x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ამერიკაში მამაკაცმა ორი გოგონა ცოლად ერთდროულად მოიყვანა

image

ჯერ კიდევ პანდემიამდე, კალიფორნიაში მეტად უჩვეულო საქორწინო ცერემონია გაიმართა, უჩვეულო კი იმიტომ, რომ მასში ერთი საქმრო და ორი საცოლე მონაწილეობდა. მართალია ჩვენს დროში არატრადიციული ქორწინებები უკვე აღარავის აკვირვებს, მაგრამ ქორწინების ამდაგვარმა ფორმატმა ამერიკაშიც და მის გარეთაც მაინც გააოცა ხალხი.imageimage


35 წლის ვანესა და ჯიმი ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან ხვდებოდნენ ერთმანეთს, შემდგომში გოგონა თავის ბისექსუალობაში გამოუტყდა შეყვარებულს, მამაკაცმა კი უარი თქვა მის რაიმე შეზღუდვაზე და ფაქტი წყნარად მიიღო. მალევე გოგონამ მამაკაცს თავისი შეყვარებული გოგონა, 25 წლის სამერი გააცნო.

imageimage

რა გასაოცარიც არ უნდა იყოს, ჯიმი ამაზეც არ ყოფილა წინააღმდეგი, და მალევე სამივემ ერთად ცხოვრება დაიწყო.image

მალე გოგონებს ოფიციალურად გათხოვებაც მოუნდათ, და ჯიმიმაც არ დააყოვნა, მან ხელი ორივე გოგონას სთხოვა წინა წლის შემოდგომას და ოფიციალური არატრადიციული ქორწინების ცერემონიაც დაგეგმა. ცერემონიას სამეულის მეგობრები და ნათესავები ესწრებოდნენ, თუმცა ყველა არა, მაგალითად ჯიმის მშობლები, რომლებიც ამდაგვარი ურთიერთობის წინააღმდეგები იყვნენ.imageimage

მართალია კალიფორნიაში მრავალცოლიანობა იკრძალება, და თავისთავად ეს ცერემონიაც არ აისახა იურიდიულად, თუმცა ეს ტრიო თავს მაინც ნამდვილ ოჯახად თვლის.




0
252
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
252
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0