x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ჰოროსკოპი: მერწყული

image(21 იანვარი-18 თებერვალი) ჰაერის ნიშანი. ორი პლანეტის, სატურნისა და ურანის მფარველობის ქვეშ იმყოფება. ხასიათი ემოციური აქვს, ბუნება - მგრძნობიარე და შთაბეჭდილებიანი, ამ ორი პლანეტიდან, პირველი, სატურნი, მერწყულის ბედისადმი მორჩილებას უნერგავს. განუხორციელებელი ოცნებები, მელანქოლია, მწუხარე მოგონებები - სატურნის ზემოქმედების ნაყოფია. ურანი კი, პირიქით, მოქმედებისა და ბრძოლის სულისჩამდგმელი პლანეტაა, სწორედ ამიტომ ხასიათდება ეს ნიშანი ორი უკიდურესობით - ერთი მხრივ, იგი სენტიმენტალისტია და მოქმედებას ოცნებას ამჯობინებს, მეორე მხრივ - ბრძოლის უნარიც, გაბედულობაცა და შესაძლებლობაც გააჩნია. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები თავიანთი ჰუმანურობით გამოირჩევიან და ახლობელთა სიყვარულსაც იმსახურებენ. სხვისი გაჭირვება ყოველთვის გულთან მიაქვთ და ყოველნაირად ცდილოვენ ბედისაგან დაჩაგრულთ ხვედრი შეუნსუბუქონ.
აღსანიშნავია, რომ ყოველ მერწყულში ზის სრულყოფილების იდეით გატაცებული გამომგონებელი. იგი გამოუსწორებელი მეოცნებეა, თანაც, როგორც წესი, მისი ოცნება ხშირად განუხორციელებელი და მიუღწეველია.
ამ ნიშნის ქვეშ დაიბადნენ ისეთი გამოჩენილი ადამიანები, როგორიც იყვნენ ედისონი, გალილეი და ჟიულ-ვერნი.
მტკიცე ხასიათის პატრონები არიან, სწრაფად ეკარგებათ საკუთარი თავის რწმენა, თავისი გასაჭირის სხვებისთვის გამხელა არ უყვართ.
ამ ნიშნის მატარებლებს დიდი წარმატების მიღწევა შეუძლიათ ფიზიკასა და ასტრონომიაში. როგორც არ უნდა უჭირდეს, დაღუპვის პირამდე მისულს, ბედი ყოველთვის მოუვლენს ხოლმე მხსნელს.
ქალი მერწყული - ისინი მართლაც მომხიბვლელები არიან. შეიძლება ითქვას, მათში რამდენიმე ქალია გაერთიანებული და აქედან მომდინარეობს მათი გადაჭარბებული განცდები და მგრძნობელობა.
ურთიერთობა სხვა ნიშნებთან: ტყუპებთან, სასწორთან და მშვილდოსანთან კავშირი მერწყულს ბედნიერებას მოუტანს...

5
2332
4-ს მოსწონს
ავტორი:რომეო
რომეო
2332
  
2017, 11 ივნისი, 12:29
მერწყული და მერწყული ერთად არა?
2012, 24 ოქტომბერი, 10:56
დიდად არ მჯერა ჰოროსკოპის, მაგრამ რაგაცეები დაებთხვაა. :)))
2012, 2 სექტემბერი, 22:27
+1
2012, 1 სექტემბერი, 17:30
არა
2012, 30 აგვისტო, 23:53
შენც მერწყული ხარ? :*
0 1 5