x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
'სახე ავხადე და ვნახე თვალები არ ჰქონდა"-დაღესტანში ქალმა თოჯინები მკვდარ შვილებად გაასაღა(ვიდეო)
imageდაღესტანში, ორი ახალშობილი ჩვილის დაკრძალვის დროს, ბავშვების ნაცვლად სამოსელში გახვეული თოჯინები იპოვეს.


ასე გავრცელდა რუსულ მედიაში იდუმალებით მოცილი უცნაური ისტორია "გარდაცვლილი ბავშვების" თოჯინებით ჩანაცვლების შესახებ. ეს ყველაფერი იაფფასიან საშინელებათა ფილმს ჰგავს, მაგრამ მალე გაირკვა, რომ ქალმა, რომლის ჩვილი ბავშვები საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს მოატყუა ქმარი და ყველა მისი ნათესავი - ის არ იყო ფეხმძიმედ და მრავალი თვის განმავლობაში ორსულად აჩვენებდა თავს.

მაინც რატომ გააკეთა და რამ აიძულა ქალს ეს გაეკეთებიანა?ან როგორ შეიძლება ეს დაკავშირებული იყოს კავკასიურ წეს-ჩვეულებებზე და კავკასიელ ქალების მიმარ ძლიერ ზეწოლაზე?


ამ ამბის შემდეგ, მალე ცნობილი გახდა, რომ დაუდ დაუდოვის მეუღლე ლაურა ექიმებმა გამოიკვლიეს, რომლებმაც დაასკვნეს, რომ ის არც არადროს იყო ორსულად და არც უმშობიარია.


ამის შემდეგ, ქალმა გამომძიებლებთან აღიარა, რომ მან ორსულობა მოიგონა.


მოგვიანებით გამოქვეყნდა ლაურას ჩვენება. სადაც მან აღიარა, რომ ქმარი მოატყუა. მან თქვა, რომ ორსულობის ტესტი 2020 წლის ივნისში ჩაიტარა და დადებითო აღმოჩნდა, ქალმა იჩქარა და ამის შესახებ ქმარს აცნობა, თუმცა შემდეგ ლაურა ქალთა კონსულტაციაში მოვიდა და აღმოჩნდა, რომ ტესტის შედეგი მცდარი იყო. მლორამ გადაწყვიტა აღარ ეთქვა ქმრისთვის ამის შესახებ.


"ვხედავდი, როგორ ბედნიერი იყო ჩემი ქმარი, როდესაც მან შეიტყო, რომ ორსულად ვიყავი, ამიტომ აღარ მინდოდა მისი გაწბილება ... ამ მიზეზით გადავწყვიტე მომეტყუებინა ჩემი მეუღლე და ნათესავები.. ორსულობის სიმულაციისას მე არ მქონდა მკაფიო გეგმა, ”- თქვა მან.



როდესაც ცხრა თვე გავიდა, დაუდოვმა ცოლი სტავროპოლში წაიყვანა. ისინი ჯერ ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ, შემდეგ კი ლაურას ძმასთან გადავიდნენ საცხოვრებლად.

იანვრის ბოლოს ქალმა გადაწყვიტა "ბავშვთა სამყაროში" წასვლა, რათა"თავისი ტყუპებისთვის საბავშვო საწოლი ენახა" - იქ ის იგივე თოჯინებს წააწყდა.

ქალის ჩვენებიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ რაღაც მომენტში იგი ისე შეეჩვია ორსული ქალის როლს, რომ მას მართლა სჯეროდა, რომ მას მალე შვილები შეეძინებოდა.


"დროდადრო ვგრძნობდი, რომ მუცელი მიზრდებოდა. იმედი მქონდა, რომ ორსულად ვიყავი"

ცხრა თვე გავიდა და სიცრუის დამალვა უკვე შეუძლებელი იყო - ლაურამ დაიწყო ფიქრი, რა უნდა გაკეთებინა ამის შემდეგ.

2 თებერვალს მან ნათესავებს უთხრა, რომ საავადმყოფოში წავიდოდა, მაგრამ ნათესავებს თან გაყოლის უფლება არ მისცა - მან მიზეზად კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები მოიშველია.


ის ტაქსით მივიდა სამედიცინო ცენტრში და იქ, სკამზე ჩამოჯდა, ცოტა ხანი ფიქრის შემდეგ იპოვა დღიური ბინა ქირით, სადაც 7 დღის განმავლობაში ცხოვრობდა.

ამ დროს ისევ გაახსენდა მას მაღაზიაში ნანახი თოჯინები, დაბრუნდა და იყიდა. ნაქირავებ ბინაში ქალი "თოჯინებს პერანგემს და ქვეშაგებს აცმევდა და ისე ექცეოდა როგორც ნამდვილ შვილებს".

9 თებერვალს ლაურამ გადაწყვიტა სახლში დაბრუნებულიყო. მან თოჯინები საფენებში გაახვია, ქვიშით აავსო, რომ უფრო დამძიმებულიყვნენ და ტაქსი გამოიძახა. სახლში მან ნათესავებს უთხრა, რომ ტყუპები დაიბადნენ, მაგრამ გარდაიცვალნენ.

"”სისხლდენა თავის ტვინში. ანევრიზმა. ანუ ის ნებისმიერ დროს საათის ბომბს ჰგავს ... ანუ მისი შემოწმება შეუძლებელია “, - ასე უთხრა დაუდოვს ცოლმა.

image

ამ ამბის მედიაში გახმაურების შემდეგ განცხადება გააკეთა სტავროპოლის ოლქის ხელმძღვანელმა ვლადიმირ ვლადიმიროვმა. მან სიტუაციას "ძალიან უცნაური" უწოდა და პირობა დადო, რომ პირადად გამოიძიებდა ინციდენტს.

”აქ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ ყოფილა მკვდრადშობადობა, ჩვილების გარდაცვალების შემთხვევები... და ტყუპების, მით უმეტეს, რამდენადაც ვიცი, არასდროს ”, - თქვა მან. რეგიონის ხელმძღვანელმა მოუწოდა ყველას, ვინც ამ ამბავში მონაწილეობდა, ბოდიში მოიხადოს და ყველაფერს რაც მოხდა, "მომავლის გაკვეთილი" იყოს.


"ახლა ეს უკვე ოჯახის საქმეა"-დაწერა მან Instagram-ზე.


თუმცა უფლებადამცველებს მიაჩნიათ, რომ რესპუბლიკის ხელისუფლებისთვის ნაადრევია პასუხისმგებლობის მთლიანად მოხსნა. მათი აზრით სკანდალის ნამდვილი მიზეზი შეიძლება იყოს ქალებზე ზეწოლა- კავკასიური ჩვეულებები და პატრიარქალური წარმოდგენები ოჯახში ქალის როლის შესახებ.

0
309
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
309
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0