლის თებერვალში ინტერნეტში გავრცელდა თეორია, რომ თითქოს მილიარდერი ბილ გეიტსი დაკავშირებულია COVID-19-ის გავრცელებასთან, რათა გამოიყენოს იგი კაცობრიობაზე კონტროლის მოსაპოვებლად, ექსპერტების განმარტებით, ასეთი თეორიები მარტივად აღიქმება იმ ადამიანებში, რომლებიც ძლიერ სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებიან და დაკარგული აქვთ ანალიზი და შიდა ...


სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ფოტო, სადაც Microsoft-ის დამფუძნებელი, მილიარდელი ბილ გეიტსი ფასფუდის რესტორან Dicks Drive-თან მორჩილად დგას რიგში. ფოტოზე გეიტსი ჯიბეში ხელებჩაყოფილი დგას ნეონით განათებულ ბორდიურზე და სწრაფი კვების ობიექტისკენ იყურება, კომენტარებში აღნიშნულია, რომ "ზუსტად ასე იქცევიან ნამდვილი მდიდრები და არა მათი მიმბაძველები თეთრი ს...





intermedia.ge-ზე გამოქვეყნებული მასალები (სტატია, ვიდეო და ფოტო) წარმოადგენს ავტორთა ინტელექტუალურ საკუთრებას და დაცულია კანონმდებლობით.

intermedia.ge-ს მასალების გამოყენების პირობები

0
84
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0