x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
1921 წლის 11 თებერვალს საბჭოთა რუსეთი ქვეყანაში ხუთი სხვადასხვა მიმართულებიდან შემოიჭრა
image
ზუსტად ასი წლის წინ, 1921 წლის 11 თებერვალს საბჭოთა რუსეთმა დამოუკიდებელი და სართაშორისოდ აღიარებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია დაიწყო და ქვეყანაში ხუთი სხვადასხვა მიმართულებიდან შემოიჭრა. დღევანდელი დღე მთელ ქვეყანაში უნდა აღინიშნებოდეს, 25 თებერვლის ჩათვლით ყოველდღე უნდა იმართებოდეს ღონისძიებები რადგან სწორედ დღევანდელ დღეს დაიწყო მოვლენა რომელმაც საქართველოს მე-20 საუკუნე მთლიანად მოპარა.
ამავე დროს, დღევანდელი თარიღი შესაძლებლობაა გავიხსენოთ:
• კერძოდ რა საზღვრებზე ვრცელდებოდა საქართველოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობის იურისდიქცია და ეფექტური კონტროლი 1921 წლის 10 თებერვლისთვის;
• რომ ომი დაჩქარდა იოსებ სტალინის დაჟინებული მოთხოვნით;
• რომელი ტერიტორიები გადაეცათ მეზობლებს მისი პირადი ინიციატივით: ართვინი და არდაღანი - თურქეთს, ლორეს ის ნაწილი რომელსაც 1921 წელს საქართველო აკონტროლებდა - სომხეთს, სადავო ზაქათალა, ივრისპირეთი და ყარაიას ველი დავით გარეჯის კომპლექსის მცირე ნაწილითურთ - აზერბაიჯანს ;
• რომ უკლებლივ ყველა საბჭოთა რესპუბლიკამ ესტონეთით დაწყებული და ტაჯიკეთით დამთავრებული დამოუკიდებლობა საბჭოთა საზღვრებში გამოაცხადა;
• რომ საქართველოს ყველა მთავრობა ცდილობდა გარეჯის იმ მცირე ნაწილის აზერბაიჯანისთვის გაცვლას - რის გამოც საზღვრის ის ნაწილი ჯერაც არაა შეთანხმებული;
• რომ გარეჯის მთელი ეს ამბავი ჰიბრიდული ომის კლასიკური ოპერაციაა;
• და რომ კომუნისტური პარტიის პოლიტიკური მემკვიდრე რომ დღევანდელ დღეს არ აღნიშნავს და არც იმას ამბობს ვისი ინიციატივით ჩამოეჭრა საქართველოს ეს ტერიტორიები - სამაგიეროდ მათი მმართველობის პირობებში საქართველოში სტალინის 8 ახალი ძეგლი დაიდგა, განაცხადა გიორგი კანდელაკმა სოციალურ ქსელში, მის პირად ფეისბუქ გვერდზე.
0
30
შეფასება არ არის
ავტორი:მაქს კავალერა
მაქს კავალერა
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0