x
image
თორ ნიკე
მოხდა თუ არა დედამიწაზე დიდი კატასტროფა ძვ.წ. 11,000 წლისთვის?

მოხდა თუ არა დედამიწაზე დიდი კატასტროფა ძვ.წ. 11, 000 წლისთვის?


გობექლი თეფე აღმოაჩინეს ჩიკაგოს უნივერსიტეტის მკვლევარებმა 1963 წელს, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მაგრამ თავიდან ყურადღება არ მიექცა, ვინაიდან იფიქრეს, აქ პირველხარისხოვანი მნიშვნელობის არაფერი იქნებოდა, ვინაიდან შეცდომით ჩაითვალა ბიზანტიის პერიოდის სამარხად. შემდგომ პერიოდში, ის დიდი ხნის განმავლობაში მიტოვებული იყო და ყურადღებას არავინ აქცევდა, სანამ 1994 წელს გერმანელმა არქეოლოგმა კლაუს შმიდტმა არ გადაწყვიტა შეესწავლა ეს არქეოლოგიური ძეგლი. სწორედ მან აღმოაჩინა ლათინური "T" ასოს ფორმის მეგალითური ქვის სვეტები. შემდგომი შესწავლით გაირკვა, რომ საქმე გვქონდა ძვ.წ. 10, 000 წელზე უფრო ადრე აშენებულ მსოფლიოში ჩვენთვის ცნობილ უძველეს რელიგიურ კომპლექსებთან, რომელიც ასევე საცხოვრებელი უბნებისგან შემდგარი ქალაქიც იყო.


გობექლი თეფე


უძველესი ქალაქი დედამიწაზე, რომელიც ჩვენთვის ცნობილია, არის დაფუძნებული ნატუფიელების მიერ ძვ.წ. 12, 000 წლისთვის - ეს იერიქონია, თუმცა განვითარების დონით ის არც დაარსებიდან 2000 და არც 6000 წლის გასვლის შემდგომ, ახლოსაც კი არ იყო გობექლი თეფესთან. ის უბრალოდ მიწათმოქმედი ხალხის, სხვებთან შედარებით დიდი და ორგანიზებული დასახლება იყო, ხოლო რაც შეეხება გობექლი თეფეს, აქ საქმე გვაქვს საოცარ კომპლექსთან, რომელიც აშენებულია იმ დროისთვის გასაოცარი კულტურის, ინჟინერიის და ცოდნის მქონე ხალხის მიერ. გობექლი თეფე წარმოადგენს მსოფლიოში უძველეს მეგალითურ სტრუქტურას, რომლის მოსახლეობაც იყო იმდროინდელ მსოფლიოში არა მხოლოდ არქიტექტურის, არამედ აგროკულტურის ცენტრის შემოქმედიც.


გობექლი თეფე

გობექლი თეფე


ამგვარად, გობექლი თეფე აშენდა ძვ.წ. 10, 000 წელზე უფრო ადრე და მიტოვებული იქნა ძვ.წ. 7000 წლისთვის. მიტოვებისას, იქაურმა ხალხმა გაურკვეველი მიზეზის გამო გადაწყვიტა, რომ მთელი ეს დასახლება დაემარხა მიწის ქვეშ. დიდი ალბათობით, ეს სწორედ იმიტომ გააკეთეს, რომ იცოდნენ, ასე უკეთ შეინახებოდა დიდი ისტორიული მნიშვნელობის მქონე დასახლება, რომელიც შემდგომში უკვე მათს განვითარებულ შთამომავლებს უნდა აღმოეჩინათ და შეესწავლათ, რაც მოხდა კიდეც.


