x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
საიდუმლო ამოხსნილია: აი, რა ემართება კაბებს წითელი ხალიჩის შემდეგ

image


ოდესმე გიფიქრიათ იმაზე რა ემართება იმ კაბებს რომელთა დემონსტრირებაც ცნობილ ადამიანებს წითელ ხალიჩაზე უწევთ? ვარსკვლავების სტილისტებმა ტანია ჯილიმ და ტარა სვენენიმ ეს პატარა საიდუმლო გაამხილეს. სწორედ ისინი აწესრიგებენ ცნობილ ადამიანებს ყოველი მნიშვნელოვანი ღონისძიების წინ და მათ იმიჯზეც საგანგებოდ ზრუნავენ, და ვინ თუ არა მათ ზუსტად იციან რა ბედი ეწევათ ხოლმე იმ კოსტიუმებს რომელსაც სელებრითები საზოგადოებაში ყოველი მორიგი გამოჩენის წინ, საგანგებოდ არჩევენ.


image


როგორც ტანია ამბობს ღონისძიების დამთავრების შემდეგ კაბა უკან იმ მოდის სახლს უბრუნდება, რომელმაც ის ვარსკვლავს მიაწოდა, უმეტეს შემთხვევაში კი, სელებრითებს მის დასაბრუნებლად 1 დღე ან 48 საათი ეძლევათ.


image


დამეთანხმეთ, რომ უცნაურია! განსაკუთრებით კი თუ იმ ფაქტს გავითვალისწინებთ რომ ეს კაბები სპეციალურად ვარსკვლავებისთვის იკერება, თუმცა როგორც ტარა ირწმუნება, სამოსი თავად დიზაინერთა პირად საკუთრებას წარმოადგენს, შესაბამისად, კაბების შემდგომი ბედიც მათივე ხელშია.


image


სხვათა შორის, ისტორიაში ყოფილა შემთხვევა, როდესაც დიზაინერმა ვარსკვლავს კაბა საჩუქრად გადასცა. მაგალითად, 2000 წელს ჯენიფერ ლოპესმა საჩუქრად ვერსაჩეს ცნობილი კაბა მიიღო, რომელშიც მან "გრემის" ცერემონიალზე ფურორი მოახდინა.


image


როგორც წესი, დიზაინერები ასეთი გულუხვი საჩუქრებით არ გამოირჩევიან, და ეს კონკრეტული შემთხვევაც ნამდვილად აღნიშვნის ღირსია.








0
194
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
194