x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბილ გეიტსის ქალიშვილმა ვაქცინა გაიკეთა და თან "ჩიპზე" იხუმრა
image

მილიარდერი ბილ გეიტსის ერთ-ერთი ქალიშვილიმა SARS-CoV-2 კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეღა. ამის შესახებ მან "ინსტაგრამზე" დაწერა.


24 წლის ჯენიფერ გეიტსმა ამ დროისთვის საჭირო ორიდან მხოლოდ პირველი დოზა მიიღო. ფოტოზე გოგონა აჩვენებს სტიკერს, რომელზეც აწერია "მე მივიღე ჩემი COVID-19 -ის ვაქცინა".


image


"სხვებმაც უნდა განიხილონ ვაქცინაცია" -ამბობს გოგონა. ”რაც უფრო მეტი ადამიანი გახდება იმუნური, მით უფრო ყველასთვის უსაფრთხო იქნება, ” - განმარტა მან.



"ვაი, ვაქცინამ ჩემს გენიალური მამა ტვინში არ ჩამინერგა", - გაიხუმრა ჯენიფერ გეიტსმა. "აჰ, თუკი მ-რნმ ს ასეთი ძალა ექნებოდა". მიანიშნებს გოგონა ჭორზე-დაუსაბუთებელ შეთქმულების თეორიაზე, რომელიც ბილ გეიტსის წინააღმდეგ აგორდა ხალხის "დაჩიპვის" შესახებ.



მანამდე მილიარდერმა აღიარა, რომ მის მიმართ მსგავსი ცილისწამებები COVID-19- ით გამოწვეულ პანდემიამდეც იყო და წუხდა, რომ ვაქცინების უნდობლობამ შეიძლება შეანელოს პანდემიასთან ბრძოლა.


კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა თავად ბილ გეიტსმა ამა წლის 22 იანვარს გაიკეთა.

image

ჯენიფერ გეიტსი - Microsoft- ის დამფუძნებლის ბილ გეითსის ქალიშვილი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად ითვლება და მისი ქონება შეფასებულია 124, 3 მილიარდ დოლარად . იგი სამედიცინო განათლებას სტენფორდის უნივერსიტეტში იღებს.


2020 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი საქმრო იყო 28 წლის ნაიელ ნასარი, ცნობილი ეგვიპტელი ცხენოსანი სპორტსმენი.

image

0
119
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0