გობექლი თეფე


გობექლი თეფეს კომპლესს მინიმუმ 50-ჯერ უფრო მეტი ტერიტორია უკავია, ვიდრე სთოუნჰენჯს და მასზე 6000 წლით უფრო ადრეა აშენებული. მიწისქვეშ მხედველი რადარით დადგინდა, რომ კომპლექსი შეიცავს 200-ზე მეტ აღმართული ქვის სვეტს, რომელთა საშუალო სიმაღლე აღწევს 6 მეტრს, ხოლო წონა 20-დან 60 ტონამდეა. ამხელა მასშტაბის კომპლექსის აგებას სჭირდებოდა მაღალი დონის საინჟინრო ცოდნა, ასევე მოწესრიგებული სოციალური სისტემა, მმართველი ელიტით, გამართული კანონმდებლობით, დაგეგმარების და აღსრულების მრავალგზის გამოცდილი მეთოდების ცოდნით.


გობექლი თეფე


გობექლი თეფე ასევე არის მსოფლიოში პირველი სტრუქტურა, რომელიც ზუსტად უყურებს ჩრდილოეთის მხარეს, ე.წ. "ნამდვილ ჩრდილოეთს (true north) ანუ მათ შეეძლოთ კომპასზე უკეთ განესაზღვრათ ნამდვილი ჩრდილოეთი, ვინაიდან კომპასს მაგნური ველის მცირე გავლენა გააჩნია და ზუსტად მაინც ვერ აჩვენებს ჩრდილოეთს. საიდან იცოდნენ განვითარებული ტექნოლოგიების გარეშე ძვ.წ. 10, 000 წელზე უფრო ადრეულ პერიოდში ადამიანებმა ნამდვილი ჩრდილოეთის არსებობა?


გობექლი თეფე

გობექლი თეფე


აქ დაფიქსირებულია ცხოველების არა მარტო ორგანზომილებიანი, არამედ სამგანზომილებიანი გამოსახულებებიც კი, რაც ნამდვილად საოცარია იმ პერიოდისთვის. ისინი პირდაპირ მეგალითური ქვების სვეტებზეა ამოკვეთილი.


გობექლი თეფე


აქ პირველ ფოტოზე გამოსახულია გობექლი თეფეს ერთ-ერთი სვეტი, სადაც უძველესმა, გობექლი თეფეს ხალხმა ძვ.წ. 10, 000 წლისთვის გამოკვეთა ერთმანეთის გვერდში მიჯრით დაწყობილი სამი ჩანთის გამოსახულება. ეს კონკრეტული ჩანთები უკვე ძვ.წ. 4500 წლიდან ძვ.წ. 1900 წლამდე არსებულ შუმერულ ცივილიზაციაში და შემდგომ აქადების ღმერთების ბარელიეფებში უჭირავთ ხელში თავად ღმერთებს.


გობექლი თეფე


საინტერესოა ისიც, რომ ამ არქეოლოგიური ადგილიდან არც ისე შორს აღმოჩენილია ქარაჰან თეფე (Karahan tepe) ამგვარივე მეგალითების ნარჩენებით, იგივენაირი ან უფრო ძველი პერიოდით დათარიღებული, მაგრამ გობექლი თეფესთან შედარებით უფრო მცირე კომპლექსი, და ასევე ახლოს აღმოჩენილია მესამე არქეოლოგიური ადგილი გურჯუთეფე (Gurcutepe), რომელიც სიტყვასიტყვით ნიშნავს ქართველთა გორას.


ქარაჰან თეფე


იმ უძველეს პერიოდში ამ ტერიტორიებზე არ იყვნენ გამოჩენილნი არც თურანიდები, არც სემიტები ან ქამიტები და არც ინდო-ევროპელები. ეს ტერიტორიები ძალიან დიდი ალბათობით G2a ან/და J2a ჰაპლოჯგუფების მატარებელ ხალხს ეკავა. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია გაირკვეს, ვინ იყო ეს ხალხი, მით უმეტეს, როდესაც ვიცით, რომ სწორედ იმ პერიოდში დედამიწაზე მოხდა უდიდესი გარდატეხა. კერძოდ გლობალური კატასტროფა:


