x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
ონკოლოგიური დაავადებების შემცირებისკენ მიმართული ევროკომისიის გეგმა და ჯანდაცვის ექსპერტების მოსაზრებები
image


2021 წლის 3 თებერვალს ევროკომისიამ გამოაქვეყნა გეგმა - Beating Cancer Plan, რომელიც ევროპის ქვეყნებში კიბოს პრევენციისკენ არის მიმართული.


ონკოლოგიური დაავადებები ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ევროკავშირის მასშტაბით, ყოველწლიურად 3.5 მილიონ ადამიანი კიბოს დაავადებას ებრძვის, 1.3 მილიონი კი ამ დაავადების შედეგად იღუპება.


ევროკომისიის განცხადებით, არაგენეტიკური ფაქტორებით გამოწვეულ ონკოლოგიურ დაავადებათა 40%-ის პრევენცია შესაძლებელია. გეგმის მიხედვით, დასახული მიზნის მიღწევა ისეთი მავნე ჩვევების აღმოფხვრით არის შესაძლებელი, როგორიცაა: მოწევა, ალკოჰოლის მოხმარება და არაჯანსაღი კვება.



აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებით, მოწევა ფილტვის კიბოს განვითარების მთავარ გამომწვევ მიზეზს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ევროკომისიის მიზანია, 2040 წლისთვის 25%-დან 5%-მდე შეამციროს მწეველთა რაოდენობა. გეგმა მიმართულია მავნე პროდუქტების მოხმარების სრული პრევენციისკენ, რისთვისაც სხვადასხვა რეგულაციის და საგადასახადო მოსაკრებლის გამკაცრება იგეგმება. ამასთან, არ ითვალისწინებს შემცირებული რისკის მქონე პროდუქტების შესაძლო სარგებელს.


მართალია, ევროკომისიის გეგმას ექსპერტები ჯანდაცვის სისტემისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად მიიჩნევენ, თუმცა, მათი ნაწილი ფიქრობს, რომ დასახული მიზნის მიღწევა ალტერნატიული პროდუქტების გარეშე შეუძლებელია.


გეგმის გამოქვეყნების შემდეგ ევროკომისიის მიერ გამართულ საჯარო დისკუსიაში რეკომენდაციების 20% ალკოჰოლისა და თამბაქოს შემცირებული რისკის მქონე პროდუქტების შეთავსებას ითვალისწინებს. ანუ, ყოველი ექვსი რეკომენდირებული პოლიტიკიდან ერთი ხაზგასმით აღნიშნავს შემცირებული რისკის მქონე თამბაქოს პროდუქტების მნიშვნელობას მწეველთათვის, როგორც კიბოს პრევენციისკენ მიმართული სტრატეგიის კომპონენტს.


“ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული გეგმა იმედისმომცემია. ინიციატივის დიდი ნაწილი აღმკვეთ ღონისძიებებს ეთმობა, რაც პირდაპირი და გვერდითი გზით გამოწვეული კიბოს პრევენციას გულისხმობს. გეგმა საყოველთაო ჯანდაცვის თვალსაზრისით, ღირებულია, თუმცა არ ითვალისწინებს იმ ზიანის შემცირების პოლიტიკას, რომელიც ნიკოტინზე დამოკიდებული მოსახლეობის ჯანმრთელობისკენ იქნება მიმართული. ამ ალტერნატიულ მოწყობილობებს აქვთ შესაძლებლობა, შეამცირონ მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების რაოდენობა”, - განაცხადა კლინიკური ონკოლოგიის სპეციალისტმა, ვოიჯეხ როგოვსკიმ.


ალტერნატიული მოწყობილობების პოტენციალს დადებითად აფასებენ არა მხოლოდ საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციები, არამედ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის წამომადგენლებიც.


“თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობების დახმარებით, შესაძლებელია ჩვენი მიზნის მიღწევა და 2025 წლისთვის სიგარეტის კვამლისგან თავისუფალი გარემოს შექმნა. მართალია, ალტერნატიული მოწყობილობები არ არის სრულიად უსაფრთხო, თუმცა, ისინი ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით ნაკლები რისკის შემცველია. აღსანიშნავია მტკიცებულებების მზარდი რაოდენობა იმის შესახებ, რომ მოწყობილობებს აქვთ პოტენციალი, ხელი შეუწყონ მწეველებში მოწევისთვის თავის დანებებას”, - განაცხადა ახალი ზელანდიის ჯანდაცვის სამინისტრომ.


მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების განვითარების რისკების შესახებ ქართველმა ონკოლოგებმაც ისაუბრეს.


“კიბოს იწვევს არა ნიკოტინი, არამედ თამბაქოს ფოთლის და ქაღალდის არასრული წვის შედეგად გამოყოფილი ნივთიერებები და ჭვარტლი. არაწვადი თამბაქო, უფრო სწორედ გახურებადი თამბაქო და ელექტრონული თამბაქო ამას ნაკლებად შეიცავს. მიუხედავად ამისა, მოწყობილობა არ არის სრულიად უსაფრთხო, ის რისკის შემცველია, რადგან გამოყოფს ნიკოტინს. ნიკოტინი კი იწვევს მასზე დამოკიდებულებას. ვთვლი, რომ აუცილებელია სიგარეტის მოხმარების პრევენცია, “- განაცხადა თემურ ჩაჩხიანმა, ქართველმა ონკოლოგმა.


მან ასევე ყურადღება გაამახვილა საგანმანათლებლო კამპანიების მნიშვნელობაზე, რომლებიც არასრულწლოვნებში ცნობიერების ამაღლებასა და თამბაქოს პროდუქტების მოხმარების დაწყების პრევენციისკენ იქნება მიმართული.

0
76
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0