x
image
ლანა92
მათ ძალიან უყვართ ბანანი,ნესვი,საზამთრო,კენკრა და სოკო-მხიარული ფაქტები ზღარბებზე

image



ზღარბი ის საყვარელი ცხოველია, რომელსაც ზურგს უფარავს არატოქსიკური (არაშხამიანი) ეკლები. იგი შინაურ ცხოველადაც კი ჰყავთ რიგ ქვეყნებში, განსაკუთრებით აშშ-ში, რამდენადაც ბაღის მავნებლებს წარმატებით ებრძვის. ამასთანავე, ზოგიერთ შტატში ზღარბის სახლში ყოლას სჭირდება განსაკუთრებული ნებართვა, რამდენადაც იგი მიიჩნევა გარეულ ცხოველად.

ზღარბი მწერიჭამიაა, მიირთმევს მსხვილ მწერებს: ხოჭოს, ლოკოკინებს, ჭიებს.

ის, ასევე, შეექცევა ხილსა და ბოსტნეულს. ცნობილია ღამის ცხოველად, დღეს ძირითადად თავის ბუდეში, ძილში ატარებს.

მხიარული ფაქტები ზღარბზე:

ზღარბს შეუძლია ხეებზე ასვლა, ცურვა და სირბილი 4.5 კმ/სთ სიჩქარით;

ვერ იტანს ლაქტოზას და გოჭის მსგავსად, მწვავე ხმას გამოსცემს, ჭყიტინებს.

ზრდასრული ზღარბი საშუალოდ იწონის 1. 5-დან 2 კგ.-მდე, სიგრძით კი 15-დან 30 სმ-მდეა.

ზღარბი ცოცხლობს 2-დან 7 წლამდე.

ზღარბი, როგორც ცხოველის სახეობა, თავისი არსებობის ისტორიის 10 მილიონ წელს ითვლის.

ზღარბები არ ქმნიან ჯგუფებს, უყვართ მარტოხელა ცხოვრება და მხოლოდ დაწყვილების მიზნით შედიან კომუნიკაციაში თავის სახეობასთან.

ზღარბს მთელ სხეულზე აქვს 5000-დან 7000-მდე ნემსი. გამონაკლისია მუცელი და გულმკერდი.

ზღარბის ყოველი ნემსი იცვლება წელიწადში ერთხელ ახლით.

საფრთხის მოახლოებისას ზღარბი მრგვალდება, იკუმშება ბურთად, რითაც იცავს სახეს, კიდურებს, თვალებსა და მუცელს.

ზღარბის ეკლები (ნემსები) არაა შხამიანი.

არსებობს ზღარბის 17 სახეობა.ავსტრალიას არ ჰყავს ადგილობრივი ზღარბი. ახალ ზელანდიაში ის ადამიანებმა ჩამოიყვანეს.

ზღარბი ღამის ფრინველია და ცუდი მხედველობა აქვს. სამაგიეროდ, აქვს შესანიშნავი ყნოსვა, რომელიც ეხმარება ჭიის დაფიქსირებაში, თუნდაც მიწის ქვეშ.

ზღარბი იმუნურია შხამის მიმართ და ადვილად იტანს მწერების, ქვეწარმავლების კბენას. ეს ნიშნავს, რომ ზღარბს შეუძლია, სძლიოს გველს და ჭამოს ის.

ამასთანავე, ზღარბი ძირითადად მაინც იკვებება მწერებით, ლოკოკინებით, ბაყაყებით, გომბეშოებით, გველებით, ფრინველთა კვერცხებით, ლეშით, სოკოთი, ბალახით, ფესვებით, კენკრით, ნესვითა და საზამთროთი.

ზღარბს ძალიან უყვარს ბანანები.

არსებობს ცნება "ზღარბის ოლიმპიური თამაშები", რაც მოიცავს სპრინტებს, ზურგის ვარჯიშებს.

ზღარბის ახალშობილს ზღურბლი ეწოდება.

ზღარბის შვილი დაბადებისას ბრმაა და მხოლოდ 2 კვირის მერე ახელს თვალებს.

ზღურბლი (ჩვილი ზღარბი) ტოვებს დედასა და ბუდეს დაახლოებით 4-5 კვირის ასაკში.

0
82
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0