გობექლი თეფე


დედამიწის 4.6-მილიარდწლიან ისტორიაში მინიმუმ 5 მთავარი დიდი გამყინვარება მოხდა, ბოლო დიდი გამყინვარება დასრულდა 2 მილიარდი წლის წინ, ხოლო დიდი გამყინვარების ახალი პერიოდი დაიწყო 3 მილიონი წლის წინ. ჩვენ დღეს ვცხოვრობთ დიდი გამყინვარების პერიოდში, მაგრამ ამ კონკრეტულ პერიოდს მაინც ჰქვია "თბილი გარდამავალი" პერიოდი, რომელიც ხასიათდება იმით, რომ დიდი გამყინვარების პერიოდში მაინც ხასიათდება შედარებით თბილი გლობალური ტემპერატურით. ამგვარი თბილი გარდამავალი პერიოდი დაიწყო დედამიწაზე ძვ.წ. 9700-9600 წლიდან და ეს დიდი ცვლილება დედამიწის მკვეთრად აციებულ კლიმატში შეიტანა გარკვეულმა პლანეტარულმა მოვლენამ.

არსებობს მყარი ფაქტები, რომლებიც აშკარად მიგვითითებს იმაზე, რომ ძვ.წ. 11, 000 წლისთვის დედამიწაზე მოხდა ძალიან დიდი მასშტაბის კატასტროფა იმის გამო, რომ ჩვენს პლანეტას დიდი ზომის ასტეროიდი შეეჯახა.


პირველი მტკიცებულება, რომ ეს მოხდა გამოჩნდა იმ ყინულის ნიმუშებში, რომელიც აღებული იქნა როგორც ანტაქტიდაზე, ასევე გრენლანდიაზე. ორივე ადგილას აღებული ნიმუშები ცხადყოფს, რომ მოხდა არა ერთი, არამედ 2 შემთხვევა. პირველი მოხდა დაახლოებით ძვ.წ. 11, 000-10, 980 წლისთვის. ხოლო მეორე კატასტროფა მოხდა 1400 წლის შემდგომ - ძვ.წ. 9600 წლისთვის. პირველი კატასტროფის დროს დაფიქსირდა ზღვის დონის ძალიან სწრაფი და დიდი მატება. მან დაახლოებით 24 საათში აიწია 9, 1 მეტრით გლობალურად. ასევე ტემპერატურამ აიწია 9.4 ცელსიუსით გლობალურად ასევე ძალიან სწრაფად, ამავე პერიოდში თანადროულად. შედარებისთვის, როდესაც დღევანდელ დღეს შიშობენ, რომ გლობალური დათბობა ერთი საუკუნის შემდეგ გამოიწვევს 2 ან 3 გრადუსით ტემპერატურის მომატებას და დიდ კატასტროფებს, აქ ჩვენ სულ რაღაც 24 საათში 3-ჯერ უფრო დიდი ეფექტის მქონე ტემპერატურის გლობალურ ზრდაზე ვსაუბრობთ. ყოველივე ეს გამოწვეული იყო იმით, რომ მოხდა ასტეროიდის შეჯახება დედამიწასთან, კერძოდ ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტთან, რომლის დიდი ნაწილიც იმ პრიოდში დაფარული იყო ყინულით და კანადის ტერიტორიებზე ამ ყინულის სისქე საშუალოდ 2 კილომეტრსაც კი აღწევდა. ამ შეჯახებამ კი ამ ყინულის საკმაო ნაწილის დიდი სისწრაფით დადნობა გამოიწვია, მისი ნაწილი კი აორთქლდა და მთელ დედამიწაზე წვიმის სახით ჩამოიღვარა, რამაც თავის მხრივ მსხვილი მასშტაბის წყალდიდობა გამოიწვია.


მოხდა თუ არა დედამიწაზე დიდი კატასტროფა ძვ.წ. 11, 000 წლისთვის?


