x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134395
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
"ბიძებმა, უმოწყალოდ სცემეს ჩემი შვილი,როდესაც მისი გაუპატიურების ამბავი გაიგეს"-14 წლის გოგონას დედა
image

14 წლის გოგონას თვითმკვლელობით დასრულებული სიცოცხლე, რომელმაც საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია, გოგონას დედა, მერი რომანაძე-ცეცხლაძე თურქეთიდან საქართველოში დაბრუნდა და tv-25-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა.



ქალი საუბრობს, რომ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ თურქეთში გადავიდა საცხოვრებლად და იქვე დაოჯახდა. ყოფილი მამამთილის მოთხოვნით შეჩერებული ჰქონდა დედობის უფლება, თუმცა შვილებთან სატელეფონო კომუნიკაციას ინარჩუნებდა. მამამთილი წინააღმდეგი იყო ბავშვები დედასთან გაზრდილიყვნენ:


"ეს ფაქტი რომ მოხდა გოგონა ჩუმად მელაპარაკებოდა. სოც. მუშაკისგანაც იყო გაფრთხილებული, რომ დედას ყველაფერი მოუყევი. მისი მოთხოვნაც იყო ბავშვი გაზრდილიყო დედასთან. ჩემი მამამთილი წინააღმდეგი იყო ჩემი შვილები ჩემთან გაზრდილიყვნენ, რაც გაუპატიურების ფაქტი მოხდა მხოლოდ მაშინ მოინდომა ჩემთან გამოგზავნა, რადგან თურმე არცხვენდა ჩემი შვილი. მეუღლე რომ დამეღუპა ბავშვებს დავუნიშნე ობლობის პენსია. ამის შემდეგ მამამთილის მოთხოვნით დედობის უფლება ჩამომართვეს, თითქოს მე ცუდი მინდოდა ჩემი შვილებისთვის."



"როდესაც ექსპერტიზაზე გაიყვანეს ჩემი შვილო სხეული დალურჯებული ჰქონდა, მას სავარაუდოდ ძალადობის კვალი აღენიშნებოდა”-აღნიშნავს მერი რომანაძე.


გარდაცვლილი შვილის მონათხრობის საფუძველზე იცოდა, რომ დეკემბერში მას ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა სექსუალური ძალადობის საქმესთან დაკავშირებით.

როგორც გარდაცვლილი გოგონას დედა ამბობს, მას შემდეგ რაც ოჯახმა სექსუალური ძალადობის შესახებ შეიტყო პოლიციაში მისვლამდე მასზე ფიზიკურად ოჯახის წევრებმაც იძალადეს. მისი განცხადებით, გოგონას ბიძებმა სცემეს.

“ ბიძებმა, უმოწყალოდ სცემეს ჩემი შვილი, ესენი არიან ჩემი მამამთილის ძმისშვილები. ცემის ფაქტი მაშინ მოხდა, როდესაც გაიგეს, რომ ჩემი შვილი გააუპატიურეს, მაგათ ვერ აიტანეს ეს და უდანაშაულო ბავშვს გაისწორდნენ”, - ამბობს გარდაცვლილის დედა.

"მამამთილს ხელი რომ არ დაურტყამს, ეს ვიცი, მაგრამ ზოგადად, ის როდესაც სვამდა, ნერვული იყო ხოლმე. მან გადაწყვიტა რომ ჩვენ ამ ბავშვმა შეგვარცხვინა და დედამისთან წავიდესო. ამ სოფელში ვეღარ იცხოვრებსო".


გოგონა დედა შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმის სამართლებრივად გარკვევას ეცდება, რისთვისაც ადვოკატის აყვანასაც გეგმავს. ჟურნალისტებთან საუბარში მან თქვა, რომ მისი შვილი „იძულებული გახდა“ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა.

შეგახსენებთ, რომ ქობულეთში 14 წლის მოზარდი 10 თებერვალს ბაბუამისმა გარდაცვლილი იპოვა. როგორც გაირკვა, მასზე გასულ ზაფხულს 23 წლის მამაკაცმა იძალადა.

თავად ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახი ძალადობის ფაქტს გამორიცხავ.

ბრალდებულ ნ.ტ-ს მამა, ტელეკომპანიებისთვის მიცემულ კომენტარში ამბობს, რომ არასრულწლოვანი თვითმკვლელობამდე მისმა ოჯახმა მიიყვანა, რომ ბავშვზე თავად ბაბუამისი ძალადობდა.

"ბაბუა სისტემატიურად ძალადობდა, თვრებოდა და ძალადობდა. ეს ყველაფერი გაუმხილა ჩემს შვილს. უთხრა რომ მიშველე, გადამიყვანე მეგობართანო."-განაცხადა ბრალდბეულის მამამ.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მუხლით დაიწყო.

1
212
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
212
  
2021, 17 თებერვალი, 1:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1