x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
Pixar-ის 12 ანიმაცია, რომელიც ღრმა ფსიქოლოგიურ დატვირთვას ატარებს

მულტფილმები ცხოვრების ნამდვილი სკოლაა და მათი შემქმნელები ხშირად ახერხებენ მნიშვნელოვანი სიმართლეების და ფასდაუდებელი გაკვეთილების გადმოცემას.


ამ თითოეული ანიმაციის ყურების შემდეგ ღრმა ფსიქოლოგიური დასკვნის გაკეთებაა შესაძლებელი.



image






12. დორის ძიებისას (2016)

image


ჩვენ ყველანი განსხვავებულები ვართ და პატივი უნდა ვცეთ სხვების თავისებურებებს

image



ანიმაციის მთავარი პერსონაჟი არის საყვარელი თევზი, სახელად დორი, რომელიც გულმავიწყია. ის ოცნებობს ოჯახის პოვნაზე, მაგრამ არ ახსოვს სად არის. დორი ამ თვისებით დაიბადა.


ამ მულტფილმის მაგალითზე მშობლებს შეუძლიათ აუხსნან შვილებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სხვების მიღება ისე, როგორიც ისინი არიან.




11. კეთილი დონოზავრი (2015)

image


გულწრფელი მეგობრობა არის ზესუპერძალა image


ეს ანიმაცია არ არის მხოლოდ პატარა ბიჭისა და დიდი დინოზავრის მეგობრობა. ეს ეხება სამყაროს, სადაც ბუნებამ დაიპყრო ცივილიზაცია და არა პირიქით. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები სარგებლობენ დინამიური ისტორიითა და ნათელი პერსონაჟებით, მოზარდები შეიძლება დაფიქრდნენ შიშზე, რომელსაც დინოზავრი არლო უნდა გადალახოს და ჭეშმარიტი მეგობრობის ძალაუფლების გამო.





10. თავდაყირა / inside out (2015)

image


image

არ შეგეშინდეთ თქვენი ემოციების



"თავდაყირა" არის Pixar- ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანიმაცია და ის ფსიქოთერაპევტებმაც კი დაამტკიცეს. მთავარი გმირი არის რაილი, გოგონა, რომელიც ცდილობს გაუმკლავდეს თავის ემოციებს (სიხარული, მწუხარება, შიში, ბრაზი და ზიზღი). რაილი დაეხმარება როგორც მოზრდილებს, ასევე ბავშვებს, დაინახონ, რომ ნორმალურია სხვადასხვა ემოციის განცდა - ჩვენ უბრალოდ უნდა გავაკონტროლოთ ისინი.





9. მამაცი / Brave (2012)

image



გადადეთ სტერეოტიპები გვერდზე და იყავით საკუთარ თავი

image


მამაცი შესანიშნავი შეხსენებაა იმისა, რომ არავინ არ უნდა შეასრულოს სხვისი გეგმები და მოლოდინები. მამაცი მერიდასა და დედას შორის ურთიერთობის ამბის შემდეგ, რომელმაც, ქალიშვილის მომავალი მცირე დეტალებამდეც კი დაგეგმა, გვესმის, რომ გოგონები არ უნდა იყვნენ პრინცესები, თუ მათ გიჟური თავგადასავლები უყვართ.






8. მაღლა / UP (2009)

image


არასოდეს არის გვიან ოცნების ასრულება

image


სევდიანი და ამაღელვებელი ისტორია მარტოობისა და სიბერის შესახებ. კარლი ყოველდღე ფიქრობს გარდაცვლილ მეუღლეზე და იმ თავგადასავლებზე, რომლებზეც ერთად ოცნებობდნენ. საბოლოოდ, კარლი გადაწყვეტს თვითონ გაემგზავროს თავის მფრინავ სახლში, მაგრამ მხიარულმა ბიჭმა სკაუტმა გარკვეული ცვლილებები შეიტანა მის გეგმებში. ეს ანიმაცია გვეუბნება, რომ ცხოვრებაში ზღაპრები გვჭირდება ... ნებისმიერ ასაკში.






