x
მეტი
  • 21.04.2021
  • სტატია:110612
  • ვიდეო:352144
  • სურათი:481188
"წუწუნს წუწუნი მოჰყვება, დაგენაცვლე!" რატომ არასდროს წუწუნებენ ებრაელები

image


როდესაც დევნა და თვალთვალი დაიწყო, გერმანელმა ებრაელებმა დატოვეს გერმანია. ეს იყო სიცოცხლის გადასარჩენად ერთადერთი გზა. ყველა ქვეყანამ არ მიიღო დევნილები. არის ისტორიაში ასეთი სამარცხვინო ფურცელი. მიუხედავად იმისა, რომ ყველას მშვენივრად ესმოდა, რომ საუბარი ეხებოდა სიკვდილ-სიცოცხლეს.

ისინი, ძირითადად, პალესტინაში გაემგზავრნენ, დატოვეს თავიანთი სახლები, ქონება, სამუშაო. მაღალკვალიფიცირებული პროფესიონალები, მეცნიერები, იურისტები, ექიმები, ინჟინრები, მსოფლიოში ცნობილი მწერლები იძულებულნი გახდნენ მძიმე სამუშაოზე წასულიყვნენ. გზებისა და სახლების შენება, ნაგვის გატანა, მძიმე ტვირთების თრევა...



მოხუცებიც კი, ვინც თავის დროზე ბევრს მიაღწიეს, ღირსეულად ცხოვრობდნენ, გონებრივ შრომასა და შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდნენ, პატივცემულები გახლდნენ ტავიანთი დამსახურებების გამო მყისიერად აღმოჩნდნენ სამშენებლო მოედნებსა ან ბინძურ თხრილეში, ეზიდებოდნენ აგურებს ან მიწას თხრიდნენ მცხუნვარე მზეზე.

მაგრამ ეს ხალხი გადარჩა.
მათ კვლავ დაიბრუნეს თავიანთი ღირსეული პოზიცია: გახსნეს კლინიკები, სკოლები, უნივერსიტეტები, კვლევითი ცენტრები. მათ შეძლეს ამ ყველაფრის გაკეთება უცხო ქვეყანაში, სადაც ადრე მსგავსი არაფერი მომხდარა.

როგორ შეძლეს მათ ღირსეული ცხოვრების დაბრუნება?

იმით, რომ ქვებს მიათრევდნენ ან ჭუჭყში იყვნენამოტხვრილები და მაინც ასე მიმართავდნენ ერთმანეთს: "ბატონო ექიმო", "ბატონო იურისტო", "ბატონო პროფესორო" და აუცილებლად თქვენობითი, თავაზიანი ფორმით. ისინი ერთმანეთის მიმართ პატივისცემას ავლენდნენ და ამით ახსენებდნენ სხვებს, ვინ იყვნენ სინამდვილეში.

უბედურების ან კატასტროფების დროს ადამიანებმა პატივი უნდა სცენ საკუთარ თავისაც და სხვებსაც. ჩვენ კი რას ვაკეთებთ? პანდემიის დროს ქართველ ექიმებს, რომლებიც საკუთარ აზრებს გვიზიარებენ, საკუთარ ჰიპოთეზებს, ვერსიებს გვაცნობენ, დავცინით, ვუვარდებით და ვლანძღავთ!

პატივისცემისა და ურთიერთდაფასების უნარი კურნავს, არ იძლევა ჩაძირვის და დაღუპვის საშუალებას. ნებისმიერი ქვეყნის კარგი მომავალი აგებულია ურთიერთპატივისცემაზე. ეს დაუწერელი კანონია!

დააკვირდით ებრაელებს! ისინი არასდროს წუწუნებდნენ!

ქუთაისში ბევრი ებრაელი ცხოვრობდა, რომელთაგანაც დღემდე გვაქვს კარგი ურთიერთობა. რაც არ უნდა უჭირდეს რომელიმე მათგანს, არაფრით არ დაიწუწუნებს, არ შემოგჩივლებს. დავინტერესდი, რატომ.
-წუწუნ წუწუნი მოჰყვება, დაგენაცვლე!- მეუბნება ჩემი ოჯახის ერთი ძალიან ახლობელი ებრაელი სატელეფონო საუბრისას.
-აბა, ვიძახო, რომ კარგად ვარ?
-შუა და ზომიერება არ შეგიძლია, დაგენაცვლე? რა საჭიროა ან წუწუნი, ან შენი კარგად ყოფნის აფიშირება?! მოგიგკითხავენ, როგორ ხარო? თავაზიანად მოიკითხე შენც! კითხვას, რომელსაც არ უნდა უპასუხო, დააბრუნე შეკითხვითვე. რეალურად ეს მოკითხვა-მიკითხვა ხომ თავაზიანობის გამომხატველი ფორმალობაა, თორემ, აბა, რეალურად ვის აინტერესებს, როგორ ხარ? დაიწყებ მოყოლას, როგორც ხარ, მოიფხან გულს და ვინ გისმენს? თუ გულის მოფხანა გინდა, ორმო ამოთხარე და ორმოს მოუყევი როგორც ხარ, განსხვავებას ვერც კი იგრძნობ!

0
290
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
Mediator image
Mediator image
Mediator image
290
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0