x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
"2 წელი ვიყავით ერთად, მერე გავიყარეთ. წლების შემდეგ ისევ შევხვდით და დავქორწინდით" - ზურა ჯაფარიძის პირადი ცხოვრება და გზა პლასტიკური ქირურგიიდან პოლიტიკაში
image


ეს ადა­მი­ა­ნი მუდ­მი­ვად სი­ახ­ლე­ე­ბის ძი­ე­ბა­შია, ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბა­ში პო­პუ­ლა­რო­ბას ძი­რი­თა­დად მის გულ­წრფე­ლო­ბას და პო­ლი­ტი­კო­სის­თვის არას­ტან­დარ­ტულ ქცე­ვას მი­ა­წერს. ექი­მო­ბა­ზე უარი თქვა და მერე ეკო­ნო­მი­კა­ში “გა­და­ვარ­და”... "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­ში" მი­სულ კახა ბენ­დუ­ქი­ძის რჩე­ულს სხვა რე­ა­ლო­ბა დახ­ვდა, წა­მო­ვი­და, “გირ­ჩის” კე­თე­ბა და­ი­წყო, ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა, თუმ­ცა ირ­წმუ­ნე­ბა, რომ მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა იგი­ვე დარ­ჩა. მე­მარ­ჯვე­ნე ლი­ბერ­ტა­ლი­ა­ნე­ლი "გირ­ჩად" მო­ნათ­ლუ­ლი პო­ლი­ტი­კა­ში “მეტ თა­ვი­სუფ­ლე­ბას” ქა­და­გებს და რო­გორც გვე­უბ­ნე­ბა, ცხოვ­რე­ბა­შიც ადა­მი­ა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბაა მის­თვის მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა. "ჩემ­თვის ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბაა ოჯა­ხი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ადა­მი­ა­ნებს ჩემ­ზე რა­ღაც უც­ნა­უ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბი აქვთ - ზოგს სა­ტა­ნის­ტი ვგო­ნი­ვარ, ზოგს მან­ქურ­თი და უჯი­შო, სი­ნამ­დვი­ლე­ში რა­ღაც ტი­პის ტრა­დი­ცი­ულ ინ­სტი­ტუ­ტებს დიდ პა­ტივს ვცემ და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მგო­ნია". ზუ­რაბ გირ­ჩი ჯა­ფა­რი­ძე აპო­ლი­ტი­კურ ინ­ტერ­ვი­უ­შიც ცდი­ლობს გულ­წრფე­ლი და თა­ვი­სუ­ფა­ლი იყოს.


საბ­ჭო­თა ბავ­შვო­ბა


- ვა­კე­ში და­ვი­ბა­დე, შატ­ბე­რაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე. მშობ­ლებ­თან და ძმას­თან ერ­თად ვცხოვ­რობ­დი პა­ტა­რა ბი­ნა­ში, რო­მე­ლიც ჯამ­ში 40 კვად­რა­ტუ­ლი იყო. ვსწავ­ლობ­დი და და­ვამ­თავ­რე 55-ე სკო­ლა. ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან ბევრ რა­ღა­ცას ვა­ფა­სებ და ვი­ტყო­დი, რომ ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი საბ­ჭო­თა ბავ­შვო­ბა იყო. 15 წლის ვი­ყა­ვი, როცა სსრკ და­ი­შა­ლა და მთე­ლი ჩემი ბავ­შვო­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია საბ­ჭო­თა რე­ა­ლო­ბას­თან. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბავ­შვი ვი­ყა­ვი, არაფ­რით გა­მორ­ჩე­უ­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი. არ მახ­სოვს, ალ­ბათ რა­ღა­ცას ვა­ფუ­ჭებ­დი მეც. ახლა სა­ბურ­თა­ლო­ზე ვცხოვ­რობ, თუმ­ცა მა­ნამ­დე რამ­დენ­ჯერ­მე შე­ვიც­ვა­ლე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი. ძველ ბი­ნა­ში, შატ­ბე­რაშ­ვილ­ზე ახლა ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლი ცხოვ­რობს. ასე რომ, ისევ მაქვს კონ­ტაქ­ტი ძველ უბან­თან. ამ ქუ­ჩა­ზე ჩემი თა­ო­ბის ხალ­ხია დარ­ჩე­ნი­ლი, ძვე­ლი მე­გობ­რე­ბი. როცა ბე­ბია-ბა­ბუა ცო­ცხა­ლი იყო, მა­შინ უფრო ხში­რად მივ­დი­ო­დი, ახლა ამას იშ­ვი­ა­თად ვა­ხერ­ხებ...



