x
კულტურა და საზოგადოება

image
თავდაპირველად, განვმარტოთ რას ნიშნავს კულტურა- ლათინური სიტყვაა, რომელიც გულისხმობს მიწის დამუშავებას.თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტერმინს-კულტურული იყენებდნენ შუა საუკუნეებში განათლებული და კარგად აღზრდილი ადამკიანის აღსაწერად.

კულტურა მოიცავს საზოგადოების ყველა ასპექტს-ღირებულებებს, შეხედულებებს, მრწამს, ტრადიციებს, რომლებიც ერთი თაობიდან მეორეს გადაეცემა.

კულტურა იქმნება და, იგი ისწავლება. შესაბამისად, მისი შეძენა ბიოლოგიურას შეუძლებელია, მას ქმნიან ინდივიდები და თაობიდან თაობას გადაეცემა. შესაბამისად, ეს პროცესი საფუძვლად უდევს სოციალიზაციას.იგი პირდაპირ კავშირშია კულტურასთან, რადგან სოციალიზაციის გზით ხდება სწორედ ამ ნორმების წესებისა და ირებულებების შესწავლა. აქვე ავღნიშნოთ, რომ კულტურა აყალიბებს საზოგადოების სრულფასოვან წევრებს, თუმცა ამავე დროს ის რაღაც დოზით მათ ქცევებს აკონტროლებს.თუმცა, როგორც ფროიდი ამბობდა ის რეპრესიულად არ უნდა ჩავთვალოთ. მიუხედავად იმისა, რომ კულტურა მართლაც თრგუნავს ადამიანის მისწრაფებებს, ძირითადად აგრესიულ და სექსუალურ მისწრაფებებს, თუმცა გვაძლევს ჩარჩოს ანუ განსაზღვრავს იმ პირობებს, სადაც შეგვიძლია დავიკმაყოფილოთ ეს მოთხოვნილებები.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფილოში უამრავი კულტურა არსებობს, ყველა უნიკალური და განსხვავებულია, მაინც არსებობს ის ძირითადი ელემენტები, რომლებიც თითოეულ მათგანს ერთნაირი აქვს. ჯორჯ მერდოკმა(1965) გამოყო 60-ზე მეტი კულტურული უნივერსალია-მათ შორის იყო-სპორტი, ენა, განათლება, ცეკვა და ა.შ.

როდესაც ვსაუბრობთ კულტურაზე აუცილებლად უნდა გამოვყოთ ორი ერთმანეთისგან სრულიად საწინააღმდეგო ტენდენციები-კულტურული ეთნოცენტრიზმი და რელატივიზმი.

კულტურულ ეთნოცენტრიზმს ასევე მოიხსენიებენ როგორც "კულტურული რასიზმი" . შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს უფრო არის ნაციონალისტური ხედვა, როდესაც იდენტიფიცირება ხდება არა როგორც კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეობის, არამედ ეთნიკური წარმოშობის მიხედვით. ტერმინი ეთნოცენტრიზმი მოაზრებს-ადმიანი საკუთარ კულტურას აღიქვამს მძაფრად და სხვებზე აღმატებულად და, რომ სხვა კულტურის ტრადიციები, ღირებულებები ან ნორმები ახლოს ვერ მივლენ საკუთართან. რაც შეეხება, კულტურულ რელატივიზმს- არ არსებობს ერთი "უნივერსალური ირებულებები და სტანდარტები" რომლთა შედარების საფუძველზეც ვიტყვით თუ რამდენად "კარგია ან ცუდია" ესა თუ ის კულტურა. ის გულისხმობს, რომ თითოეული კულტურა გაგებულ უნდა იყოს საკუთარ კონტექტსა და ჭრილში, რომ ყველა კულტურა უნიკალურია და არ არსებობს ე.წ "სანიმუშო კულტურა".

კულტურა არის საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ურთიერთობების ფუნდამენტური ნაწილი. ასევე, იგი აღვივებს ჯგუფისადმი მიკუთვნებულობის შეგრძნებას. შესაბამისად, ეღთი კულტურის წარმომადგენლები უფრო მარტივად უგებენ ერთმანეთს, რადგანაც იყენებენ ერთ ენას, სადაც ასახულია სიტყვის საერთო მნიშვნელობები და ემოციები. ამიტომ არის, რომ ემიგრანტებს უჭირთ თავდაპირველად სხვა კულტურის მიღება და უხდებათ გამკლავებაა აკულტურაციის სტრესთან. თუმცა, შეიძება კულტურამ არამარტო გააძლიეროს ურთიერთობები ადამიანებს შორის, არამედ გამოიწვიოს ჯგუფთაშორისი კონფლიქტებიც. მაგ: როდესაც საუბრობენ ოდნავ განსხვავებული ენით, ან იყენებენ განსხვავებულ ჟესტებს, აქვთ განსხვავებული ღირებულებები, ყოველივე ეს ივევს კონფლიქტს.

რაც შეეხეა კულტურის შემადგენელ ნაწილებს-უნდა გამოვყოთ 4 ელემენტი: ნორმები/კონცეპტები-რომლებიც მოცემულია ენაში. მიმართებები-ყველა კულტურაში ცნებები, მათი მნიშვნელობები და მიმართებები განსხვავებულია. ღირებულებები-ის ზოგადი, მიღებული შეხედულებები, რომლისკენაც თითოეული ადამიანი უნდა ისწრაფვოდეს. და ბოლოს, წესები-რომელბიც ჩარჩოში აქცევენ ადამიანის ქცევას და არეგულირებენ მას.

სუბკულტურად ძირითადი, გაბატონებული კულტურისგან განსხვავებული ნორმები და წესები აქვთ, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს რომ ის არ ეწინააღმდეგება მას. მის მის ჩამოყალიბებას განაპირობებს სხვადასხვა ფაქტორები-როგორიცაა-სოციალური, რელიგური, ეთნიკური და სხვა. ამის ნათელი მაგალითია გოთების სუბკულტურა. საქართველოს მაგალითი რომ ავიღოთ აქ ეთნიკური სუბკულტურებია-იეზიდების, ბერძნების, რელიგიური ფაქტორის მიხედვით-კათოლიკური, სექტანტური და ა.შ. ხოლო, კონტრკულტურის შემთხვევაში ის ეწინააღმდეგება გაბატონებულ კულტურად და მის შეცვლას ცდილობს. ამის მაგალითია-ბოჰემა.

0
84
5-ს მოსწონს
ავტორი:კაპანაძე სალომე
კაპანაძე სალომე
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0