x
თვითშეფასება და გარეგნობა

image

თვითშეფასბეა-თვითშემეცნების ნაწილი, რომელიც მოიცავს ინდივიდის რწმენასა და ცოდნას საკუთარი ფიზიკური მახასიათებლების, უნარებისა და ქცევების შესახებ. ის მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად თვლის მოზარდი თავს ნიჭიერ, წარმატებულ და ღირსეულ ადამიანად. თვითშეფასების სამი სახე არსებობს:მაღალი, ადეკვატური და დაბალი. მაღალი თვითშეფასების მქონე ადამიანები-ძირითადად მიმართულნი არიან ღარიბი შინაარსის მქონე ურთიერთობებზე, დაბალი თვითშეფასების დროს-ინდივიდი მიდრეკილია დეპრესიისკე.ხოლო ადეკვატური თვითშეფასების


დროს-დარწმუნებულია საკუთარ თავში, აქვს ფართე შემეცნებითი ინტერესები და ასევე მაღალი აკადემიური მოსწრებაც. სწორედ ამიტომაა ადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა ადამიანის ცხოვრებაში, რადგან მასზეა დამოკიდებული მოზარდის ჯანმრთელობა, პროდუქტიულობა, სწავლა, სოციალური ადაპტაცია და საკუთარი პროფესიის არჩევა. თვითშეფასებაჭა ყალიბდება ბავშვის აქტივობიდან და პიროვნებათშორისი ურთიერთობების საფუძველზე. თვ


ითშეფასებაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას:ოჯახში მდგომარეობა(აძლევს თუ არა მშობელი სათანადო სითბოსა და ყურადღებას შვილს), სკოლაში ჩაგვრა და ა.შ. ერთ-ერთი ფაქტორი, რომელსაც მინდა შევეხო არის გარეგნობა.ვთვლი, რომ გარეგნობაა ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს წარმოდგენებს საკუთარ თავზე. ე.ი ფიზიკურად მიმზიდველი ადამიანის თვითშეფასება შესაბამისად მაღალია.

განვიხილოთ მაგალითებით და ვნახოთ თუ როგორ მოქმედებს თვითშეფასებაზე გარეგნობა.image

XXI-ე საუკუნეში დანერგილია სტერეოტიპი, რომ კარგი ფიზიკური გარეგნობა საწინდარია ადამიანის კეთილდღეობის. ამ უკანასკნელში გულისხმობენ როგორც კარიერულ, ასევე პირად ურთიერთობებში წარმატებას. ადამიანთა უმეტესობაც ფიქრობს, რომ თუ არ აკმაყოფილებს გარეგნობის სოციუმში დადგენილ სტანდარტებს, გაირიყებიან და ნაკლებ ყურადღებას მიიღებენ საზოგადოებისგან. შესაბამისად უყალიბდებათ უარყოფითი მე კონცეფცია, რომელიც ძალიან შორსაა იმ «იდეალური მე»-სგან, რომლისკენაც ისწრაფვის იგი. დაბალი თვითშეფასების დროს კი უჭირთ საკუ

image


თარი შესაძლებლობების სწორი გამოყენება, შესაბამისად ვეღარ ვითარდებიან როგორც კარიერის, ასევე პიროვნულობის მხირვ. მოზარდობის პერიოდში ადგილი აქვს ბევრი ცვლილებებს: ისინი მეტ ყურადღებას ამახვილებენ ფიზიკურ მახასიათებლებსა და ურთიერთობებზე, ვიდრე სწავლაზე. ამიტომ, ხშირად იწვევს ფრუსტრირებას ის ფაქტი, რომ არ არიან «ლამაზები» და ეს ფაქტი აისახება მათ თვითშეფასებაზე. შესაბამისად საკუთარ თავზე უკმაყოფილობა უბიძგებთ დევიანტური ქცევისაკენ, როგორიცაა კრიმინალური ქცევა.

თანდათანობით, ადამიანებს, განსაკუთრებით კი მოზარდებს სურვილი გარეგნობის გაუმჯობისკენ უფრო ეზრდებათ, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის მედიას. ტელევიზორიდან, სოციალური ქსელიდან და ჟურნალების ყდიდან ერთგვარ პროპაგანდას უწევენ სილამაზის სტანდარტებს და სხვებსაც უბიძგებენ, რომ დააკმაყოფილონ ეს კრიტერიუმები. მაგ: სიგამხდრე, კარგი ცხვირი, დიდი ტუჩები და ა.შ. ზოგიერთი კონფორმული ადამიანი ადვილად ექცევა ამ რეკლამების პროპაგანდის ქვეშ და ცდილობს, რომ გადადგას სარისკო ნაბიჯები, რომ იყოს კმაყოფილი საკუთარი გარეგნობით და აიმაღლოს თვითშეფასება. ჰგონია, რომ ამ ყველაფრის შემდეგ იქნება წარმატებული, ექნება კარგი სამსახური, მეგობრები და საზოგადოების ყურადღების მიღმა აღარ დარჩება. მედიის როლს უკეთ წარმოგვიჩენს კუნძულ ფიჯიზე მცხოვრები ქალები. მისი განვითარებისა და კუნძულზე შეღწევის შემდეგ (ამ კუნძულზე ქალები იყვნენ სრული ტანის, სიგამხდრე არ ითვლებოდა «ლამაზად») ქალებმა დაიწყეს დაეცვათ დიეტა და მორეგობდნენ იმ სილამაზის სტანდარტებს, რასაც ტელევიზია ქადაგებდა.