"პრინ­ცი­პუ­ლად წა­ვე­დი და სა­მე­დი­ცი­ნო­ზე ჩა­ვა­ბა­რე"


- ექი­მო­ბა ჩემი არ­ჩე­ვა­ნი იყო... მა­შინ ისე მოხ­და, რომ და­მამ­თავ­რე­ბელ კლა­სებ­ში და­ვინ­ტე­რეს­დი და და­ვი­წყე სა­მე­დი­ცი­ნო წიგ­ნე­ბის კი­თხვა. ჩემი ძმა ფი­ლო­ლო­გია და ბევ­რი წიგ­ნი მო­ზი­და. იმ პე­რი­ოდ­ში ადა­მი­ა­ნი მა­ინ­ტე­რე­სებ­და და ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტე სა­მე­დი­ცი­ნო­ზე ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა. სკო­ლა­ში 5 წლის შე­ვე­დი და სხვებ­ზე 1 წლით ადრე ვამ­თავ­რებ­დი სკო­ლას. რად­გან ერთი წელი წინ მქონ­და, ვფიქ­რობ­დი, კარ­გად მოვმზა­დე­ბუ­ლი­ყა­ვი და უმაღ­ლეს­ში მომ­დევ­ნო წელს ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა. სა­დღაც უკვე გა­ზა­ფხულ­ზე, მარ­ტში გა­დავ­წყვი­ტე, რა­ტომ გა­ვა­ტა­რო უქ­მად 1 წელი, მოდი, ჩა­ვა­ბა­რებ-თქო. შე­სა­ბა­მი­სად, საგ­ნებ­ში არ მოვმზა­დე­ბულ­ვარ. სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტში ვერა, მაგ­რამ ერთ-ერთ კერ­ძო სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტში მოვ­ხვდი. ჩემს ოჯახს უნ­დო­და ეკო­ნო­მი­კას გავ­ყო­ლო­დი იმი­ტომ, რომ მა­ტყობ­დნენ, მა­თე­მა­ტი­კა მა­ინ­ტე­რე­სებ­და. მე მა­ინც პრინ­ცი­პუ­ლად წა­ვე­დი და სა­მე­დი­ცი­ნო­ზე ჩა­ვა­ბა­რე, 7 წელი ვის­წავ­ლე და და­ვამ­თავ­რე კი­დეც ზო­გა­დი ქი­რურ­გის პრო­ფი­ლით. სა­დღაც მე­სა­მე კურ­სზე მივ­ხვდი, რომ მე­დი­ცი­ნა ნაკ­ლე­ბად მა­ინ­ტე­რე­სებ­და. მა­ინც და­ვამ­თავ­რე და ავი­ღე დიპ­ლო­მი. მე-3 კურ­სი­დან სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე, ვი­ნა­ი­დან 90-იანი წლე­ბი იყო და ოჯახ­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­მო­სა­ვა­ლი არა­ვის ჰქონ­და.


image


"პლას­ტი­კურ ქი­რურ­გი­ა­შიც მოვ­სინ­ჯე ძა­ლე­ბი"


