x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ამერიკელმა რეპერმა "Lil Uzi Vert", შუბლში 24 მილიონ დოლარად შეფასებული ბრილიანტი ჩაისვა

image ამდენი ფული მქონდეს ნეტავი, თორემ ასეთ უაზრობაში როგორ გადავყრიდი ამხელა ფულს!
კი ბატონო, მესმის ფული მისი შრომით და ნიჭითაა გამომუშავებული, მაგრამ დავიჯერო, რომ ღარიბი ნათესავი ან ახლობელი არ ჰყვავდა ამ კაცს, რომ დახმარებოდა?
საუბარია კოლოსალურ თანხაზე ჩვენს პირობებში 24 მილიონ დოლარზე, რომელიც ამერიკელმა რეპერმა დახარჯა იმაში, რომ შუბლში ჩაედგა ბრილიანტი.
რეპერის საქციელმა სოციალურ ქსელებში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია მის მიმართ, ერთი ნაწილი აღშფოთებულია, მეორე ნაწილი სიცილით "იჭაჭება" ამ კაცს თავი ეგვიპტის ფარაონი ხომ არ ჰგონიაო, მესამე ნაწილი საყვედურობს სჯობდა ამ თანხის თუნდაც 2-3%-ი ქველმოქმედებაში ჩაგედოო და ასე შემდეგ.
ერთი სიტყვით რეპერმა გააკეთა ის რისი გაკეთაბაც მას უნდოდა და წერტილი!
ოპერაციის შემდეგ რეპერის შუბლი ცოტა არ იყოს გასივდა, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა და რეპერს ამაზე რეაქცია არც კი ჰქონია, შეშუპება მალე დაცხრება და ბრილიანტი მყარად ჩაჯდება თავის ადგილზე-ასეთია მისი აზრი!
რეპერს მისმა მეგობრებმა უკვე უწოდეს მეტსახელად ხუმრობით "ფანრიანი კაცი", მიხვდებით რატომაც, ბრილიანტი აირეკლავს ნებისმიერ შუქს და გაანათებს მისი მოცულობიდან გამომდინარე საკმაოდ მკვეთრადაც კი.

0
141
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
141