x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134471
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
იცით, რა იყო ცივილიზაციის დასაწყისის ნიშანი?

image
რა მოგვიტანა ცივილიზაციამ?
უამრავი რამ ფუფუნებისთვის, თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ ფუფუნება კი არა, მსოფლიოს უმეტეს ნაწილში ბავშვები შიმშილობენ!

ცივილიზაციამ, ჩემი აზრით, ერთმანეთს დააშორა ადამიანები, პოსტმოდერნიზტულმა საზოგადოებამ დაივიწყა ემპათია, სხვისი ტკივილი, სხვებზე ზრუნვა ან თუ ამას აკეთებს, იშვიათად უანრგაროდ, უფრო ხშირად პოპულისტურად, სხვების დასანახად, ქულების ჩასაწერად, შორეულ ან ახლო პერსპექტივაში არჩევნებში ხმების მისაღებად და პოლიტიკაში მოსასვლელად!

ცივილიზაციამ მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესთან ერთად თანაგრძნობა დაუკარგა ადამიანებს ერთმანეთის მიმართ. ხალხი გაცივდა, საკუთარი მუცლის კანს იქით სხვათა პრობლემების გათავისების უნარი დაკარგა.


არადა, ცივილიზაცია სულ სხვაგვარად დაიწყო....

ამერიკელმა ანთროპოლოგმა, მარგარეტ მიდმა ლექციაზე სტუდენტებს ჰკითხა, თუ რა მიაჩნიათ ცივილიზაციის პირველ ნიშნად.
სტუდენტებს ეგონათ, რომ ლექტორის კაჟისა და ობსიდიანის არტეფაქტებზე ან კიდევ სათევზაო მოწყობილებასა თუ თიხის ჭურჭელზე საუბრის დაწყება სურდა.
უამრავი რამ დაუსახელეს, ვიდრე მარგარეტმა არ გააჩერა ისინი.
image


ის, რაც პროფესორმა ცივილიზაციის პირველ ნიშნად დაასახელა, სტუდენტებისთვის სრულიად დიდი მოულოდნელობა იყო'
მარგარეტის განცხადებით, უძველეს კულტურაში ცივილიზაციის პირველი ნიშანი არის ბარძაყის ძვალი, რომელიც გატეხილი იყო და შემდეგ შეხორცდა.
მიდმა ახსნა, რომ ველურ სამყაროში თუ ცოცხალი არსება ფეხს მოიტეხს, ის აუცილებლად იღუპება. მოტეხილი ფეხით ის ვერ გაექცევა საფრთხეს, ვერ მიაღწევს მდინარემდე, რომ წყურვილი მოიკლას, ვერ ინადირებს. ის მტაცებლების ლუკმა ხდება, რადგანაც ძვლის შეხორცება ხანგრძლივი პროცესია.
მისივე თქმით, მოტეხილი და შემდეგ შეხორცებული ბარძაყის ძვალი მიანიშნებს, რომ ვიღაცამ დრო დახარჯა, რათა დარჩენილიყო დაშავებულთან, გადაეხვია ჭრილობა, გადაეყვანა უსაფრთხო ადგილას, დახმარებოდა და გამოეკვება უმწეო თვისტომი.
ძნელბედობის დროს სხვისი დახმარების სურვილი — აი ეს არის ცივილიზაციის დასაწყისი
0
189
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
189
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0