x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„დედა გვიბერავდა ხოლმე, ბავშვობიდან ხშირი კვეთა მქონდა პრეზერვატივთან,“ - ანანია გაჩეჩილაძე
image

ქართული პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანია „აიისა“-ს დამფუძნებელი ანანია გაჩეჩილაძე საზოგადოების ყურადღებას ამჯერად მორიგი სკანდალური განცხადებით იქცევს. ის ერთერთი არხის სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას მან რამდენიმე სკანდალური განცხადება გააკეთა. ანანია გაჩეჩილაძე ამბობს, რომ პრეზერვატივებით საკმაოდ მცირე ასაკში დედა ათამაშებდა და ბუშტის ნაცვლად სახლში ამ ნივთს ბერავდნენ.

გაჩეჩილაძე იმასაც დასძენს, რომ არ ხუმრობს და საკმაოდ ბევრი ისტორია აქვს პრეზერვატივის მიმართ. ანანიას თქმით, მცირე ასაკში მიღებული გამოცდილება შემდგომ მას დაეხმარა, რომ ეს პროექტი წამოეწყო.

გთავაზობთ მის კომენტარს:

„ბავშვობიდან მჭიდრო კავშირი და ბევრნაირი კვეთა მქონდა პრეზერვატივებთან. ამიტომაც ჩემი დამოკიდებულება მაქვს პრეზერვატივების მიმართ... დედა გვიბერავდა ხოლმე და ვთამაშობდით. როცა სხვა ფერადი ბუშტები არ იყო, დედაჩემი გამოსავალს პოულობდა და იმას ბერავდა, რაც გვქონდა. მეცამეტე სართულზე ვცხოვრობდით, არც დენი იყო, ვერც ვერსად გავდიოდით და მაღაზიაში ბუშტზე ჩასვლა ბევრად დიდ ძალისხმევას მოითხოვდა, ვიდრე საკუთარი მცირეწლოვანი შვილებისთვის ძალიან ლოგიკურად ამ ნივთის გამოყენება და მისი შინაარსის განმარტება, რაც შემდეგ გამომადგა ცხოვრებაში. შემთხვევით არ მითქვამს, რომ პატარაობიდანვე მჭიდრო კავშირი მაქვს პრეზერვატივთან. ფაქტიურად ეგ ვარ არსით. არ მიხუმრია, მართლა სერიოზულად ვამბობ, ბავშვობიდან ბევრი ისტორია მაქვს პრეზერვატივებზე. მათ შორის ძალიან მცირე ასაკშიც.“ - ამბობს ანანია გაჩეჩილაძე.

.

კომპანია საქართველოში 2017 წლიდან მოქმედებს, 2018 წელს კი სასამართლო დავა ჰქონდათ. თბილისის მერიამ მიიჩნია, რომ პრეზერვატივ აიისას არასათანადო და არაეთიკური რეკლამა აქვს. აიისას მფლობელის ინტერესებს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა იცავს. თბილისის მერიამ სამართალდარღვევათა ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159-ე მუხლით გამოწერა. ამ მუხლით ფიზიკური პირი 500 ლარით ჯარიმდება.

კომპანია აიისა აქამდეც, არაერთხელ, გახდა მართლმადიდებელი მრევლის კრიტიკის ობიექტი. საქართველოს საპატრიარქომ აიისას პრეზერვატივის შეფუთვას "უზნეო თავგასულობა" უწოდა. სასულიერო მესინარიის სტუდენტებმა კი აღნიშნეს, რომ აიისას შეფუთვა ისტორიული და ეროვნული ღირებულებების დაცივნაა და კომპანიის წინააღმდეგ აქცია გამართეს.

.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ლაშა თავართქილაძის გადაწყვეტილებით, პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანიის, აიისას რეკლამა არაეთიკურია. გაჩეჩილაძე ამბობს, რომ საქმის განხილვის დროს მოყვანილი იყო არგუმენტები, რომ ფერები წითელი, ცისფერი, ყვითელი არის ზეციური. მისივე ინფორმაციით, წითელი ფერი მოხსენიებული იყო, როგორც სამეფო ტანისამოსისთვის დამახასიათებელი ფერი, აქედან გამომდინარე კი დაასკვნეს, რომ დიზაინი ადამიანისთვის შეიძლება იყოს შეურაცხმყოფელი და ჰქონდეს რაიმე სიმბოლური დატვირთვა.

,

"დავა არის დიზაინებზე: "სამეფო კარის თამაშები ძლევაი საკვირველი", რომელიც მონარქთა კოლექციის ნაწილია და კიდევ ჯგუფ "პანდას" ინტელექტუალურ საკუთრებაზე, დიზაინზე "ჩამოვკრავდი მაგრამ ნათლისღებაა", რომელიც არ ყოფილა გაყიდვაში და მხოლოდ პოსტერია", - ამბობს აიისას მფლობელი.

.

აიისას პრეზერვატივების შეფუთვის გამო თბილისის მერიას ჰომოფობიური და ქსენოფობიური განცხადებების მქონე პარტია ქართულმა იდეამ მიმართა. პარტიაში მიიჩნევდნენ, რომ შეფუთვაზე გამოსახული ორთითზეწამოცმული პრეზერვატივი მათ რელიგიურ გრძნობებს ლახავდა. ეს არგუმენტი გაიზიარეს თბილისის მერიაში და ადამინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი სასამართლოს გადაუგზავნეს.

1
646
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
646
  
2021, 14 თებერვალი, 22:07
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

0 1 1