7. WALL-E (2008)

image

ჩვენ პასუხისმგებლები ვართ ჩვენს პლანეტაზე

image

ეს ანიმაცია არ ეხება მხოლოდ ღრმა გრძნობებს. ეს ასევე ეხება დიდ პასუხისმგებლობას. WALL-E გვასწავლის, რომ დედამიწაზე ვიზრუნოთ, რათა არ დადგეს ის პოტენციური მომავალი რაც ნავარაუდევია ფილმში, თუ ჩვენ გავაგრძელებთ მისი რესურსების გამოყენებას შეუზღუდავად.




6. რატატუი (2007)

image

მიჰყევით თქვენს ოცნებას, მაშინაც კი, როდესაც ისინი ამბობენ, რომ არ ღირს


image


რემი ვირთხა ოცნებობს გახდეს შეფ-მზარეული. თუმცა მისი არავის სჯერა, ის მაინც მიდის თავისი მიზნისკენ. რატატუი გვასწავლის, რომ შენი ფონი არ არის მნიშვნელოვანი, თუ საკმარისად გაბედული ხარ შენი ოცნების ასასრულებლად.

5. მანქანები / CARS (2006)

image


ნუ დაივიწყებ მათ, ვისაც ყოველთვის სჯერა შენი


McQueen არის ტიპიური თავდაჯერებული გამარჯვებული, რომელიც აპირებს გაიგოს, რომ გუნდის როლი არ უნდა მნიშვნელოვანი გამარჯვებაში. მისი კოლეგები, პედაგოგები, მეგობრები და გულშემატკივრები ეხმარებიან მას პირველ რიგში ფინიშამდე მისვლაში.

4. ყველაზე მაგრები / The Incredibles (2004)

image


თუ ნიჭს ვმალავთ, ვერ ვიქნებით ის ვინც ვართ


სიუჟეტის მთავარი გმირები არიან ერთი ოჯახის წევრები, რომლებიც ცდილობენ გამოიყურებოდნენ ჩვეულებრივად. მაგრამ ისინი თავს დეპრესიულად და მოწყენილად გრძნობენ, რადგან უწევთ თავიანთი სუპერძალების დამალვა. ფილმის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ნიჭი და უნარ-ჩვევები, რაც ჩვენ მოგვეცა, ჩვენი პიროვნების განუყოფელი ნაწილია და მათი უარყოფით, საკუთარ თავს უარვყოფთ.

3. ნემოს ძიებაში Finding Nemo (2003)

image

ყველას აქვს უფლება დაუშვას შეცდომები და გაჰყვეს საკუთარ გზას

image


მარლინი მზრუნველი მამაა, რომელიც ცდილობს დაიცვას ნემო მთელი მსოფლიოსგან. მაგრამ მარლინის ზედმეტი დაცვა კიდევ უფრო ამძაფრებს მდგომარეობას. აქ უნდა გვესმოდეს, რომ ბავშვებს ჩვენი დახმარება სჭირდებათ, რომ გაეცნონ მათ გარშემო არსებული სამყაროშ, და არა მისგან დაცვა.


2. ონსტრების კორპორაცია / Monsters, Inc. (2001)

image

ყველას ეშინია

image



მონსტრების როლი ამ ანიმაციაში არის მსოფლიოში თითოეული ბავშვის დაშინება. მოთხრობის გმირებმა მალე გაარკვიეს, რომ ურთიერთგაგება, პატივისცემა და კეთილგანწყობა გაცილებით ძლიერია, ვიდრე შიში.

1. სათამაშოების ისტორია / Toy Story (1995)

image

დრო მიდის, მაგრამ ნამდვილი მეგობრობა და ერთგულება სამუდამოდ გრძელდება

image


დაუჯერებელი ამბავი სათამაშოებზე, რომლებიც საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობენ, როდესაც მათ არავინ ხედავს. ისინი ასევე განიცდიან ემოციებს ეჭვიანობის, მეგობრობის გრძნობას.

სათამაშოები აქ იგივეა, რაც ადამიანები: მათ ასევე უნდათ რომ უყვარდეთ და იზრუნონ მათზე.









0
71
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0