x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
რატომ დატოვა "ჩუქუროვა" მთავარმა გმირმა - რეალური სასიყვარულო სამკუთხედი, თუ კარიერის გამო გადადგმული ნაბიჯი: როგორია "ილმაზის" ცხოვრება კადრს მიღმა
image


"ერთხელ ჩუ­ქუ­რო­ვა­ში“ ბოლო დრო­ის ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი და რე­ი­ტინ­გუ­ლი თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლია. თურ­ქეთ­ში სე­რი­ა­ლე­ბის რე­ი­ტინ­გე­ბის შკა­ლა­ზე ის უკვე თვე­ე­ბია პირ­ვე­ლო­ბას არა­ვის უთ­მობს.


აღ­ნიშ­ნუ­ლი სე­რი­ა­ლი დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს სა­ქარ­თვე­ლო­შიც. ბევ­რის­თვის ამო­უხ­სნე­ლია, თუ რა­ტომ იპყრობს ის სა­ზო­გა­დო­ე­ბის საკ­მა­ოდ დიდი ნა­წი­ლის ყუ­რა­დღე­ბას, თუმ­ცა ფაქ­ტი ერ­თია, ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი ყო­ველ დღე ინ­ტე­რე­სით ელის ახალ ეპი­ზოდს და სა­სიყ­ვა­რუ­ლო სამ­კუ­თხე­დის ამ­ბის გაგ­რძე­ლე­ბას.


image



"ჩუ­ქუ­რო­ვას“ ფა­ნე­ბის ნა­წი­ლი ახლა ძა­ლი­ან დამ­წუხ­რე­ბულ­ნი და იმედ­გაც­რუ­ე­ბულ­ნი არი­ან, რად­გა­ნაც სე­რი­ა­ლი ერთ-ერ­თმა მთა­ვარ­მა გმირ­მა, ილ­მაზ­მა და­ტო­ვა. ზო­გი­ერ­თის­თვის მის გა­რე­შე სა­ტე­ლე­ვი­ზიო შოუ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლიც კია.


რე­ა­ლუ­რად კი საქ­მე ისაა, რომ ილ­მა­ზის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელს, მსა­ხი­ობ უღურ გუ­ნეშს კონ­ტრაქ­ტი ამო­ე­წუ­რა და მან თა­ვად აღარ ისურ­ვა სე­რი­ალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა. მისი სიკ­ვდი­ლი სცე­ნა­რით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი არ იყო, თუმ­ცა რად­გა­ნაც გუ­ნეშს წას­ვლა სურ­და, სცე­ნა­რის­ტებ­მა მისი გმი­რი სე­რი­ა­ლი­დან ასე - სიკ­ვდი­ლით გა­იყ­ვა­ნეს.


image


მსა­ხი­ო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას თურ­ქულ ყვი­თელ პრე­სა­ში არა­ერ­თი სკან­და­ლუ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ზო­გი­ერ­თის აზ­რით, უღურ გუ­ნეშს ურ­თი­ერ­თო­ბა და­ე­ძა­ბა სე­რი­ა­ლის ერთ-ერთ ვარ­სკვლავ­თან, მსა­ხი­ობ ქე­რემ ალი­შიქთან, რო­მე­ლიც სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­შია ზუ­ლე­ი­ჰას რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელ­თან. პრე­სა­ში წე­რენ, რომ და­ძა­ბუ­ლო­ბის მი­ზე­ზი რე­ა­ლუ­რი სა­სიყ­ვა­რუ­ლო სამ­კუ­თხე­დია. ყვი­თე­ლი პრე­სის თა­ნახ­მად, ილ­მაზს ჰი­ლალ ან­თილ­ბი­ლე­ქი (ზუ­ლე­ი­ჰას რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი) რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­შიც მოს­წონ­და.


image


თა­ვად მსა­ხი­ო­ბი ყო­ვე­ლი­ვეს უარ­ყოფს და ამ­ბობს, რომ ეს მე­დი­ის მიერ შე­თხზუ­ლი ჭო­რია, სი­ნამ­დვი­ლე კი ისაა, რომ უბ­რა­ლოდ აღარ სურ­და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თსა და იმა­ვე პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და რომ მის კა­რი­ე­რა­ში ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ვის დრო დად­გა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ უღურ გუ­ნე­შის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი მალე ახალ სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექტს ნა­ხა­ვენ. ის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს ახალ სე­რი­ალ­ში სა­ხე­ლად "Kanunsuz Topraklar", რო­მე­ლიც თურ­ქუ­ლი არ­ხის, Fox-ის ეთერ­ში გავა.




0
535
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
535
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0