x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134521
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
იმპოსტერის სინდრომი

image

ყოველდღიურ ცხოვრებაში გვხვდება შემთხვევები, როცა ადამიანები განიცდიან, რომ მათ არ აქვთ იმგვარი შესაძლებლობები გარკვეული დავალებების შესასრულებლად, როგორსაც ისურვებდნენ რომ ჰქონოდათ. ეს სულაც არ ითვლება უარყოფით მოვლენად; პირიქით, ამ განცდას ძალუძს გვიბიძგოს საკუთარ თავზე მუშაობასა და მისი დახვეწისაკენ.
თუმცა მაშინ, როცა ინდივიდი მიიჩნევს, რომ დავალებული საქმის შესასრულებლად არ გააჩნია შესაბამისი კომპეტენცია, უნარები თუ ცოდნა და განიცდის, რომ მისი წარმატება მხოლოდ შემთხვევითობასა და სწორ დროს, სწორ ადგილას ყოფნითაა განპირობებული, ადგილი აქვს “იმპოსტერის სინდრომს“.
მისი ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია საკუთარი შესაძლებლობების ეჭქვეშ დაყენება და საკუთარი კომპეტენციისა თუ უნარების რეალურად შეფასების შეუძლებლობა. ამასთან ერთად, მოცემული სინდრომის მქონე ინდივიდებს ახასიათებთ მუდმივი შიში, რომ გარშემომყოფები აღმოაჩენენ მათ თვითმარქვიობას.
როგორც წესი, ისინი საკუთარ მიღწევებს არა გაწეულ ძალისხმევას, გონიერებას ან ცოდნას, არამედ ექსტერნალურ ფაქტორებს მიაწერენ, როგორიცაა იღბალი, ან სწორი დროს, სწორ ადგილას მოხვედრა.
ისინი, ვისაც მოცემული სინდრომი ახასიათებთ, მეტისმეტ მნიშვნელობას ანიჭებენ სხვების შეფასებას; ამიტომ ეშინიათ, რომ გარშემომყოფებს გაუცრუებენ იმედებს და შესაბამისად ყველა აღმოაჩენს, რომ ისინი რეალურად არარაობანი და თვითმარქვიები არიან.
ჩნდება კითხვა- რა შეიძლება იწვევდეს “იმპოსტერის სინდრომს"?
დღესდღეობით ცალსახა პასუხი არ არსებობს. თუმცა, მეცნიერები ვარაუდობენ შემდეგს:
პირველ რიგში დაფიქსირებულია, რომ იმ მშობლების შვილებს, ვისაც მათ მიმართ მაღალი მოლოდინები და შესაბამისად, მაღალი მოთხოვნები ჰქონდათ, აქვთ მიდრეკილება, გამოუვლინდეთ მოცემული სინდრომი. ამასთან ერთად, მისი გამოწვევა ცხოვრების ახალ ეტაპს, ახალ გარემოში აღმოჩენასა და ახალი როლის მორგებასაც ძალუძთ.
“იმპოსტერის სინდრომი" იმ ხალხსაც ახასიათებს, ვისაც მარტივად ეძლეოდათ დავალებების შესრულება და შესაბამისად, წარმატებას მალევე, განსაკუთრებული ძალისხმევის დატანების გარეშე აღწევდნენ;
აგრეთვე საინტერესოა, რომ იგი ინტენსიურად გვხვდება სტუდენტებშიც.

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ მოცემული სინდრომი უარყოფითად მოქმედებს ინდივიდზე. იმასთან ერთად, რომ იგი იწვევს შესრულებაზე ორიენტირებულ შფოთვასა და პერფექციონიზმს, იგი მიზეზია პროფესიული გადაწვისა და დეპრესიისა და შესაბამისად, მნიშვნელოვანია მისი დასაძლევი გზების ძიება.

0
235
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო შანგუა
ნინო შანგუა
235
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0