- იყო ასე­თი სამ­სა­ხუ­რი - “საქსტან­დარ­ტი” ერ­ქვა და პირ­ვე­ლად იქ და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის შემ­დეგ გა­და­ვე­დი USAID - ის პრო­ექ­ტში, შემ­დეგ იყო სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მი­სი­ის პრო­ექ­ტე­ბი, გა­ე­რო, ეუთო, რა ვიცი, სა­ქარ­თვე­ლო­ში თუ რა­ი­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა, ყველ­გან ვი­მუ­შა­ვე. ისე, ქი­რურ­გის ასის­ტენ­ტა­დაც მი­მუ­შა­ვია პირ­ველ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. მი­მუ­შა­ვია - ხმა­მა­ღა­ლი ნათ­ქვა­მია, ექიმს ვეხ­მა­რე­ბო­დი და ამა­ში ფულს არა­ვინ მიხ­დი­და, ქი­რურგს არ უხ­დიდ­ნენ და მე ვინ გა­და­მიხ­დი­და. მერე ცოტა ხანს პლას­ტი­კურ ქი­რურ­გი­ა­შიც მოვ­სინ­ჯე ძა­ლე­ბი, რა­ღაც პე­რი­ო­დი ივა კუ­ზა­ნოვ­თა­ნაც მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი. ეს იყო და ეს. სა­ბო­ლო­ოდ მივ­ხვდი, რომ ეს არ იყო ჩემი საქ­მე. ეს ისე­თი პრო­ფე­სი­აა, მო­წო­დე­ბით უნდა იყო ექი­მი, ან ფული აკე­თო. მე ფუ­ლის კე­თე­ბა არ მინ­დო­და. ერთი სი­ტყვით, ექი­მო­ბა არ იყო ჩემი მო­წო­დე­ბა. “საქსტან­დარ­ტში” როცა და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, შე­ვარ­დნა­ძის პე­რი­ო­დი იყო და მთე­ლი სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბი კო­რუფ­ცი­ა­ში იყო ჩა­ძი­რუ­ლი. მა­შინ დავ­ფიქ­რდი პირ­ვე­ლად, რო­გორ უნდა მო­ა­წყო სა­ხელ­მწი­ფო ისე, რომ არ იყოს კო­რუფ­ცია, სა­ზო­გა­დო­ე­ბა კე­თილ­დღე­ო­ბის­კენ მი­დი­ო­დეს და ეგ­რე­ვე და­ვი­წყე წიგ­ნე­ბის კი­თხვა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. ასე მი­ვე­დი ეკო­ნო­მი­კამ­დე... ეკო­ნო­მი­კა არ­სად მის­წავ­ლია, რა ცოდ­ნა­საც დღეს ვი­ყე­ნებ, 90% ჩე­მით მაქვს მი­ღე­ბუ­ლი, მათ შო­რის, ინ­გლი­სუ­რი ენაც ჩე­მით ვის­წავ­ლე. ვი­ნა­ი­დან ჩავ­თვა­ლე, რომ სა­მე­დი­ცი­ნოს დიპ­ლომს მა­ინც და მა­ინც ვერ­სად გა­მო­ვი­ყე­ნებ­დი, სა­ხელ­მწი­ფო მარ­თვის მა­გის­ტრი გავ­ხდი, ჯიპა და­ვამ­თავ­რე.


"ვფიქ­რობ, “გა­ვარ­ტყი” პო­ლი­ტი­კა­ში რომ ვარ"


- სა­ერ­თოდ მჯე­რა, რომ ადა­მი­ან­მა რაც შე­იძ­ლე­ბა ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან უნდა და­ი­წყოს ბევ­რი რა­ღა­ცე­ე­ბის სწავ­ლა და კე­თე­ბა იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან რთუ­ლია “გა­არ­ტყა” ცხოვ­რე­ბა­ში, რისი კე­თე­ბა გსი­ა­მოვ­ნებს, რო­მე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით შეძ­ლებ ყვე­ლა­ზე კარ­გად სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბას. თა­ნაც, ისე რე­ა­ლი­ზე­ბას, რომ ამ საქ­მის კე­თე­ბა გსი­ა­მოვ­ნებ­დეს და ყო­ველ დი­ლით სამ­სა­ხურ­ში წას­ვლა ჯო­ჯო­ხე­თი არ იყოს. ამას რომ “გა­არ­ტყა”, ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან უნდა სცა­დო ბევ­რი რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბა, მიხ­ვდე, რისი უნა­რე­ბი, ნიჭი გაქვს და რისი კე­თე­ბა გა­ნი­ჭებს სი­ა­მოვ­ნე­ბას. მეც ბევ­რჯერ შე­ვიც­ვა­ლე ცხოვ­რე­ბა­ში საქ­მი­ა­ნო­ბა და ვთვლი, რომ ახლა რა­საც ვა­კე­თებ, ეს ის საქ­მეა, რო­მე­ლიც მსი­ა­მოვ­ნებს. ვფიქ­რობ, “გა­ვარ­ტყი” პო­ლი­ტი­კა­ში რომ ვარ. თუმ­ცა ამა­ზე უფრო დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას სტუ­დენ­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მა­ნი­ჭებს. აქამ­დე ლექ­ცი­ებს ვკი­თხუ­ლობ­დი სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, თა­ვი­სუ­ფალ და აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში. ახლა, სამ­წუ­ხა­როდ, დრო აღარ მაქვს, თო­რემ მა­გის კე­თე­ბა მირ­ჩევ­ნია ყვე­ლაფ­რის კე­თე­ბას. ვფიქ­რობ, მოვა დრო და საყ­ვა­რელ საქ­მეს მი­ვუბ­რუნ­დე­ბი.


