x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ჰაეროვანი ფანქეიქები იაპონურად
image






2 ულუფა;

35 წუთი;

საჭირო პროდუქტები:


მსხვილი კვერცხი - 2 ცალი;

ხორბლის ფქვილი - 40 გრამი;

რძე - 25 გრამი;

შაქარი - 40 გრამი;

გამაფხვიერებელი - 1/2 ჩაის კოვზი;

ლიმონის წვენი - 1 ჩაის კოვზი;

მცენარეული ზეთი (გამოსაცხობად) - 1 ჩაის კოვზი;

თაფლი - გემოვნებით;




მომზადება:

კვერცხები დატეხეთ. ცილა ცალკე განათავსეთ, გული - ცალკე.

ცალკე, ღრმა ჯამში კვერცხის გული და რძე ნაწილ-ნაწილ ურიეთ, დაუმატეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი. კარგად ათქვიფეთ.

ცალკე ათქვიფეთ კვერცხის ცილა და ლიმონის წვენი. მიქსერით თქვიფეთ დაბალი სიჩქარით 2-3 წუთით, სანამ არ აქაფდება, აფუმფულდება.

3-4-ჯერ, ანუ ნელ-ნელა უმატეთ შაქარი და 3-4 წუთის განმავლობაში თქვიფეთ.

დაახლოებით 1 სუფრის კოვზი კვერცხის ცილა აურიეთ ცომში.ათვქიფეთ მასა.

გააცხელეთ ტაფა საშუალო ცეცხლზე, წაუსვით მცენარეული ზეთით, მოაშორეთ ზედმეტი ცხიმი ქაღალდის ხელსახოცით (სალფეთქით).

მაქსიმალურად დაუკელით ალს. დაასხით ტაფაზე ფანქეიქის ცომი ულუფებად, 2.5-3 სუფრის კოვზი თითოეული ბლინისათვის.

ტაფის ფსკერზე დაასხით 1-2 ჩაის კოვზი წყალი (რათა ორთქლი გამოუშვას ცხობის დროს). დაახურეთ ტაფას თავსახური და აცხვეთ ფანქეიქები დაბალ ცეცხლზე, 5-6 წუთის განმავლობაში, სანამ ცომის ზედაპირი არ გაშრება და არ შეწითლდება.

ფანქეიქები ნაზად გადაატრიალეთ მეორე მხარეს.

ტაფაზე ისევ დაასხით 1-2 ჩაის კოვზი წყალი. დააფარეთ თავსახური და აცალეთ დაახლოებით 5-6 წუთი. ფანქეიქის კიდეს შეეხეთ თითის წვერით: თუ არ გეკვრებათ, მაშინ ფანქეიქი გამომცხვარია.

სულ 6 ფანქეიქს მიიღებთ.

ჰაეროვანი იაპონური ფანქეიქები მზადაა. გადაიტანეთ თეფშზე და მიიტანეთ სუფრასთან. სურვილისამებრ, მოასხით თაფლი. გემრიელად მიირთვით.


0
29
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0