მოზარდები ხშირად უკმაყოფილონი არიან საკუთარი გარეგნობითა და აღნაგობით. მათ თვითშეფასებაზე გავლენას ახდენს ჰორმონალური და ფიზიკური ცვლილებები.მათთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია გარეგნობა და საპირისპირო სქესის მიერ გამოხატული ინტერესი. სწორედ ამიტომ, თუ ის ვერ გრძნობს მხარდაჭერას ოჯახის ან თანატოლებისგან უვითარდება დაბალი თვითშეფასება. ხშირად, თანატოლებისგან ესმით-»რას გავხარ», »მსუქანი ხარ» და სხვა ფრაზები. ამის გამო მოზარდებს მიაჩნიათ, რომ არავის სჭირდებია, იკეტებიან საკუთარ თავში და არ სჯერათ, რომ რაიმე ღირებულის შექმნა შეუძლიათ. ამდენი ნეგატივის მიღების შემდეგ გადააფასებს საკუთარ შესაძლებლობებსა და გარეგნულ მახასიათებლებს ხელახლა და ამ აზრებით მოცული საკუთარ თავს ისე აღიქვამს, როგორსაც სხვა. შესაბამისად იცვლება მისი მე-კონცეფცია და დაბლდება თვითშეფასება. ამ ყველაფრის შესაცვლელად მხოლოდ ერთი გზა არსებობს-ბავშვობიდან ჩავაგონოთ ყველამ საკუთარ შვილებს, ძმებს, დებს და ა.შ, რომ თითოეული ადამიანი იბადება უნიკალური და ლამაზი, რომ არაფერ შუაშია მისი წონა და გარეგნობა. ყველას შეუძლია მიაღწიოს წარმატებას და იყოს ბედნიერი.

მიმზიდველი ადამიანები, რომელთა თვითშეფასებაც ხშირ შემთხვევაში მაღალია, იქცევიან თავდაჯერებულად და არიან წარმატებულნი. თუმცა ეს წარმატება შეიძლება განპირობებული იყოს არა სილამაზით, არამედ რწმენით, რომ სილამაზე არის წარმატებისა და კეთილდღეობის საწინდარი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იგივე პლაცებო ეფექტია. კარლ როჯერსის თვლიდა, როდესაც ადამიანს უარყოფითი მე კონცეფცია უყალიბდებოდა, მკვეთრად უქვეითდებოდა თვითშეფასებაც. შესაბამისად როდესაც ინდივიდი მიდის ფსიქოლოგთან, რადგან უკმაყოფილოა საკუთარი გარეგნობით და აქვს დაბალი თვითშეფასება, იგი ცდილობს, რომ ეს შეფასება შეუცვალოს და ფოკუსირდეს სხვა დადებით ნიშნებზე და აუმაღლოს ისევ თვითშეფასება.

ყველა არ იზიარებს ამ აზრს, რომ თვითშეაფსებაზე მოქმედებს გარეგნობა. სილამაზე აუცილებელ პირობას არ წარმოადგენს, რომ მივაღწიო წარმატებას და მქონდეს ადეკვატური თვითშეფასება. ამ ის დასადასტურებლად მოჰყავთ ცნობილი ჰოლივუდის ვარსკვლავების მაგალითები, რომელთაც წარმატებას მიაღწიეს და მიუხედავად იმისა, რომ «სილამაზის სტანდარტებში» არ ჯდებოდნენ არ უმოქმედია მათ თვითშეფასებაზე. მაგ: ბარბარა სტრეიზანდი, ლაიზა მინელი და ა.შ. თუმცა ჩატარდა კვლევა 242 მოზარდ გოგონაზე. აინტერესებდათ, თუ რა კავშირი იყო გარეგნობისს, წონით უკმაყოფილებასა და თვითშეფასებას შორის. იგივე კვლევა 2 წლის შემდეგ ჩატარდა იმავე მონაწილეებზე და აჩვენეს, რომ ის მოზარდები, რომლებიც იყვნენ ჭარბწონიანები ან თავს თვლიდნენ უფრო მიდრეკილნი იყვნენ დაბალი თვითშეფასებისკენ.ასევე აღსანიშნავია მეორე კროს-სექციური კვლევა, რომელკიც ჩატარდა 14, 440 ადამიანზე(7-18წელი). აინტერესებდათ რა გავლენა ჰქონდა ჭარბწონიანობას თვითშეფასებაზე. მიღებულმა შედეგებმა ცხადჰყო, ორმ დაბალი თვითშეფასება უკავშირდებოდა ჭარბწონიანობას. შესაბამისად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ადამიანი, რომელიც უკმაყოფილოა საკუთარი გარეგნობით, აქვს დაბალი თვითშეფასება.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მივიჩნევ, რომ გარეგნობით უკმაყოფილება იწვევს დაბალ თვითშეფასებას და არა პირიქით. ძირითადად მოზარდებში ვხვდებით ამ პრობლემას, რადგან გარდატეხის ასაკის გამო უფრო სენსიტიურები არიან გარემოსდა საზოგადოების მიმართ. ვთვლი, რომ ადეკვატური თვითშეფასება დამახასიათებელია იმ ადამიანებისათვის, რომლებიც იზრდებოდნენ მხარდამჭერ ოჯახებში. ბავშვობიდანვე უნდა ვასწავლოთ მათ, რომ არ იყვენენ ორიენტირებულნი მხოლოდ ფიზიკურ მახასიათებლებზე, რომ შემდეგ მოზარდობასა და მოზრდილობის პერიოდში არ იგრძნონ თავი გამოუადეგარად და განუვითარდეთ ადეკვატური თვითშეფასება.

0
10
4-ს მოსწონს
ავტორი:კაპანაძე სალომე
კაპანაძე სალომე
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0