image


უკვე გი­თხა­რით, რომ და­ვინ­ტე­რეს­დი იმით, რო­გორ უნდა მო­ა­წყო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ისე, რომ იყოს სა­მარ­თლი­ა­ნი და პროგ­რე­სის­კენ მი­დი­ო­დეს, კე­თილ­დღე­ო­ბის დონე იზ­რდე­ბო­დეს. რა­ღა­ცე­ე­ბის კი­თხვა და­ვი­წყე და მი­ვე­დი ამ ეკო­ნო­მი­კურ თე­ო­რი­ე­ბამ­დე. მერე, 2007 წელს “ფე­ის­ბუ­კი” გაჩ­ნდა და დავ­რე­გის­ტრირ­დი. ის ახა­ლი ხილი იყო, წერა არა­ვის ეზა­რე­ბო­და და მეც იქ და­ვი­წყე რა­ღა­ცე­ე­ბის წერა. მოხ­და ისე, რომ ჩემს ნა­წე­რებს ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცია კახა ბენ­დუ­ქი­ძემ, მერე შევ­ხვდით, გა­ვი­ცა­ნი... მა­შინ კახა უკვე აღარ იყო მი­ნის­ტრი, უნი­ვერ­სი­ტეტს აკე­თებ­და. ჩვე­ნი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა ერ­თმა­ნეთს და­ემ­თხვა, ერ­თნა­ი­რად ვუ­ყუ­რებ­დით სამ­ყა­როს. მერე “ტა­ბუ­ლა­ში” და­ვი­წყე წერა, ჩემი სვე­ტი მქონ­და და ძი­რი­თა­დად, ეკო­ნო­მი­კურ სა­კი­თხებ­ზე ვწერ­დი. მერე ტე­ლე­ვი­ზი­ებ­მა და­მი­წყეს და­ძა­ხე­ბა, ტე­ლე­ე­თე­რებ­ში და­ვი­წყე რა­ღა­ცე­ებ­ზე სა­უ­ბა­რი და უკვე 2012 წელს “ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ” შე­მომ­თა­ვა­ზა, მათ პარ­ტი­ულ სი­ა­ში ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. კა­ხა­მაც მირ­ჩია, რომ პო­ლი­ტი­კა­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი და რა­ღაც­ნა­ი­რად მი­ვე­დი აქამ­დე.


"მი­ზე­ზი, რის გა­მოც ნაც­მოძ­რა­ო­ბი­დან წა­მო­ვე­დი"


- გე­თან­ხმე­ბით, რომ დღეს სხვა­ნა­ი­რი ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე ვარ, ტრანსფორ­მი­რე­ბუ­ლი. ორი მხრი­დან შე­იძ­ლე­ბა ამის და­ნახ­ვა - ერთი იყო ის, რომ "ნაც­მოძ­რა­ო­ბა­ში" სხვა­ნა­ი­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბი მქონ­და, არა­ვის ვიც­ნობ­დი, მხო­ლოდ ბენ­დუ­ქი­ძეს­თან მქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა, მას­თან გა­და­ვე­დი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ლექ­ცი­ებს ვკი­თხუ­ლობ­დი და ჩემი პრო­ექ­ტი მქონ­და. მქონ­და ისე­თი წარ­მოდ­გე­ნა, რომ იმ პარ­ტი­ა­შიც კა­ხას მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბას იზი­ა­რებ­დნენ და იქაც ისე­თი­ვე ხალ­ხი იყო. მერე ძა­ლი­ან სწრა­ფად მივ­ხვდი, რომ სხვა რე­ა­ლო­ბა­ში აღ­მოვ­ჩნდი, სხვას ვე­ლო­დი და სულ სხვა რა­ღაც დამ­ხვდა. ზო­გა­დად, პარ­ტი­ე­ბი ორ­გა­ნიზ­მია და მათ ახა­სი­ა­თებთ, როცა მისი ნა­წი­ლი ხდე­ბი, რა­ღაც ჩარ­ჩო­ებ­ში გაქ­ცევს და სამ­ყა­რო­საც იმ პრიზ­მი­დან უყუ­რებ. შე­იძ­ლე­ბა არ გე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ასე და ისე მო­ი­ქე­ციო, მაგ­რამ რა­ღაც თვით­შე­ზღუდ­ვე­ბი გაქვს იმი­ტომ, რომ ამ კო­ნი­უნ­ქტუ­რის ნა­წი­ლი ხარ. ცხა­დია, მეც მქონ­და შე­ზღუდ­ვა... განაგრძეთ კითხვა<<<



0
96
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0