x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მარტივი რეცეპტი იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნოთ მაშინაც კი, როცა ფინანსურად გვიჭირს ან საკუთარი წარმატების სივრცე ჩაკეტილია

image


ერთ ბრძენს ჰკითხეს, რომელი თვალები ხედავენო უკეთესად: შავი თუ ცისფერი, კაცის თუ ქალის, ადამიანის თუ პირუტყვის?

მან უპასუხა: "ყველაზე უკეთ შურიანი ადამიანის თვალები ხედავენ. ისინი ხედავენ ყველაფერს. მხოლოდ ერთს ვერა – კარგს, და თუ დაინახავენ, ცრემლით აივსებიან და შეეცდებიან, ვერ იხილონ, თითქოს თავისით უნებურად იხუჭებიან. როგორც გინდა დაიმალე, ჩაიკეტე, განეშორე, შენს საცხოვრებელში დადუმდი, გაიქეცი განმარტოებაში, – შურიანის თვალები იქაც დაგეწევიან... ".


image


და რა შურთ ყველაზე მეტად ადამიანებს იმ მდგომარეობებს შორის, რაც შურთ:

????სიმდიდრე?

????თანამდებობა?

????სილამაზე?

რა თქმა უნდა, მაგრამ, ქვეცნობიერად იციან, რომ ეს ყველაფერი დროში ცვალებადია...


სამაგიეროდ, ამავე ქვეცნობიერის კარნახით, კარგად იციან, რა არის ვერწაურთმეველი სიკეთე... ჰოდა, ყველაზე მეტად ნიჭიერება შურს შურიანს და ნიჭიერებას თუ ერუდიციაც ერწყმის, ხომ საერთოდ ჰემატურია ეწყებათ!


ლექსიკონი ქართული : შური არს მწუხარებაჲ სხვისა კეთილსა ზედა...

დააკვირდით, როცა ვინმეს ნიჭიერებასა და ინტელექტს ზურგსუკან აქებთ, შურიანი მსმენელი როგორ აპარალელებს საკუთარ თავთან და როგორ თვალსა და ხელს შუა იწყება ქებაი და დიდებაი საკუთარი ნიჭისაი.. გვაჯია ეს ადამიანი, გ ვ ა ჯ ი


ლექსიკონი ქართული: გვაჯი არს არა თუ მწუხარება, არამედ მისის წინააღმდგომობით რათა მანცა ანუ უადრეს, ანუ შემდგომად ქმნას ანუ ისწავლოს რამე, ანუ იქონიოს მისებრივი;


სხვისი ქებისას გვაჯზე გაცილებით უარესიც ემართებათ შურიანებს : იწყებენ ლანძღვას, დაკნინებას, დასამარებას, წინ და უკან ენის ტარტალს, ძირის გამოთხრას... ღაზოა ეს ადამიანი, ღ ა ზ ო


ლექსიკონი ქართული: ღაზოობა არა თუ ოდენ მწუხარებისა ქონება, არამედ უძვირესიცა, რამეთუ ენებოს მოსპოლვა კეთილისა მის მქონებელისა მოყვსისა



როცა ვინმეს აქებენ, გაიხარეთ თქვენც, თქვე კაიდედმამიშვილებო, აიმაღლეთ სეროტონინის, ნორადრენალინის და დოფამინის დონე, მით უფრო, თუ საკუთარი ცხოვრება ამის საშუალებას არ გაძლევთ... შემოუშვით სხვისი ბედნიერება თქვენში! თუ არა და გაჩუმდით საერთოდ! თქვენი ენა თქვენს პირში არ არის?


თუ არა და დაიბოღმეთ, კი ბატონო, ამით სხვის ნიჭიერებას ბეწვსაც ვერ შეურხევთ, აი, საკუთარ საჭმლის მომნელებელ სისტემას კი, გპირდებით, სერიოზულად გაიუარესებთ!



0
365
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
365
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0