x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134046
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
101 რამ რაც უნდ გააკეთო სანამ ცოცხალი ხარ (ნაწილი პირველი)
imageწარმოგიდგენთ შესანიშნავ სიას იმისა თუ რა შეიძლება გააკეთო სანამ ცოცხალი ხარ. ინგლისურად ამ სიას The Buсket List ჰქვია. ქვემოთ მოყვანილი სია სინგაპურელ სელესტინა ჩაუს ეკუთვნის. იმედი მაქვს ის დაგეხმარებათ შექმნათ თქვენი სია და მიიღოთ შემართება ახალი შთაბეჭდილებებისათვის. როდესაც ამ სიას ვკითხულობდი ვფიქრობდი: "ეს მე უკვე გავაკეთე", "მიფიქრია ამაზე მაგრამ ჯერ ვერ გავბედე", "საინტერესო იდეაა, ხო არ ვცადო?". მაშ ასე წარმოგიდგენთ სიას იმისა თუ რა შეიძლება გააკეთო სანამ ცოცხალი ხარ.

1)გაემგზავრო დედამიწის ირგვლივ მოგზაურობაში.

2)ისწავლო ახალი ენა.

3)აითვისო ახალი პროფესია.


4)მიაღწიო იდეალურ წონას.

5)გაირბინო მარათონი.

6)მიიღო მონაწილეობა ტრიატლონში.

7)დაკავდე სპორტის ახალი სახეობით.

8)წახვიდე თხილამურებით სასრიალოდ.

9)ისწავლო ცხენზე ჯირითი.

10)მიატოვო სამსახური, რომალიც არ მოგწონს.

11)დაკავდე იმით, რაც ძალიან გიყვარს.

12)დაიწყო ბიზნესი იმ სფეროში, რომელიც ძალიან მოგწონს.

13)მიაღწიო ფინანსურ დამოუკიდებლობას.

14)გაიხსენო ყველა სკოლის მასწავლებელი და უნივერსიტეტის ლექტორი, დაუკავშირდე მათ და უთხრა თუ რა შეგმატეს მათ.

15)უამბო ადამიანს, რომელმაც შენზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა ამის შესახებ.

16)გახდე მასწავლებელი ვიღაცისთვის.

17)ისწოვლო უცნაური თამაში.

18)სცადო რაიმე ექსტრემალური სპორტის სახეობა.

19)აძვრე მთაზე.

20)ძალიან გააოცო ვინმე.

21)ითამაშო მნიშვნელოვანი როლი ვინმეს სიცოცხლეში.

22)გააკეთო კარგი საქმე მინიმუმ 5 უცნობი ადამიანისათვის და ამისთვის არაფერი მოითხოვო.

23)დაწერო წიგნი იმის შესახებ რაც ძალიან ბევრს ნიშნავს შენთვის.

24)გაფრინდე საჰაერო ბუშტით.

25)იმღერო საყვარელი სიმზერა აუდიტორიის წინაშე.

26)შესთავაზო დახმარება საქველმოქმედო ორგანიზაციას.

27)გაიცნო 5 ადამიანი ქუჩაში.

28)დაინახო დაისი.

29)დაინახო აისი.

30)დაინახო ჩრდილოეთის ციალი.

31)დაინახო მზის დაბნელება.

32)წახვიდე ვარსკვლავების სანახავად.

33)დარგო ხე და უყურო როგორ იზრდება.

34)გყავდეს შინაური ცხოველი.

35)სიტყვით გამოხვიდე 10 000 ადამიანის წინაშე.

36)მისწერო წერილი შენს 3 უახლოეს ადამინს და უამბო თუ რამდენად მნიშვნელოვანი არიან ისინი შენთვის.

37)მოაწყო მეგა წვეულება.

38)სრულიად შეცვალო შენი გარეგნობა: ვარცხნილობა, თმის ფერი, ჩაცმის სტილი.

39)ეწვიო ენოთეკას და ისწავლო ღვინოების გარჩევა.

40)მიხვიდე ეტიკეტის გაკვეთილზე.

41)გააცნო შენი 2 მარტოსული მეგობარი ერთმანეთს და შემდეგ მათ გადაწყვიტონ როგორ გაგრძელდება მათი ურთიერთობა.

42)წახვიდე "ბრმა" პაემანზე.

43)დაიწყო სწავლა სრულიად ახალ სპეციალობაზე.

44)ისწავლო მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა.

45)მოიგო ლატარია.

46)ისცავლო ცეკვა: სალსა, ტანგო...

47)დაეუფლო საბრძოლო ხელოვნებას.

48)წახვიდე სამოგზაუროდ მანქანით.

49)წახვიდე ლაშქრობაში და ნახო მინიმუმ 10 ადგილი.

50)ჩაალაგო ჩემოდანი და წახვიდე სრულიად დაუგეგმავ მოგზაურობაში.

გაგრძელება იქნება....

14
633
10-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
633
  
2012, 17 სექტემბერი, 21:11
მადლობა შეფასებისათვის :)
2012, 17 სექტემბერი, 21:09
ბიჭს? უკვე რა ხანია ბიჭი აღარ ვარ :)
2012, 15 სექტემბერი, 14:04
კაი სტატიები აქვს ამ ბიჭს +1
2012, 3 სექტემბერი, 19:02
ეგ ხომ ერთი კონკრეტული ადამიანის სურვილებია, შენც ადექი და ამის მიხედვით საკუთარი სია შეადგინე
2012, 2 სექტემბერი, 19:43
აქედან 20 შევასრულო და სავსებით საკმარისი იქნება.....აქ არაა გათვალისწინებული ადამიანის ინტერესები? ზოგი ისეთი რაღაცაა 100 წელი რომ ვიცოცხლო,საერთოდ არ გამიჩნდება სურვილი იმის გაკეთების...
2012, 31 აგვისტო, 20:49
კარგია თუ მოგეწონა :)
2012, 31 აგვისტო, 20:46
ra magariaaaaaa
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10