x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ბრიტანელი ინფლუენსერი საკუთარი ნაბანი წყლის გაყიდვით საარაკოდ გამდიდრდა
მიუხედავად იმისა, რომ Instagram-მა მისი ანგარიში უკვე დაბლოკა, 21 წლის ინფლუენსერი ბელა დელფინი გასაოცრად წარმატებულია.


საქმე იმაშია, რომ 2019 წელს ცნობილ მოდელს აზრად მოუვიდა, მის აბაზანაში მოგროვებული წყალი, რომლითაც ტანი დაიბანა, ბოთლებში ჩამოესხა და ფანებისთვის მიეყიდა.


“ბიზნესგეგმა” ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და მან ბელას მრავალი ათასი დოლარი მოუტანა. ბელა აქტიურია ასევე პლატფორმა OnlyFans-ზე, საიდანაც ის თვეში საშუალოდ 1, 2 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.


2015 წელს ინფლუენსერმა კარიერა იმით დაიწყო, რომ მაკიაჟის გაკეთებას ასწავლიდა თავის მიმდევრებს, თუმცა მისი ვიდეოები და ფოტოები თანდათან სულ უფრო ეროტიკული ხდებოდა. ბოლოს ინფლუენსერი პორნომსახიობად გადაიქცა.



მან Instagram-ზეც კი დაიწყო შიშველი ვიდეოების დადება, სადაც აბაზანაში ჭყუმპალაობდა, ხოლო შემდეგ ნაბან წყალს ფანებზე ყიდდა.


თუმცა, ბოლო პერიოდში ნაბან წყალს ის აღარ ყიდის, რადგან პლატფორმა OnlyFans-ს მისთვის ბევრად მეტი შემოსავალი მოაქვს.


მაგრამ ბელამ იცის, რომ მისი შემოსავლები, რაც წლიურად მილიონობით დოლარს შეადგენს, მუდმივი არ იქნება და ამიტომ პარალელურად დაჟინებით ეძებს შემოსავლის სხვა წყაროებს.


“წარმატებული ინფლუენსერების უკან ათასობით უცნობი გოგონაა, რომლებიც ჯოჯოხეთურად ბევრს შრომობენ, მაგრამ ერთ პენისაც ვერ გამოიმუშავებენ”, - თქვა ბელა დელფინმა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში.


ბელა დელფინი

0
213
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
213
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0