x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
"ამ ვირუსმა ერთი კარგი საქმე გააკეთა - იძულებული გავხდით, თბილისიდან წამოვსულიყავით" - როგორ გამოიყურება კახიანების აგარაკი მცხეთაში
image


აგ­ვის­ტოს ერთ ცხელ დღეს, მსა­ხი­ობ იმე­და კა­ხი­ანს აგა­რაკ­ზე ვეს­ტუმ­რეთ მცხე­თა­ში, ნა­რეკ­ვა­ვის და­სახ­ლე­ბა­ში. მისი ვე­რან­დი­დან პირ­და­პირ მო­ჩანს ზე­და­ზე­ნი, სა­გუ­რა­მო, არაგ­ვის ხე­ო­ბა, ნა­ტახ­ტრის წყალ­სა­ცა­ვი... ბა­ტონ­მა იმე­დამ ეზო-კარი დაგ­ვათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა, შემ­დეგ კი გვი­ამ­ბო იდი­ლი­ა­ზე, მე­ბა­ღე­ო­ბა­სა და იმ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე, რაც, მისი აზ­რით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს უნდა ჰქონ­დეს.


- რო­დე­საც ეს ეზო შე­ი­ძი­ნეთ, რო­მე­ლი­მე ძვე­ლი ხე თუ დაგ­ხვდათ?


- მცი­რე ზო­მის კა­რა­ლი­ო­კის ხე იყო, ახლა ის ვე­რან­და­ზე დგას. და­ნარ­ჩე­ნი - ხეს კი არა, ეზო­ში ბა­ლახს ვერ ნა­ხავ­დით. ეს იყო შე­მო­უ­ღო­ბა­ვი ქვი­ა­ნი ხევი. და­ახ­ლო­ე­ბით 20 წლის წინ ჩემი ხე­ლით დავრგე გარ­გა­რი, გემ­რი­ელ ნა­ყოფს ის­ხამს. პირ­ვე­ლი, რაც გა­ვა­კე­თე - მე­ზო­ბელ­თან გა­სას­ვლე­ლი კარი გავ­ჭე­რი ორი­ვე მხა­რეს, სხვა­ნა­ი­რად ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, იმე­რეთ­ში და­ბა­დე­ბულ-გაზ­რდი­ლი კაცი ვარ და ღო­ბე­ზე გა­და­სას­ვლე­ლი, ალა­გე (იქ ასე ეძა­ხი­ან) ან პა­ტა­რა კარი მე­ზო­ბელ­თან მი­სას­ვლე­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ზოგი ამ­ბობს, თუ მოს­ვლა უნდა, აგერ მთა­ვა­რი კარი და იქი­დან შე­მო­ვი­დე­სო. მე­ზო­ბელ­თან ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ უნდა იყო, - აგერ, ბა­ტო­ნო, კარი აქ­ვეა, გა­დას­ძა­ხებ-გად­მოგ­ძა­ხებს... მე ასე გა­ვი­ზარ­დე და ეს მომ­წონს.



- რა ხე­ხი­ლი გიდ­გათ?


- მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ ნელ-ნელა და­ვი­წყეთ ხე­ე­ბის დარ­გვა, ფლო­რას მცე­ნა­რე­ე­ბი და ყვა­ვი­ლე­ბი უყ­ვარს. ეზო­ში გარ­გა­რი­სა და კა­რა­ლი­ო­კის გარ­და გვაქვს ალუ­ბა­ლი, ბალი, ატა­მი, ვაშ­ლა­ტა­მა, ბრო­წე­უ­ლი, ქლი­ა­ვი, ვაშ­ლი, მსხა­ლი... უნა­ბი მაქვს, რო­მე­ლიც და­სავ­ლეთ­ში ხა­რობს და აქ არ იცი­ან. ექ­სპე­რი­მენ­ტის სა­ხით კივი ჩა­მო­ვი­ტა­ნე გუ­რი­ი­დან და გა­ი­ხა­რა, მო­სა­ვა­ლიც მოგ­ვცა. კივი აქ არა­ვის ჰქონ­და. ბოლო დროს ლი­მო­ნი დავრგე, რო­მელ­საც ერთი ცალი აბია. ასე რომ, თით­ქმის ყვე­ლა სა­ხის ხილი მაქვს. ქვი­ა­ნი ად­გი­ლია, მაგ­რამ სა­ო­ცა­რი მი­წაა, რა­საც ჩარ­გავ, ყვე­ლა­ფე­რი ხა­რობს. ცოტა ხე­ლის შე­წყო­ბა უნდა.


