x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
საუდის არაბეთში გაათავისუფლეს აქტივისტი,რომელსაც გამომძიებლები კოცნას და სქესობრივ კავშირს აიძულებდნენ
image

პოლიტიკურმა აქტივისტმა ლუჯაინ ალ-ხათულმა 1001 დღე გაატარა საუდის არაბეთის ციხეში.


იგი დააპატიმრეს იმის გამო, რომ იგი დაჟინებით მოითხოვდა საუდის არაბეთში ქალებისთვის ავტომობილის მართვის აკრძალვის გაუქმებას.


როგორც ცნობილი გახდა გამომძიებლები დაკითხვის დროს ლუიჯაინს და სხვა აქტივისტებს კოცნა აიძულებდნენ, აგრეთვე აგრეთვე სცემდნენ და აიძულებდნენ სქესობრივ კავშირს.




მისი ოჯახის თქმით, საუდის არაბეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლიტიკური აქტივისტი გაათავისუფლეს ციხიდან ოთხშაბათს, მას შემდეგ რაც თითქმის სამი წელი იჯდა ციხეში ისეთი ბრალდებით, რასაც საერთაშორისო რეზონანსი, ადამიანის უფლებების დარღვევის გამო.


ლუიჯაინ ალ-ხათლული, რომელიც საუდის არაბეთში ქალთა მართვის აკრძალვის გაუქმებას მოითხოვდა, 2018 წელს დააპატიმრეს და გასული წლის დეკემბერში "გაფართოვებული ანტიტერორისტული" კანონის თანახმად, მას ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.


image

ადამიანის უფლებათა დაცვის ადვოკატი ბარონესა ჰელენა კენედი თავის მოხსენებაში წერდა, რომ ქალთა უფლებების დამცველებს, მათ შორის ლუჯაინას, ციხეში ყოფნის დროს იძულებულებს ხდიდნენ ეკოცნათ და სქესობრივი კავშირი ჰქონოდათ გამომძიებლებთან.


მათ ასევე პორნოგრაფიის ყურებას აიძულებდნენ, ჭერზე ჩამოკიდებით ემუქრებოდნენ, სცემდნენ და ელექტროძაბვას იყენებდნენ, რაც წამების ტოლფასი იყო.



ლუჯაინმა 1 001 დღე გაატარა მარტომ საკანში.

image

მას ბრალი დასდეს ისეთ დანაშაულებებში, როგორიცაა აგიტაცია და ცვლილებები, ინტერნეტის გამოყენება არეულობის გასაღვივებლად და უცხოური ინტერესების გასატარებლად - ბრალდებები, რომლებსაც უფლებადამცველები პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.


-ლუჯაინი სახლშია !!!!!!-ასე დაწერა Twitter- ზე მისმა დამ, ლინა ალ-ხათულმა თან დაურთო ვიდეოზარის ეკრანის ანაბეჭდი.

image


0
150
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0