x
image
ლანა92
მეგობრის გლოვა - ეს საოცარი ისტორია დაგარწმუნებთ, რომ ფრინველებსაც აქვთ გრძნობები

image



ერთი მერცხალი დაბლა ფრენისას მანქანას შეეჩეხა და ფრთები დაიზიანა. ამიტომაც ძალიან ცუდად გახდა. იგი გაუნძრევლად იჯდა მიწაზე, რადგან აფრენა არ შეეძლო. მეორე მერცხალმა შენიშნა გაჭირვებაში მყოფი თანამოძმე და დაიწყო ავადმყოფ მეგობარზე ზრუნვა: მოჰქონდა საკვები. ერთხელაც ნახა, რომ დაზიანებული მერცხალი მიწაზე გართხმულიყო, თავი ასფალტზე ედო და არ ინძრეოდა. ანჯღრევდა და ამაოდ ცდილობდა მეგობრის გამოფხიზლებას, მერე შეშინებულმა საზარელი კივილი მორთო, რაც კამერით დააფიქსირა ფრანგმა ფოტოგრაფმა.

მერცხალი დიდი ხანი იჯდა მობუზულად მეგობრის ცხედართან, თითქოს ემშვიდობებოდა.

image




მეგობრის უსიცოცხლო სხეულის წინ ატუზული მოწყენილი მერცხლის ფოტოები გავრცელდა თითქმის მთელ მსოფლიოში, ამერიკაში, ევროპაში აზიაში და მნახველებში უდიდესი თანაგრძნობა გამოიწვია.

image

ფრანგმა ფოტოგრაფმა მგლოვიარე მერცხლის სურათები ფრანგულ-ესპანურ გაზეთს მიჰყიდა. ამ ფოტოების დამსახურებით გამოცემამ დიდი ოდენობით გაყიდა ეგზემპლარები.

ორი მერცხლის - დაღუპული და მგლოვიარე ორი მეგობრის ისტორია კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ცხოველებსა და ფრინველებსაც აქვთ გრძნობები.

წყარო: ქართველ ემიგრანტთა გაერთიანება

0
136
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0