x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134340
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
რატომ ჰყავდა ჰიტლერს 15 ახალგაზრდა ქალი პირად შტატში... და სხვა საინტერესო ფაქტები
1. აშშ-ში არ არსებობს სახელმწიფო ენა

image


ამერიკის შეერთებული შტატები ინგლისის, საფრანგეთის და ესპანეთის კოლონიების საფუძველზე შეიქმნა და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ინგლისურ ენაზე საუბრობს, ის ოფიციალურად აღიარებული არ არის.


2. ჰიტლერს პირად დაქვემდებარებაში 15 გოგონა – დეგუსტატორი ჰყავდა


ფიურერს ისე ეშინოდა მოწამვლის, რომ მას ახალგაზრდა გოგონების მთელი შტატი ემსახურებოდა, რომლებსაც მისთვის მირთმეული ყველა კერძი უნდა დაეგემოვნებინათ.


3. ვალუტა სახელით – «დაე, გაწვიმდეს»


image


ბოტსვანას ვალუტას «პულა» ჰქვია, რომელიც მხოლოდ ვალუტის სახელი კი არა, მისალმება და ქვეყნის დევიზი არის — ითარგმნება, როგორც «დაე, გაწვიმდეს». ამ ქვეყნის უდაბნოს რეგიონებს წვიმა, მართლაც რომ ყოველთვის საჭიროა.


4. დედამიწაზე უფრო მეტი ხე-მცენარეა, ვიდრე ვარსკვლავი ჩვენს გალაქტიკაში


ამჟამად, მათი რიცხვი თიტქმის 3 ტრილიონია. ხოლო, თითოეულ ადამიანზე, საშუალოდ, 420 ხე მოდის.


5. ნიკოლა ტესლამ ერთხელ დაჭრილი მტრედი მოარჩინა

image


მან მტრედის მკურნალობაზე და მისთვის სპეციალური მოწყობილობის შექმნაზე, რომელსაც ფრინველი საჭირო მდგომარეობაში უნდა დაეფიქსირებინა, თითქმის, 2000 დოლარი დახარჯა. «მე ის მიყვარდა, მას კი, მე, — ყვებოდა ამ შემთხვევის შესახებ მეცნიერი, — ვიდრე მასზე ვზრუნავდი, ჩემს ცხოვრებას აზრი ჰქონდა».


6. ატომების 98%, რომლისგანაც ჩვენი სხეული შედგება, განსხვავდება გასული წლის ატომებისგან


ადამიანის ორგანიზმს მხოლოდ ერთი წელი ესაჭიროება, რომ ატომების დონეზე აღსდგეს. ფაქტიურად, ყოველწლიურად, — ჩვენ ახალი ადამიანები ვართ.



7. «ბეჭდების მბრძანებელის» ტრილოგიას ყველაზე მეტი ჯილდო აქვს მიღებული კინომატოგრაფიის ისტორიაში

image


ამ უკვდავი რომანის ეკრანიზაციამ, 800 ნომინაციიდან, რომელზეც წარდგენილი იყო, საერთო ჯამში, 475 ჯილდო მიიღო.


8. ნიუ-მექსიკოში არჩევნების შედეგი, შეიძლება ბანქოს თამაშით გადაწყდეს


ეს შტატის კანონებშია ჩაწერილი... და 1998 წ. მსგავსი პრეცენდენტი დაფიქსირდა კიდეც: ქ. ენსტანციას მერობის პოსტზე წარდგენილმა ორმა კანდიდატმა, თანაბარი ხმების დაგროვების შემდეგ, პოკერი ითამაშეს და გამარჯვებული ამ წესით გამოავლინეს.


9. ვენტილატორი ჰაერს არ აგრილებს

image


ვენტილატორი ჰაერს არ აციებს — ის ჩვენ გვაგრილებს. მისგან გამომავალი, ჰაერის კონდენცირებული ნაკადები აორთქლებას აჩქარებს და ტენთან ერთად, ჩვენი ორგანიზმი სითბოს ნაწილსაც კარგავს. სხვათა შორის, ანალოგიურად მოქმედებს ჩვეულებრივი ქარიც — ის ტენს აორთქლებს, აგრილებს და ამავდროულად, კანის ზედაპირს აციებს.


10. ჩვენ წარმოებული საკვების ნახევარს ვყრით


საკვები პროდუქტების 30-დან – 50 %-მდე, მაღაზიის დახლებიდან და საწყობებიდან, პირდაპირ სანაგვეზე ხვდება — ასეთია 2017 წელს ჩატარებული კვლევის შედეგი.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage1. 7 პრიმიტიული გამოგონება, რომელმაც მილიონობით ადამიანის ცხოვრება შეცვალა
2. კოლუმბი პირველი არ იყო! კოკაინი და ნიკოტინი ძველ ეგვიპტეში
3. «ჰარი პოტერის» მთავარი როლის შემსრულებლები 20 წლის შემდეგ (როგორ ცხოვრობენ, რას აკეთებენ)

4. გიგანტების სამყარო. ადამიანი-გიგანტების სამარხები და არტეფაქტები საქართველოში

5. მსოფლიოს უძველესი და მითიური ცივილიზაციები

6. რატომ გაქრა ცივილიზაცია, რომელმაც პირამიდები ააშენა

0
543
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
543
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0