სახ­ლის კე­დელს ხვი­ა­რა მცე­ნა­რე რომ მიჰ­ყვე­ბა, ხომ ხე­დავთ. მო­მე­წო­ნა, დავრგეთ და მთელ ეზო-კარ­მი­და­მოს მო­ე­დო, თით­ქმის მთელ სახ­ლს ფა­რავს. მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რად გინ­და, კე­დელს და­ან­გრევ­სო. არც ან­გრევს და არც რა­მეს აშა­ვებს, პი­რი­ქით, ზა­ფხულ­ში გრი­ლია კედ­ლე­ბი, არ ცხელ­დე­ბა. მცე­ნა­რე შე­მოდ­გო­მა­ზე ფერს იც­ვლის, ირ­გვლივ ყვე­ლა­ფე­რი მუქი წი­თე­ლი ხდე­ბა, სა­ო­ცა­რი სი­ლა­მა­ზეა, მერე ფოთ­ლე­ბი დაც­ვივ­დე­ბა... რამ­დე­ნი­მე სა­ხის ყუ­რძე­ნი მაქვს: შავი, თეთ­რი, ჩი­ნუ­რი, ალა­დას­ტუ­რი, თითა, კა­ხუ­რიც. ადე­სა - თა­ვის­თა­ვად, მის­გან ქალ­ბა­ტო­ნი ფლო­რა შე­სა­ნიშ­ნავ ბა­დაგს ადუ­ღებს და ზამ­თარ­ში ფე­ლა­მუშს გვიმ­ზა­დებს.


- ყუ­რძენს წუ­რავთ?


- თა­ვი­დან და­ვი­წყე, მაგ­რამ ცო­ტაა ყუ­რძე­ნი, თითო ჯიში 2-3 ძი­რია. თუმ­ცა, ჩემს ად­გი­ლას კარ­გი მშრო­მე­ლი, მა­ჯა­გი კაცი იმ­დენ ყუ­რძენს მო­ი­წევ­და, რომ ოჯახს ეყო­ფო­და. მაგ­რამ ამას ბევ­რი მოვ­ლა და წვა­ლე­ბა უნდა! შარ­შან ჩემ­მა სი­ძემ მცხე­თა­ში ორი ახალ­გაზ­რდა აფხა­ზი ჩა­მო­იყ­ვა­ნა სტუმ­რად, აფხა­ზე­თი­დან. მი­ვი­ღეთ სტუმ­რე­ბი, ცოტა ღვი­ნოც გე­ა­ხე­ლით და წას­ვლის წინ ვთხო­ვე: მახ­სოვს, აფხა­ზეთ­ში ჩვე­ნი ადე­სის მსგავ­სი ყუ­რძე­ნი ხა­რობს, იზა­ბე­ლას ეძა­ხი­ან, ვარ­დის­ფე­რი მსხვი­ლი მარ­ცვა­ლი აქვს, ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო თხე­ლი ღვი­ნო დგე­ბა. როცა მწიფს თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი არო­მა­ტი აქვს, ჰოდა, იმი­სი და თქვე­ნე­ბუ­რი შავი, ზო­ლი­ა­ნი ლეღ­ვის ნერ­გე­ბი მინ­და-მეთ­ქი. კარ­გიო, - მი­თხრეს და წა­ვიდ­ნენ. შარ­შან, გვი­ა­ნი შე­მოდ­გო­მაა, ზამ­თრის პირი, ალ­ბათ ღა­მის 2 სა­ა­თია, ვი­ღაც მი­რე­კავს. ვინ ბრძან­დე­ბით-მეთ­ქი, - ვკი­თხე. ავ­ტო­ბუ­სის მძღო­ლი ვარ, აფხა­ზე­თი­დან ნერ­გე­ბი ჩა­მო­გი­ტა­ნე­თო. ღა­მეა, ცივა, მაგ­რამ სხვა რა გზა მქონ­და, წა­ვე­დი მან­ქა­ნით და ნერ­გე­ბი წა­მო­ვი­ღე. ვა­ზი­სა და ლეღ­ვის ყვე­ლა ნერ­გმა გა­ი­ხა­რა. სა­ო­ცა­რი შეგ­რძნე­ბა მაქვს, თით­ქოს აფხა­ზეთ­ში ვარ... წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად და და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ აგა­რა­კის ფო­ტო­ე­ბი

1
175
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
175
  
2021, 14 თებერვალი, 19:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1