x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ბოლო დროს მიღებული კანონები ქალთა უფლებების შესახებ საუდის არაბეთში

image საუდის არაბეთი წლების მანძილზე მრავალ რეგულაციას უწესებდა ქალებს, ბევრი რამ ეზღუდებათ მათ და რასაც აკეთებენ უმეტესწილად მათი მეთვალყურე მამის, ძმის, ქმრის ან რომელიმე სხვა მამაკაცი ნათესავის ნებართვით და თანხლებით.

ბოლო დროს მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა საუდის არაბეთის ახალგაზრდა პრინცის მოჰამენ ბინ სალმანის მიერ კანონებში, რის საფუძველზეც ქალთა როლი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მის მიერ წარმოდგენილ 2016 წლის ეკონომიკური გარდაქმნის პროგრამაში, სახელწოდებით „ხედვა 2030“.


ხმის უფლება

image
პროგრამის ფარგლებში და განსაკუთრებით 2018 წლიდან მრავალი ცვლილება განხორციელდა საუდის არაბეთში, თუმცა ჯერ ოდნავ ადრეული პერიოდი მინდა განვიხილო, საიდანაც დაიწყო ეს ძირეული გარდაქმნები - 2015 წლის არჩევნები საუდის არაბეთში.

ქვეყნის ისტორიაში პირველად 2015 წელს ქალებმა მოიპოვეს როგორც ხმის მიცემის უფლება, ასევე არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წარედგინის საშუალება. საუდის არაბეთში მცხოვრებ ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჯერ კიდევ მეფე აბდულამ მისცა. ხოლო 2013 წელს მან საუდის არაბეთის საკონსულტაციო ასამბლეაში 30 ქალი დანიშნა.


დასაქმება

რაც შეეხება კონკრეტულად დასაქმების საკითხს, ქალებს მუშაობის უფლებაimage
მიენიჭათ, ისეთ ადგილებშიც კი როგორიცაა რესტორნები და კაფეები. ამ ახალ პროექტს თავად საუდის არაბეთის პრინცესა ნურა ნიბტ მოჰამადი ჩაუდგა სათავეში. მნიშვნელოვანია, რომ დამსაქმებლები ბევრ სექტორში ქალებისა და კაცებისთვის ცალ-ცალკე სამუშაო სივრცეები დაყოფილი.

ცნობილია ისიც, რომ ქალთა დასაქმების პროპაგანდის მიზნით 2018 წლის თებერვალში ერთი ქალბატონი დაინიშნა შრომისა და სოციალური განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე.


პროექტის ფარგლებში “ხედვა 2030" მოჰამენ ბინ სალმანმა გამოსცა ბრძანება, რომელიც ქალებს ანიჭებს მეურვე მამაკაცების თანხმობის გარეშე, განათლების ან სამედიცინო დახმარების მიღების უფლებას.


მანქანის მართვის უფლება


image
რაც შეეხება სულ ახლახანს მიღებულ კანონებს, დავიწყებ მანქანის მართვის უფლების მოპოვებით. წლების მანძილზე საუდის არაბეთი ერთადერთი ქვეყანა იყო, სადაც ქალებს არ შეეძლოთ მანქანის მართვა, თუმცა დღესდღეობით უკვე ახალი რეალობა დგას. 2018 წლის ივნისში ახალი კანონი შევიდა ძალაში და დღეს უკვე თავისუფლად შეუძლიათ მანქანის მართვა ქალებს. საუდის არაბეთის პრინცის ეს ინიციატივა, მეტწილად განპირობებულია ქალთა დასაქმების რიცხვის ზრდით, რადგანაც ისინი საჯარო ტრანსპორტით არ სარგებლობენ, მათ აქვთ უფლება გადაადგილდნენ მხოლოდ პირადი მძღოლითა და მანქანით ან ტაქსით, ასევე ფეხით და მათ გვერდით ხშირშემთვევაში მათი მეთვალყურე მამაკაცი უნდა იყოს.


მოგზაურობის უფლება

image
შემდეგი რეფორმა, რომელიც 2018 წელს განხორციელდა არის მოგზაურობის უფლება. ქალებს ამ დრომდე მხოლოდ მეუღლის, მამის ან სხვა მეთვალყურე მამაკაცის თანხლებით შეეძლოთ მოგზაურობა, მაგრამ ეს კანონიც შეიცვალა. საუდის არაბეთში ქალებს დამოუკიდებლად მოგზაურობის უფლება მიეცათ. სრულწლოვან ქალებს საზღვარგარეთ სამოგზაუროდ წასვლისთვის ვიზის განაცხადის შევსება უკვე მეურვე მამაკაცის თანხლების გარეშეც შეუძლიათ.


