x
image
მადამ ფისუნია
სექსუალური თავდასხმებისგან ქალები თავს იმ თმისსამაგრით იცავდნენ, რომლის აკრძალვასაც მამაკაცები ცდილობდნენ

image1900-იანი წლების დასაწყისში ქალებს არ ჰქონდათ ისეთი რამ, როგორიცაა წიწაკის სპრეი სექსუალური მტაცებლებისგან თავის დასაცავად. მაგრამ ისინი ხელმარჯვენი იყვნენ. მაგალითად ავიღოთ ლეოტი ბლეიკერი. ახალგაზრდა კანზასელი გოგონა ნიუ იორკში ტურით იმყოფებოდა, როდესაც 23-ე ქუჩაზე მეხუთე ავენიუს გაჩერებაზე ავიდა ავტობუსში, ბლეკერმა შენიშნა კაცი, რომელიც მას უფრო და უფრო უახლოვდებოდა. ის იყო მოხუცი, ელეგანტურად ჩაცმული და "კეთილგანწყობილი გარეგნობის" მქონე კაცი. მოულოდნელად, მამაკაცი ისე მიუახლოვდა ლეოტის, ბრბოში შეერია და ჭყლეტვაში ხელის ფათური დაუწყო მას, თეძოსა და მხარზე.გოგონამ თმისსამაგრი მოიხსნა და მამაკაცი დააზიანა.

ეს თმის სამაგრი ქუდზე მაგრდებოდა.
1910 წელს ჩიკაგოს საქალაქო საბჭომ საბოლოოდ შექმნა პრეცედენტი, იმსჯელა კანონზე, რომელიც აკრძალავდა ცხრა სანტიმეტრზე მეტი სიგრძის სამაგრებს ქუდებზე. სამართალდარღვევაში მიეცემოდა ნებისმიერი ქალი არა მხოლოდ დააპატიმრებდნენ, არამედ დააჯარიმებდნენ 50 დოლარითაც. ერთ-ერთმა მხარდამჭერმა განაცხადა რომ "ხმლების" ტარების უფლება ქალებისთვის არ უნდა მიეცათ, რასაც მამაკაცთა ტაში და ოვაციები მოჰყვა. ნან დევისი, რომელიც იქ იყო ქალთა რამდენიმე კლუბის წარმომადგენლად, სთხოვა ნებართვა კომიტეტს სიტყვით გამოსვლისთვის: ”თუ ჩიკაგოს კაცებს სურთ ჰეპინები (ქუდის სამაგრებს ასე ერქვა) წაგვართვან, დაე, ქუჩები უსაფრთხო გახადონ. არც ერთ კაცს არ აქვს უფლება მითხრას, როგორ ჩავიცვა და რა ქუდი ვატარო. ”

imageimageimageimage




0
17
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0