x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მეცნიერები:2018 წელს აღმოჩენილი პლანეტის წელიწადი 1000 წელს გრძელდება
image

მეცნიერებმა გაზომეს მანძილი პლანეტა Farfarout, -მდე, რომელიც ასტრონომებმა 2018 წელს აღმოაჩინეს.


მცირე პლანეტების ცირკულარში ახალი ობიექტი AG37 იგივე Farfarout 2018 წელს შეიყვანეს, იგი აღიარებულია მზის სისტემის ყველაზე შორეულ პლანეტად, მთლიანად დაკვირვების განმავლობაში.


ასტრონომებმა Farfarout 2018 წლის იანვარში აღმოაჩინეს Subaru-ს ტელესკოპის საშუალებით, რომელიც ჰავაის კუნძულ მაუნაკეაზეა დაყენებული. მეცნიერებს რამდენიმე წელი დასჭირდათ პლანეტის ორბიტის გამოსათვლელად და იმის დასადგენად, თუ რამდენად შორსაა იგი. გამოთვლები ჩატარდა Gemini-ის საერთაშორისო ობსერვატორიაში.


image


მიღებული მონაცემებით, მანძილი მზიდან Farfarout -მდე 132 ასტრონომიული ერთეულია.(შენიშვნა:ასტრონომიული ერთეული მიახლოვებითი მანძილია დედამიწასა და მზეს შორის)

შედარებისთვის, მაგალითად, მზიდან პლუტონამდე მანძილია მხოლოდ 39 ა.ე. Farfarout- მა ასევე გაუსწრო თავის წინამორბედ 2018 VG18 - Farout- ს, რომელიც ვარსკვლავიდან 124-ი ა.ე. დაშორებულია.

პლანეტის დიამეტრი დაახლოებით 400 კმ-ია, Farfarout მკვეთრად წაგრძელებული ორბიტა აქვს, ამიტომ პლანეტის ყველაზე შორეული წერტილია მზიდან 175 ა.ე. უახლოესი კი მხოლოდ 27 ა.ე.

მაგრამ ყველაზე საინტერესო აღმოჩენა ასტრონომებს მოგვიანებით ელოდათ. მათ დაადგინეს, რომ Farfarout-ს მზის გარშემო 1 წრის დასარტყმელად 1000 წელი სჭირდება, რა დროსაც პლანეტა ყოველ ჯერზე ნეპტუნის ორბიტალურ ზონაში ხვდება, ეს ყინულის გიგანტი იზიდავს თავის ჯუჯა მეზობელს.


კვლევის ერთ-ერთი ავტორის, ჩრდილოეთ არიზონას უნივერსიტეტის მეცნიერის, ჩად ტეუხილოს თქმით, Farfarout- ტრაექტორია დაეხმარება მეცნიერებს ნეპტუნის ისტორიის გააზრებაში. მეცნიერის ვარაუდით, Farfarout რომელიც ნეპტუნთან ძალიან ახლოს იყო, გაგდებული აღმოჩნდა მზის გარე სისტემაში.

0
89
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0