x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბიზნესმენის ერთმა საყვარელმა მეორე საყვარლის მკვლელობა შეუკვეთა
image

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გახსნა გახმაურებული საქმე-ქორეოგრაფის და ცეკვების სკოლის დამფუძნებლის 30 წლის ნატალია პრონინას მკვლელობა, რომელიც გასული წლის დეკემებერში მოხდა, მკვლელი მსხვერპლს სახლის შესასვლელთან ელოდა, რა დროსაც ახალგაზრდა ქალს სახეში ესროლა.


ამ დანაშაულის შემკვეთი, როგორც აღმოჩნდა, ქალი იყო. მიზეზი კი ბანალური ეჭვიანობა.
image
გამოძიების ვერსიით, დანაშაულის შემკვეთი აღმოჩნდა - ფსიქოლოგი ელენა სოსნოვსკაია -რომელიც ცოლიანი მამაკაცის, მოსკოველ მსხვილ ბიზნესმენის საყვარელი იყო (იგი საქმეში მონაწილეობს როგორც მოწმე და მისი სახელი არ გახმაურებულა).


სოსნოვსკაიამ შეიტყო, რომ მის საყვარელს ურთიერთობა კიდევ სხვა ქალთან ჰქონდა-ეფექტურ, მასზე უფრო ახალგაზრდა ცეკვის მასწავლებელთან.ქალმა გადაწყვიტა მეტოქის მოშორება.


image

image

მან ახლობელს მიმართა თხოვნით, რომ მოეწყო პრონინას მკვლელობის ორგანიზება, რა დროსაც სანაცვლოდ დაჰპირდა 200 ათასი მანეთს და პლუს უცხოურ ავტომობილს.

ახლობელი დათანხმდა, შეიძინა იარაღი, ჰილზები და თავის მხრივ კილერად აიყვანა თავისი ჩეჩენი ნაცნობი, რომლებიც ერთ დროს მშენებლობაზე ერთად მუშაობდნენ.


მკვლელობა მოხდა გასული წლის 23 დეკემბერს, მოსკოვში, პროფკავშირების ქუჩაზე. მკვლელი მსხვერპლს თავისი სახლთან, ეზოში ელოდა და როდესაც იგი სადარბაზოს კარს მიუახლოვდა, თავში ესროლა. დანაშაულის ადგილის დატოვების შემდეგ კილერმა პისტოლეტი გადააგდო.


პოლიციამ იპოვა იარაღი და მასზე თითის ანაბეჭდის მიხედვით, მიაგნეს დამნაშავეს, რომელმაც შემდგომ დამკვეთი დაასახელა, -ელენა სოსნოვსკაია.

image

აღმოჩნდა, რომ საქმეში კიდევ რამდენიმე ადამიანი ფიგურირებდა, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში სწავლობდნენ დაზარალებულის დღის განრიგს და გადაადგილების მარშრუტებს. დანაშაულში მონაწილე ეჭვმიტანილები დააკავეს.

image

სულ ექვსი ადამიანი, შემკვეთის ჩათვლით. ჩერემუშკინსკის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში 2021 წლის 23 მარტამდე იქნებიან.


0
306
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
306
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0