x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
"იატაკის ფიცარი თაროებად გამოვიყენეთ, ქვევრები ეზოში მოვფანტეთ" - როგორ გაათანამედროვა ონისე ონიანმა 150 წლის წინანდელი სახლი რაჭაში
image


მსა­ხი­ო­ბი ონი­სე ონი­ა­ნი, რო­გორც მოყ­ვა­რუ­ლი მემ­ცე­ნა­რე, რამ­დე­ნი­მე წლის წინ გახ­ლდათ ჩვე­ნი გა­ზე­თის სტუ­მა­რი, თუმ­ცა მა­შინ სხვა სახ­ლში ცხოვ­რობ­და და იქ სრუ­ლი­ად სხვა მწვა­ნე გა­რე­მო ჰქონ­და შექ­მნი­ლი. ახლა ამ­ბობს, რომ ის სახ­ლი გა­ყი­და და ლის­ზე სა­კუ­თა­რი სახ­ლი აი­შე­ნა. მოყ­ვა­რულ­მა მეყ­ვა­ვი­ლემ და მის­მა ოჯახ­მა, ცხა­დია, იქაც გა­ნაგ­რძეს ყვა­ვი­ლებ­ზე ზრუნ­ვა.


- ხში­რად დავ­დი­ო­დი ჩემს საყ­ვა­რელ რა­ჭა­ში. ბუ­ნე­ბის, მცე­ნა­რე­ე­ბის, ცხო­ვე­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი მძაფ­რად სწო­რედ იქ ჩა­მო­მი­ყა­ლიბ­და. მერე, როცა სოფ­ლი­დან ქა­ლაქ­ში დავ­ბრუნ­დე­ბო­დით და კორ­პუ­სის რო­მე­ლი­ღაც სარ­თულ­ზე შე­ვი­ყუ­ჟე­ბო­დით, ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბო­და სიმწვა­ნე. ამი­ტომ და­ვი­წყე მცე­ნა­რე­ე­ბის გა­ხა­რე­ბა.


ვი­საც ოთა­ხის მცე­ნა­რე­ე­ბი აქვს და მათ უვ­ლის, იცის, რა სა­სი­ა­მოვ­ნოა მათი პატ­რო­ნო­ბა - გა­დარ­გვა, გას­ხვლა, მი­წის გა­მოც­ვლა... ისიც გსი­ა­მოვ­ნებს, როცა შე­დეგს ხე­დავ - მცე­ნა­რე ისე იზ­რდე­ბა, იმ ფორ­მის, ზო­მის ხდე­ბა, რო­გო­რიც გსურს და მოგ­წონს. თუ მაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა ჩემი გამ­რავ­ლე­ბუ­ლი მცე­ნა­რე ვინ­მეს ვა­ჩუ­ქო, ეს კი­დევ უფრო დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს.



ბევ­რი მყავს ისე­თი მე­გო­ბა­რი, ვინც მცე­ნა­რე­ებს უვ­ლის, გან­სა­კუთ­რე­ბით მინ­და გა­მოვ­ყო მსა­ხი­ო­ბი ნატო მურ­ვა­ნი­ძე, რო­მელ­საც შე­სა­ნიშ­ნა­ვი ბაღი აქვს წე­რო­ვან­ში. ხში­რად ვსტუმ­რობ მას და ხან რა ყვა­ვილს მა­ჩუ­ქებს, ხან რას გა­მიმ­ზა­დებს, ასე­ვე ვარ მეც და ეს არის სწო­რედ დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბა. ვი­საც არ გა­მო­უც­დია, ვურ­ჩევ ამ საქ­მეს ხელი მიჰ­ყოს, მით უფრო, პან­დე­მია შე­სა­ფე­რი­სი პე­რი­ო­დია.


image


- პან­დე­მი­ის პირ­ველ ეტაპ­ზე, როცა თე­ატრმა მუ­შა­ო­ბა შე­ა­ჩე­რა, ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყა­ვით, ვინც კრი­ზი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბად და­ი­ნა­ხეთ და ფე­ის­ბუკ­ლა­ი­ვე­ბით სხვა­დას­ხვა სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მის კე­თე­ბის სურ­ვილს უჩენ­დით შინ დარ­ჩე­ნილ ადა­მი­ა­ნებს. ამ­დენ ხანს თე­ატ­რის გა­ჩე­რე­ბას რო­გორ შე­ე­გუ­ეთ?


- როცა ეს სახ­ლი ავა­შე­ნეთ, გვინ­დო­და გვქო­ნო­და ოთა­ხი, სა­დაც ყვა­ვი­ლე­ბი გან­თავ­სდე­ბო­და და მთელ სახ­ლში არ იქ­ნე­ბო­და მი­მობ­ნე­უ­ლი. თუმ­ცა ყვე­ლა­ზე დიდი სიმ­დიდ­რე და ფე­რის გა­მომ­ხატ­ვე­ლი ოთახ­შიც და ბაღ­შიც, ასე­ვე სუ­ლი­ე­რე­ბა­საც რომ გა­მოკ­ვეთს, ყვა­ვი­ლე­ბია.


