x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
უკვე დღეიდან გურამ გეგეშიძის 6-ტომეულის პირველი ტომი ჟურნალ „გზასთან“ ერთად
image


თა­ნა­მედ­რო­ვე კლა­სი­კო­სი მწერ­ლის, გუ­რამ გე­გე­ში­ძის, 6-ტო­მე­უ­ლის პირ­ვე­ლი ტომი მკი­თხველ­თან შე­სახ­ვედ­რად მზად არის. უკვე დღე­ი­დან მის შე­ძე­ნას ჟურ­ნალ „გზას­თან“ ერ­თად შეძ­ლებთ. წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სია10 ლარი, ჟურ­ნალ­თან ერ­თად - 12 ლარი.


გუ­რამ გე­გე­ში­ძის 6-ტო­მე­ულ­ში ცნო­ბი­ლი მწერ­ლის ძვირ­ფა­სი შე­მოქ­მე­დე­ბა ერ­თი­ან­დე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 6-ტო­მე­ულს გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“ უკვე მე­ო­რედ გა­მოს­ცემსდა მკი­თხველს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ჟურ­ნალ­თან ერ­თად, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ცი­ით, შე­ი­ძი­ნოს თა­ნა­მედ­რო­ვე კლა­სი­კო­სი მწერ­ლის წიგ­ნე­ბი. ყო­ვე­ლი ტომი 2 კვი­რა­ში ერთხელ ჟურ­ნალ „გზას­თან“ ერ­თად გა­მო­ვა.


პირ­ველ ტომ­ში შე­სუ­ლია გუ­რამ გე­გე­ში­ძის ორი რო­მა­ნი - ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ად­რე­უ­ლი წიგ­ნი „ცოდ­ვი­ლი“ და მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ქმნი­ლე­ბა „სტუ­მა­რი“, მე­ო­რე ტომი ნო­ვე­ლებ­სა და მო­თხრო­ბებს ეთ­მო­ბა, შემ­დეგ ტო­მებ­ში კი გუ­რამ გე­გე­ში­ძის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პანო - ტეტ­რა­ლო­გია „ქარ­თლის ჭირი“ შე­ვი­და. ამ ქუდ­ქვეშ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოთხი რო­მა­ნი - „ხმა მღა­ღა­დებ­ლი­სა“, „სის­ხლის წვი­მე­ბი“, „ნაც­რის კოშ­კი“ და „ცე­ცხლის­ქ­რო­ბა“ – XIX სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან XX-ის მი­წუ­რუ­ლამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ამ­სახ­ვე­ლი, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მხატ­ვრუ­ლი მა­ტი­ა­ნეა.



რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, პირ­ველ ტომ­ში მწერ­ლის ორი რო­მა­ნი ერ­თი­ან­დე­ბა: „ცოდ­ვი­ლი“ და „სტუ­მა­რი“. რო­მან­თა მთა­ვა­რი თე­მი­სა და მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ წიგ­ნის რე­დაქ­ტო­რი მა­ნა­ნა ჯა­ნე­ლი­ძე გვე­სა­უბ­რა: „ცოდ­ვი­ლის“ მთა­ვარ პერ­სო­ნაჟს, ვა­მეხ გუ­რა­მიშ­ვილს, ბე­დის­წე­რამ თუ შემ­თხვე­ვი­თო­ბამ ძმის უნებ­ლიე მკვლე­ლის ტრა­გი­კუ­ლი ბედი არ­გუ­ნა. ამის შემ­დეგ იწყე­ბა ვა­მე­ხის ცხოვ­რე­ბა­ში სა­კუ­თა­რი თა­ვის შეც­ნო­ბის, ცხოვ­რე­ბის საზ­რი­სი­სა და და­ნა­შა­უ­ლის გა­მოს­ყიდ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბის ძი­ე­ბა. რო­მა­ნის ეთი­კურ-ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და მხატ­ვრულ-ფი­ლო­სო­ფი­უ­რი მო­ტი­ვე­ბის ნა­წი­ლი სწო­რედ ამ ბიბ­ლი­უ­რი ცოდ­ვის გარ­შე­მო ტრი­ა­ლებს.


არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სოა გუ­რამ გე­გე­ში­ძის მე­ო­რე რო­მა­ნი - „სტუ­მა­რი“. აქ მწე­რალ­მა კი­დევ ერთხელ და­ა­ფიქ­რა მკი­თხვე­ლი ცხოვ­რე­ბის საზ­რის­ზე, ადა­მი­ა­ნუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბებ­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე. სტუ­მა­რი თა­ვად რო­მა­ნის მთა­ვა­რი გმი­რი თარ­ხუ­ჯია, რო­მე­ლიც ამ ქვეყ­ნად თავ­სუ­ცხოდ, სტუმ­რად გრძნობს; მის­თვის რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა ცხოვ­რე­ბის ის სტი­ლი, რო­მე­ლიც მისი ნაც­ნობ-მე­გობ­რე­ბის­თვის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. რად­გან თარ­ხუ­ჯი ვერ ეგუ­ე­ბა სი­ნამ­დვი­ლეს და სა­კუ­თარ თავს ვერ პო­უ­ლობს, დე­და­ქა­ლაქს ტო­ვებს...“– აღ­ნიშ­ნავს მა­ნა­ნა ჯა­ნე­ლი­ძე.


ამ­დე­ნად მკი­თხვე­ლის წი­ნა­შეა თა­ნა­მედ­რო­ვე კლა­სი­კო­სი მწე­რა­ლი, რომ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბას ყვე­ლა ქარ­თვე­ლი უნდა იც­ნობ­დეს.


შე­გახ­სე­ნებთ, გუ­რამ გე­გე­ში­ძის6-ტო­მე­უ­ლის­პირ­ვე­ლი ტომი დღეს ჟურ­ნალ „გზას­თან“ ერ­თად­გა­მო­ვი­და.წიგ­ნისს­პე­ცი­ა­ლუ­რი­ფა­სია10 ლარი, ჟურ­ნალ­თა­ნერ­თად - 12 ლარი.


იკი­თხეთ „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში და პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის ჯი­ხუ­რებ­ში მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით.



0
36
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0