სპორტი და ვარჯიშის უფლება

მნიშვნელოვანია სპორტის საკითხი ქალებისათვის, რადგან მუსლიმი სასულიეროimage
პირები ხშირად გამოთქვამდნენ აზრს რომ ქალი, რომელიც ფიზიკურად ვარჯიშობს უწესოდ ითვლება, თუნდაც ამას საჯაროდ ან კაცების დასანახად არ აკეთებდეს. მიუხედავად ამისა, საუდის არაბეთის განათლების სამინისტრომ გასული წლის ივლისში გამოაცხადა, რომ საჯარო სკოლებში დაიწყებოდა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილები გოგონებისთვისაც და მართლაც 2020 წლიდან უკვე გოგონებიც ვარჯიშობენ სპეციალურად მათთვის გამოყოფილ სტადიონებზე.

image
აქვე უნდა ითქვას რომ 2012 წელს სამეფომ პირველად გაგზავნა სპორსტმენი ქალები ოლიმპიურ თამაშებზე, მათი რაოდენობა საკმაოდ მცირე იყო ორი, თუმცა ახალგაზრდა ქალბატონების რიცხვი ოთხამდე გაიზარდა 2016 წლის ოლიმპიადაზე.

2018 წლამდე ქალებს არც სტადიონებზე დასწრების და თამაშისთვის თვალყურის დევნების უფლება ჰქონდათ.image
ახალი რეფორმის თანახმად სამ დიდ ქალაქში, ერ-რიადში, ჯიდდაში და დამამში სპეციალურად მოაწყვეს სტადიონები, დამონტაჟდა მონიტორები, სპეციალური კაფეები, რესტორნები და დაემატა სივრცეები ქალებისთვის და წყვილებისთვის, სადაც მეუღლესთან ერთად შეძლებელ ქალები დასწრებას.


სამართლებრივი და სამხედრო უფლებები


საოჯახო საკითხების მიმართ კიდევ უფრო დიდ დისკრიმინაციას აწყდებოდნენ ქალები, რაც ბოლო ხანებში მცირედ შემსუბუქდა. მაგალითად, მათ სჭირდებოდათ მამაკაცი მეურვის თანხმობა ქორწინებაზე ან სასამართლოს დადგენილება, რომ დაქორწინდნენ მეურვის თანხმობის გარეშე. ხოლო ახალი კანონის თანახმად, საუდის არაბეთის მოქალაქე ქალებს ქორწინების ან განქორწინება დამოუკიდებლად შეუძლიათ. თუმცა მეურვის წინააღმდეგობის დროს, სასამართლო აფასებს ამ კონკრეტული მეურვის როლს და სიტუაციას, თუ რამდენად არის შესაძლებელი დაშვებულას სცნოს ქორწინება. 2018 წლის განმავლობაში

image

72 შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც სასამართლომ მამაკაცი მეურვის წინააღმდეგობის მიუხედავად წყვილს ქორწინების ნებართვა მისცა.

ამასთანავე ქალებს შვილის დაბადების მოწმობების დამოუკიდებლად რეგისტრირების საშუალება მიეცათ.

რაც შეეხება სექსუალური შევიწროვების წინააღმდეგ კანონს 2018 წლის 29 მაისს მინისტრთა საბჭომ გარკვეული ცვლილებები შეიტანა, რომელთა მიხედვითაც მაქსიმალური სასჯელის ზომად დაწესდა ხუთწლიანი პატიმრობა და 300 000 რიალის ოდენობის ჯარიმა, რაც თითქმის 80 000 ამერიკული დოლარი არის.

თავად სექსუალური შევიწროვების ინციდენტების შესახებ სტატისტიკურიimage
მონაცემები არ გავრცელებულა, თუმცა გასული წლის 8 აგვისტოს პროკურორმა განაცხადა, რომ მსგავსი ფაქტების შესახებ განაცხადების რაოდენობა მცირე იყო, რასაც ახალ კანონს უკავშირებდა.

საუდის არაბეთში ხელისუფლებამ ქალებს შეიარაღებულ ძალებში მსახურების უფლებაც მისცა. ამიერიდან ქალებს არმიის ყველა შენაერთში ექნებათ მუშაობის უფლება: რიგითი, კაპრალი, უმცროსი თუ უფროსი სერჟანტის რანგში.image
ქალთა უფლებების შესახებ მიღებული ახალი კანონები საუდის არაბეთში ცხადჰყოფს, რომ სამეფო გეგმაზომიერად მიჰყვება დასახულ მიზნებს და ცდილობს ფეხი აუწყოს თანამედროვე სამყაროში მიღებულ კანონებს ქალების ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტეგრირების კუთხით.

0
17
შეფასება არ არის
ავტორი:თამმარ თედიაშვილი
თამმარ თედიაშვილი
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0