x
მეტი
  • 07.03.2021
  • სტატია:108993
  • ვიდეო:351292
  • სურათი:477862
პრანკერობა სულაც არაა უსაფრთხო, რაც ამერიკაში საკუთარი იუთუბ არხისთვის მორიგი ვიდეოს გადაღებისას პრანკერის მკვლელობამ დაადასტურა

image ამერიკელმა 20 წლის პრანკერმა ტიმოთი უიქსმა მეგობართან ერთად გადაწყვიტა გადაეღო ახალი ვიდეო თავისი არხისათვის იუთუბზე, ამისათვის პრანკერმა თან წაიღო ყასბის დანა რათა საავტომობილო სადგომზე მოეხდინა მოქალაქეებზე თავდასხმის იმიტაცია რასაც მისი მეგობარი კამერით გადაიღებდა.
პრანკერი მეგობართან ერთად ტებესის შტატის დედაქალაქ ნეშვილის გასართობი ცენტრის ახლოს მდებარე ავტოსადგომზე მივიდა, სადაც გადაწყვიტა მოქალაქეების შეშინება ყასბის დანით თავდასხმის იმიტაციით.
ტიმოთის გეგმა ითვალისწინებდა ძარცვის და შეშინების იმიტაციას, თუმცა ყველაფერი ისე არ განვითარდა, როგორც ამას ახალგაზრდები გეგმავდნენ.
ნეშვილის მცხოვრებმა 23 წლის მოქალაქემ დევიდ სტარნსმა, რომელის საკუთარ ოჯახთან ერთად მოვიდა გასართობ ცენტრში გასართობად, პრანკერის თავდასხმა აღიქვა რეალობად და პრანკერი ადგილზევე მოკლა, მის მიერ გამოძახებულმა პოლიციის წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ დევიდს არ შეეძლო სცოდნოდა, რომ ეს იყო პრანკერის მიერ დაგეგმილი თავდასხმის ინსცენირება და რომ ეს არ იყო ნამდვილი ძარცვის მცდელობა, შესაბამისად პოლიციის თქმით დევიდი მოქმედებდა კანონის შესაბამისად და მან გასროლა მოახდინა საკუთარი თავის და ოჯახის უსადრთხოების დასაცავად.
პოლიცია ამჟამად სწავლობს პრანკერის მეგობრის მიერ გადაღებულ ვიდეოს, დევიდისათვის არანაირი ბრალდება არ წაუყენებიათ.
ასე, რომ ვისთვის სახალისო და ვისთვის შემაწუხებელი პრანკი არაა უსაფრთხო, ახალგაზრდა კაცი დაიღუპა სრულიად უაზროდ.
imageimage


0
121
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
121