x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
პირველი მასწავლებლის როლი ჩვენს ცხოვრებაში
პირველი მასწავლებელი

ცხოვრებაში ყველაზე ძვირი მოგონებები ბავშვობის მოგონებებია, უფრო სწორად მოგონება იმის მიმართ, რომელიც უკვე წარსულშია. ამბობენ, ბავშვი დაბადებისას სუფთა ფურცელია, და ამ ფურცელზე სამუდამოდ კვალს ტოვებენ მშობლები, შემდეგ კი-მასწავლებელი. როგორც ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისი ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორია პირველი მასწავლებელი.

მახსოვს ჩემი პირველი მასწავლებელი, მახსოვს ის დღე, როცა პირველად შევედი სკოლაში. არასოდეს არ დავივიწყებ იმ სახეს, რომელიც დამხვდა, ხელზე მეჭირა და კლასში წამიყვანა. მისი სილამაზე, ჩაცმულობა ჩემთვის სულ სხვანაირი იყო, ის ძლიერ გავლენას მოახდენდა ჩემზე.

ყოველ ახალ გაკვეთილთან უფრო და უფრო მიყვარდებოდა სკოლა და ჩემი პირველი მასწავლებელი. სკოლა ჩემთვის თბილი, მეგობრული და ძვირფასი ადგილი გახდა.


ბევრი მასწავლებელი მყავდა და ნებისმიერი მათგანი ყოველთვის ახალ რამეს მასწავლიდა, მაგრამ პირველი მასწავლებელი ჩემთვის დარჩება როგორც უნიკალური და განსაკუთრებული ადამიანი. პირველი მასწავლებლის ძალა და გავლენა არავის არ ჰქონდა.

ის იყო ადამიანი, რომელიც ცხოვრების პირველ ეტაპშივე მასწავლა ადამიანობა, სხვანაირი აზროვნება, რომელიც წიგნებით არ ისწავლება.

ვამაყობ, რომ ასეთი მასწავლებელი მყავდა, და იმედი მაქვს, რომ ვიცხოვრებ ისე, როგორც მასწავლა.

ყველა მოსწავლეს ასეთი რჩევა მექნება, რომ შეაფასონ თავიანთ მასწავლებლებს, ისინი ჩვენზე ზრუნავენ და მოგვცემენ ის რაც საჭიროა ჩვენ სიცოცხლის ბოლომდე. იყავით ღირსეული მოსწავლეები.


0
88
1-ს მოსწონს
ავტორი:ერმინე მოვსესიანი
ერმინე მოვსესიანი
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0