x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134506
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
ფოსტალიონი და გედი 37 წელია ერთად ცხოვრობენ
image

თურქეთის პროვინციის ედირნის მკვიდრი აგერ უკვე 37 წელია მეგობრობს დედალ გედთან, რომელიც მან 37 წლის წინ გადაარჩინა.


1984 წელს ფოსტალიონი რეჯეპ მირზანი(Recep Mirzan) მეგობრებთან ერთად ავტომობილით მოძრაობდა, როდესაც მინდორში ფრთამომოტეხილი გედი შენიშნა. მირზანმა აიყვანა ფრინველი, რათა მტაცებლებისგან ეხსნა და სახლში მიიყვანა.


image


image

მას შემდეგ გედს არასდროს უცდია გაქცევა. ფრინველი ცხოვრობს მირზანის ფერმაში და არასდროს ტოვებს მას. გედი ყოველთვის მის გვერდითაა, როგორც სახლში ან ეზოში ფუსფუსუს დროს, ასევე საღამოს სერინობისას. უფრო მეტიც, ფრინველი დაუმეგობრდა ფერმაში მცხოვრებ კატებსა და ძაღლებს.

image

”ჩვენ ერთმანეთს შევეჩვიეთ და მას შემდეგ არასდროს დაშორებულვართ ”, - განაცხადა რეჯებ მირზანმა, რომელიც ამჟამად 63 წლისაა. მან გედს "ღარიბი", რომელიც თურქულიდან ითარგმნება ორი მნიშვნელობით: "უცნაური" და აგრეთვე იგივე სიტყვით ზოგჯერ "უიღბლოს"გულისხმობენ.

მირზანმა დასძინა, რომ იგი ღარიბს თავის შვილად თვლის.


მირზანთან ცხოვრება აშკარად სასარგებლო გამოდგა ღარიბისათვის. დიდ ბრიტანეთში მდებარე ორგანიზაცია Swan Sanctuary თანახმად, ბუნებაში გედის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 12 წელია. ხოლო დაცულ გარემოში მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა 30 წლამდეც შეიძლება გაგრძელდეს.

image


image

0
189
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
189
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0