სწორედ ამ პერიოდში, დედამიწის ზედაპირის საკმაოდ დიდი ნაწილი მესოპოტამიიდან დაწყებული მთელი ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტი მთლიანად დაიფარა 2-დან 3 ინჩამდე ანუ 5-დან 7.6 სანტიმეტრამდე ნაწილაკებით, რომელიც შედგებოდა ნანო-ალმასებისგან, გამდნარი შუსისგან, ირიდიუმისგან და არადედამიწური ჰელიუმისგანაც კი. ეს ელემენტები შეიძლება წარმოიქმნას დედამიწაზე მხოლოდ ორი რამის შედეგად: ატომური დაბობმბვა, ან ასტეროიდის შეჯახება პლანეტის ზედაპირთან. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იმ პერიოდში ადამიანებს არ გააჩნდათ ატომური შეიარაღება, რჩება მხოლოდ მეტეორის ვარიანტი.

სწორედ ამავე პერიოდში აღინისნება ცხოველთა დიდი სიკვდილიანობა და სახეობათა მასობრივი გადაშენება, კერძოდ ძრდილოეთ ამერიკის ძუძუმწოვართა სახეობების 75% სრულიად და ერთიანად ამოწყდა: მამონტები, ხმალკბილა ვეფხვები, გიგანტური ჩრდილოეთ ამერიკული დათვები და მრავალი სხვა. ზოგიერთ მკვლევარს აქამდე ჰქონდა ამ გადაშენების ანთროპოგენური ფაქტორით ახსნა, რომ თითქოს იმ პერიოდში ჩრდილოეთ ამერიკაში გავრცელებულმა მონადირე-შემგროვებელმა ადამიანებმა რატომღაც დაიწყეს ბუნების მასობრივი განადგურება, და ცხოველების უდიდესი ტემპებით ხოცვა, რამაც ეს გადაშენება გამოიწვია, მაგრამ ეს არ არის რეალისტური ახსნა.

ამ მოვლენამდე დედამიწაზე ზღვის დონე იყო 400 ფუტით ანუ 120 მეტრით უფრო დაბალი. მეტეორის შეჯახების შემდეგ კი დაიწყო ზღვის დონის ჯერ ძალიან სწრაფი, შემდეგ კი შედარებით მდორე ზრდა. ბოლო 12 ათასი წლის განმავლობაში, ახ.წ. 2020 წლამდე ზღვის დონემ სწორედ 120 მეტრით აიწია.


მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ დედამიწაზე არის უამრავი ჩაძირული ქალაქი, რომელიც ზღვის დონის მომატებითაა გამოწვეული. ჩაძირულ ქალაქებს შორის არის ჰერაკლიონი, რომელიც ახ.წ. მე-8 საუკუნეში ჩაიძირა ეგვიპტის სანაპიროზე, ხმელთაშუა ზღვაში. ამ ქალაქს დღეს 7.6 მეტრის სიღრმის წყალი ფარავს და დღევანდელი სანაპიროდან 7 კილომეტრითაა დაშორებული. ნაპირიდან დაშორების სიდიდის წარმოდგენისთვის საჭიროა აღინიშნოს, რომ სანაპიროზე მდგარი ადამიანი როცა გაჰყურებს ზღვას, მისი თვალთახედვის ჰორიზონტი ზღვის სიღრმეში სანაპიროდან მხოლოდ 4.8 კილომეტრზე წვდება.


