x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
ყველაზე აქტუალური და საინტერესო სასაჩუქრე იდეები ვალენტინობის დღისთვის
image


სიყვარულის დღე ახლოვდება და სულ უფრო ცოტა დრო გვრჩება საყვარელი ადამიანისთვის სასიამოვნო და ორიგინალური საჩუქრის შესარჩევად.


სხვადასხვა მაღაზია ვალენტინობის დღისთვის ფასდაკლებებს და აქციებს გვთავაზობს, რაც საკმაოდ მიმზიდველია, თუმცა საბოლოო ჯამში, ორიგინალური საჩუქრის შერჩევა მაინც სტრესულია-ხოლმე.


ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე იდეას, რომელიც 14 თებერვლამდე არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ:



წყვილის გასაფერადებელი პორტრეტი


როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში, ვალენტინობის დღისთვის ამგვარი საჩუქარი დიდი პოპულარობით სარგებლობს. გასაფერადებელი პორტრეტის დამზადება მხოლოდ წყვილის ფოტოსურათის გამოყენებით არის შესაძლებელი.


image


რაც მთავარია, მისი გაფერადების პროცესი ძალიან სახალისო და სასიამოვნოა, თქვენ მიერ შექმნილი პორტრეტი კი სასიამოვნო მოგონებებს გაგახსენებთ.


ვალენტინობის დღის თემატიკაზე შექმნილი სამკაულები


რამდენად ბანალურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ეს იდეა „უკვდავია“, რადგან ქალებისთვის ყოველთვის სასურველ საჩუქრად რჩება. მამაკაცების შემთხვევაში კი უფრო ნაკლებად.


image


ვალენტინობის თემატიკაზე შექმნილი სამკაულების არჩევანი საკმაოდ ფართოა და ბიუჯეტისა და გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ შეარჩიოთ.


ჰუდი


2020-2021 წლის ყველაზე პოპულარული სამოსი - ჰუდი, ვალენტინობის დღისთვისაც საკმაოდ აქტუალურია. წინ თებერვლისა და მარტის ცივი დღეები გველოდება, ამიტომ სადა ან საინტერესო ვიზუალებით დაპრინტული ჰუდით საყვარელ ადამიანს განწყობას აუცილებლად შეუქმნით. თითქმის ვერ ნახავთ ადამიანს, ვისაც ასეთი საჩუქარი არ გაუხარდება. სხვადასხვა საინტერესო თემატიკით დაპრინტულ, სადა, მაღალი ხარისხის ჰუდებს კი Favshop.ge-ზე იპოვნით.


image


შოკოლადში ამოვლებული მარწყვის თაიგული


ეს უგემრიელესი ტკბილეული რომანტიკულ საჩუქართან ასოცირდება არამარტო ვალენტინობის დღეს, არამედ სხვა, ჩვეულებრივ დღეებში.


image


თუ გსურთ, რომ საჩუქარი უფრო მრავალფეროვანი გახადოთ და ადრესატზე სასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინოთ, ასეთი თაიგული ნამდვილად დაგეხმარებათ.


თავის მოვლის ნაკრები


თავის მოვლის ნაკრები ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საჩუქარია, თუმცა ის არასდროს არის ზედმეტი.


image


ამგვარი საჩუქრის შერჩევისას უმჯობესია, ყურადღება გავამახვილოთ ნაკრებებზე, რომლის შეფუთვაც სპეციალურად ვალენტინობის დღისთვის არის შექმნილი. საყვარელ ადამიანზე ასე უფრო სასიამოვნო შთაბეჭდილებას დავტოვებთ.


მოსახერხებელი დამტენი საათი


image


ასეთი საჩუქარი ორიგინალურობაში ნამდვილად ჩაგეთვლებათ და საყვარელ ადამიანსაც კომფორტს შეუქმნის. ბევრი ჩვენგანის ჩვევაა ტელეფონის მაღვიძარასთან დადება, თუმცა ხანდახან მისი დატენვა გვავიწყდება და დილით ვეღარ ვასწრებთ-ხოლმე.


ამ პრობლემას დამტენი საათი მოგვიგვარებს, რომელსაც ტელეფონი უბრალოდ ზემოდან უნდა დავადოთ.


კერამიკის ყავის ჭიქები


კერამიკის ჭურჭელი ბოლო პერიოდში „ინსტაგრამმა“ კიდევ უფრო პოპულარული გახადა. განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა ვინტაჟურ ჭიქებზე, ამიტომ ამგვარი საჩუქარი წელს საკმაოდ აქტუალურია.


image


გარდა ამისა, პოპულარობით სარგებლობს თანამედროვე დიზაინის ყავის სპეციალური ჭიქები, რომელიც დილას კიდევ უფრო კომფორტულს და სასიამოვნოს ხდის.


საღამური


სატინისა და ბამბის საღამურები წელს ყველაზე აქტუალურია. დროის უმეტეს ნაწილს სახლში ვატარებთ, ამიტომ კომფორტული სამოსზე მოთხოვნა საკმაოდ გაიზარდა.


image


მოთხოვნის ზრდასთან ერთად, ბაზარზე მაღალი ხარისხის საღამურების საკმაოდ ფართო არჩევანია და კონკურენციის გამო, ფასებიც მისაღები, ამიტომ საყვარელი ადამიანის გახარება არ გაგიჭირდებათ.



0
26
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0