დღეს სახ­ლს შუ­შა­ბან­დით არა­ვინ აშე­ნებს, ჩვენ კი გა­ვუ­კე­თეთ. სახ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვეა, მაგ­რამ ამ ად­გი­ლის აღ­ქმა ცოტა სხვა­ნა­ი­რია. აქ ჩვენ­თვის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­რე­მოა. ზოგი ყვა­ვი­ლი დავ­კი­დეთ, ზოგი თა­რო­ზე შე­მოვ­დგით, ზო­გიც ია­ტაკ­ზე დგას, ზოგი ქვე­მო­დან ადის ზე­მოთ, ზო­გიც ზე­მო­დან ქვე­მოთ ჩა­მო­დის. ეს შუ­შა­ბან­დი ისე­თი ად­გი­ლი აღ­მოჩ­ნდა, სა­დაც ყოფ­ნა ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს. მუ­შა­ო­ბის­თვი­საც მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია, გინ­და და­წე­რე, და­ხა­ტე, რა­ღაც საქ­მე გა­ა­კე­თე.


image


- თქვენს გაზ­რდილ მცე­ნა­რე­ებს თუ გა­მო­არ­ჩევთ?


- არა, ყვე­ლა მიყ­ვარს. ერთი წვრილ­ფოთ­ლო­ვა­ნი ფი­კუ­სი გვაქვს, ოთა­ხის მცე­ნა­რე, მშვე­ნივ­რად ხა­რობ­და, მაგ­რამ და­ა­ვად­და და ფოთ­ლე­ბი დასცვივ­და. მერე ჩემ­მა მე­უღ­ლემ რა­ღაც სი­თხე აღ­მო­ა­ჩი­ნა და უხი­ლა­ვი ტკი­პის­გან გან­კურ­ნა. მოკ­ლედ, ვუმ­კურ­ნა­ლეთ და ისევ და­იბ­რუ­ნა პირ­ვან­დე­ლი სახე, გა­ი­ფოთ­ლა და უკვე დაბ­რუნ­და ჩემი საყ­ვა­რე­ლი მცე­ნა­რე სა­ა­ქა­ოს. მოკ­ლედ, ყვე­ლა მიყ­ვარს, რო­მე­ლიც ყვა­ვილს იკე­თებს თუ უყ­ვა­ვი­ლოა.


- მათ, ვი­საც სურთ მცე­ნა­რე­ე­ბის მოვ­ლა და ჯერ არ და­უ­წყი­ათ ეს საქ­მე, რას ეტყვით - რას ითხოვს მცე­ნა­რე?


- ესა თუ ის ადა­მი­ა­ნი თა­ვის ენერ­გე­ტი­კას ატა­რებს, ასე­ვეა მცე­ნა­რეც, თუ სით­ბო და და­დე­ბი­თი ემო­ცია არ მი­ე­ცი, შე­საძ­ლოა გა­ხა­რე­ბა გა­უ­ჭირ­დეს. მთლად გვერ­დით არ ვუ­ზი­ვარ და არ ვე­ფე­რე­ბი, მაგ­რამ მათ მი­მართ ყო­ველ­თვის კარ­გად ვარ გან­წყო­ბი­ლი. ისი­ნიც გრძნო­ბენ ამას, ხა­რო­ბენ, ყვა­ვი­ან, იზ­რდე­ბი­ან. შრო­მაც სჭირ­დე­ბა - მი­წის შეც­ვლა, გას­ხვლა, გამ­ხმა­რი ფოთ­ლე­ბის მო­ცი­ლე­ბა, გაწ­მენ­და, ნი­ა­დაგ­ში საკ­ვე­ბის შე­ტა­ნა, შე­წამ­ვლა. თუ არ გსი­ა­მოვ­ნებს, ამ საქ­მეს ვერ გა­ა­კე­თებ.


- რო­გორც ვიცი, რა­ჭა­ში ძველ კარ-მი­და­მო­საც და­ა­ტყვეთ თქვე­ნი ხელი...


- ამ­ბრო­ლა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სად­მელ­ში არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სახლ-კარი მემ­კვიდ­რე­ო­ბით მერ­გო. მთლად დან­გრე­ვის პი­რას არ იყო, მაგ­რამ არც არა­ფე­რი აკ­ლდა. მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ ია­ტაკს, ჭერს, კედ­ლებს, სა­ხუ­რავს - ხელი ყვე­ლა­ფერს შე­ვავ­ლეთ. მის გა­ახ­ლე­ბას კი­დევ გან­ვაგ­რძობთ, ჯერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი არა გვაქვს. ეზო­ში შე­ვი­ტა­ნეთ ყვა­ვი­ლე­ბი, ახალ-ახა­ლი ნარ­გა­ვე­ბი. რა­ჭა­ში, ეზო­ებ­ში არ რგა­ვენ ნაძვს, ტი­რიფს, ამა­ზე თა­ვი­ან­თი მო­საზ­რე­ბა აქვთ...


image


ჩვენ ვარ­ღვევთ სტე­რე­ო­ტი­პებს, ვრგავთ სხვა­დას­ხვა ხეს და მერე რაჭ­ვე­ლე­ბი მათ სა­ნა­ხა­ვად მო­დი­ან. ახალ წელს რა­ჭა­ში შევ­ხვდით... განაგრძეთ კითხვა <<<



0
1985
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
1985
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0