ჰერაკლიონიჰერაკლიონი

ერთ-ერთი ყველაზე ღრმა წლისქვეშა ქალაქი ასევე აღმოჩენილია ინდოეთის სანაპიროსთან ახლოს გუჯარათის პროვინციის სანაპიროებთან. წყალქვეშ აღმოჩენილია უამრავი თლილი და ერთმანეთზე დაწყობილი მეგალითური ლოდები, დანგრეული კედლების ნარჩენები. ჯერჯერობით დაუდგენელია ზუსტი პერიოდი თუ როდის დაარსდა ან როდის ჩაიძირა ეს ქალაქი, მაგრამ როგორც პირველადი ვარაუდია, ის ჩაიძირა დაახლოებით ძვ.წ. 7000 წლისთვის. რაც ნამდვილად დადგენილია, არის ის, რომ ჩაძირული ქალაქი მდებარეობს 20 კილომეტრის მოშორებით ინდოეთის უახლოესი სანაპიროდან და მას 40 მეტრის სიღრმის წყალი ფარავს.


ინდოეთის ჩაძირული ქალაქი

ზოგიერთი კითხავს, თუ გობექლი თეფემდე არსებობდა დედამიწაზე რაიმე ცივილიზაცია, მაშინ სადაა ამის დამამტკიცებელი საბუთები, სადაა აარტეფაქტები, სადაა მაშინდელი შენობები, გემები ან სხვა ამგვარი კველიო. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ვსაუბრობთ 12 ათასზე მეტი წლის წინანდელ ცივილიზაციაზე, გავიხსენოთ რა მოსდის მიტოვებულ სოფლებს, დაბებს, სულ რამდენიმე ათწლეულში და მით უმეტეს რამდენიმე საუკუნეში, აღარაფერს ვამბობ ათასწლეულებზე. გადავხედოთ რა მოუვია ჩერნობილს, სახლები მალევე ინგრევა, მაქანები იშლება და ბუნებაში იკარგება, მალევე ის უმცირესი ნარჩენებიც ისლება და სრულად ქრება. ასევე კარგ მაგალითად გამოდგება ტიტანიკი. სულ რაღაც 1912 წელს ჩაძირული ტიტანიკი ნახევარზე მეტად იყო განლეული წყლის მაეროზირებელი მოქმედებისგან უკვე 2012 წელს. 2112 წლისთვის კი მისგან მხოლოდ მეოთხედი თუ იქნება დარჩენილი. არადა ტიტანიკი უდიდესი რაოდენობის რკინისა და ფოლადის მასაა.


ტიტანიკის ეროზია

"ვინ განანათლა მსოფლიო და აღაშენა ქალაქები თუ არა წარმართთა დიდებულებმა და მეფეებმა? ვინ განაწყო წეს-რიგში მდინარეები და ნავსადგურები? ვინ ასწავლა ადამიანებს დაფარული სიბრძნე? ვის განუმჟღავნეს თავიანთი დიდებულება ქალღმერთებმა, ვის მიეცათ ორაკულები და მიეცათ მომავლის ცოდნა, თუ არა გამოჩენილებს წარმართთა შორის? წარმართებმა მოახერხეს ყოველივე ეს. მათ არმოაცინეს სულის განკურნების ხელოვნება და მათვე გახადეს ცნობილი კაცობრიობისათვის ფიზიკური სხეულის გაჯანსაღების საიდუმლოებანიც, მათ დააფუძნეს დედამიწაზე მთავრობები სიბრძნით, რაც საყოველთაო კეთილდღეობისთვისაა. წარმართთა გარეშე მსოფლიო ცარიელი და საცოდავი იქნებოდა!"

თაბიტ ყურას ძე (თაბიტ იბნ ყურა - 836-901 წწ.) - არაბი მუსლიმი სწავლული.


მუსლიმი წარმართების შესახებ


კრებულები:


1. პროტო-ქართული ხალხები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (მეორე ნაწილი)

6. რელიგია

7. პარანორმალი

8. სხვადასხვა

9. მეცნიერება

10. მეცნიერება (ნაწ. II)

11. მეცნიერება (ნაწ. III)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
415
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
415
  
25 თებერვალი, 10:23
დიდი მადლობა ლალი გაიხარე
24 თებერვალი, 10:47
ბრავო! ძალიან მაგარი სტატია, როგორც ყოველთვის!
0 1 2