x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
ცნობილი ადამიანები და მათი შთამომავლები
image


ადამიანთა შესაძლებლობებზე, უპირველეს ყოვლისა, გავლენას ახდენს სოციალური ფაქტორები. გენები მეორეხარისხოვან როლს ასრულებენ. შეიძლება, ამიტომაც არის, რომ ნიჭიერ ადამიანებს ზოგჯერ ჩვეულებრივი შვილები ჰყავთ, ზოგჯერ კი - თავიანთ წინაპრებს სჯობნიან.


ვნახოთ ვინ არიან მსოფლიოში ყველასთვის ცნობილი პირების შთამომავლები და რას აკეთებენ ისინი დღეს.



1. ჩე გევარას ქალიშვილი ალეიდა გევარა მარჩი


image


image

ალეიდა ერნესტოს უმცროსი ქალიშვილია. ის არის პედიატრი, რომელიც მუშაობდა ანგოლაში, ეკვადორსა და ნიკარაგუაში. ის სპეციალიზირებულია ალერგიასთან დაკავშირებულ პრობლემებში. ალეიდას აქვს აქტიური სოციალური და პოლიტიკური ცხოვრება: იგი ეხმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსა და სხვადასხვა პროფილის მქონე საბავშვო ცენტრებს.




2. სტალინის შვილიშვილი კრის ევანსი

imageimage
იოსებ სტალინის უმცროსი შვილიშვილის სახელია ოლგა პეტერსი. მაგრამ მან სახელი შეიცვალა და გახდა კრის ევანსი. უყვარს მექსიკური საკვები და მისი ძაღლი. იგი მუშაობს საცალო ვაჭრობაში და არ სურს ჟურნალისტებთან საუბარი. მას ექსტრავაგანტული სამოსი ურჩევნია და ჰყავს და, რომელიც კამჩატკაში მუშაობს, ვულკანის მკვლევარად.





3. ერნესტ ჰემინგუეის შვილიშვილი დრი ჰემინგუეი

imageimage

დრე ერნესტ ჰემინგუეის შვილიშვილი და მარიელ ჰემინგუეის ქალიშვილია. იგი მუშაობდა მრავალ მოდის სახლთან: ჟივანში, კალვინ კლეინთან, გუჩთან და შანელთან. ხოლო 2016 წელს დრე გახდა "თვის პლეიმეტი" პლეიბოიში. სხვათა შორის, ის იყო პირველი "თვის თანაგუნდელი", რომელიც შიშველი არ გამოჩენილა.





4. ჩარლი ჩაპლინი - შვილიშვილი ოონა ჩაპლინი

imageimage

ოონა ჩაპლინი განთქმულია ტალიზა მეგირის როლით, "სამეფო კარის თამაშებიდან". მის ოჯახს ბევრი რამ აქვს საერთო ფილმებთან. მისი ბაბუა ცნობილი კომიკოსი ჩარლი ჩაპლინია, დედა მსახიობი, მამა კი ოპერატორი. ისევე, როგორც ბევრ ცნობილ მსახიობს, ოონამაც დაამთავრა დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემია. და მალე, მას ავატარის გაგრძელებაში ვნახავთ.

5. პაბლო პიკასოს შვილიშვილი დიანა ვიდმაიერ პიკასო


imageimage


დიანას აქვს იურიდიული დიპლომი, მაგრამ მისი გენები უფრო ძლიერი აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც სორბონში მიიღო მაგისტრის ხარისხი, იგი გახდა სახვითი ხელოვნების მკვლევარი. იგი აწყობს გამოფენებს და მუშაობს აუქციონისა და კოლექციონერების კონსულტანტად. დიანამ დაწერა წიგნი ბაბუა პიკასოზე: "ხელოვნება მხოლოდ ეროტიკაა".





6. ელვის პრესლი - შვილიშვილი რაილი კიო

imageimage

ელვის პრესლისა და პრისცილა პრესლის შვილიშვილი მსახიობი გახდა. მისი ყველაზე ცნობილი როლი არის ფილმში Mad Max: Fury Road. იგი მუშაობდა მოდელად და თანამშრომლობდა სამოდელო სააგენტო IMG-თან.





7. ჯონ ლენონი - შვილი შონ ლენონი

imageimage

შონ ტარო ონო ლენონი ჯონ ლენონისა და იოკო ონოს შვილია. შონი შემოქმედებითი ადამიანია: ის არის კომპოზიტორი, მომღერალი, მსახიობი და სცენარისტი. შონს წარმოუდგენელი მსგავსება აქვს დედასთან და მამასთან. საინტერესოა, რომ შონი დაიბადა იმავე დღეს, როგორც მამა - 9 ოქტომბერს. მან გამოუშვა 3 ალბომი და 4 სინგლი.





8. გრეის კელი - შვილიშვილი შარლოტა კასირაი

imageimage

შარლოტა კასირაღი არის ბიზნესმენი, ჟურნალისტი, ქველმოქმედი, სპორტსმენი, ბედნიერი დედა და მონაკოს ტახტის მე -8 მემკვიდრე. იგი იცავს გარემოს და გადაშენების პირას მყოფ სახეობებს და მხარს უჭერს ნიჭიერ ახალგაზრდებს, სტაჟირებითა და სტიპენდიებით. შარლოტა ძალიან ჰგავს თავის ცნობილ ბებიას და ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ულამაზეს ქალად.





9. ჩარლზ დიკენსი - უფროსი შვილიშვილი ჰარი ლოიდი

imageimage
ჰარი ლოიდი, რომელიც შესაძლოა იცოდეთ ვისერი ტარგარიენის როლით „სამეფო კარის თამაშებიდან", არის ვიქტორიანული ასაკის ცნობილი მწერლის ჩარლზ დიკენსის შვილიშვილი. ბრიტანელმა მსახიობმა ითამაშა ბევრ ფილმსა და შოუში, მათ შორის, დიდი ბაბუის რომანის მიხედვით გადაღებულ შოუში "Great Expectations".





10. ფიოდორ დოსტოევსკი - შვილიშვილი დიმიტრი დოსტოევსკი

imageimage
დიმიტრის წარმოუდგენელი მსგავსება აქვს თავის ცნობილ ბაბუასთან, როგორც გარეგნულად, ასევე ხასიათით. დიმიტრის თქმით, მას ყოველთვის სურდა სხვადასხვა ხალხის შეხვედრა და სხვადასხვა რამის მოსინჯვა. შედეგად, მან 28 სხვადასხვა სამუშაო სცადა. იგი მუშაობდა ტრამვაის მძღოლად, მეგზურად. ახლა ის პენსიაზეა.








1
639
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
639
  
2021, 17 თებერვალი, 1:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1