x
image
თუთიკო ბერძენა
როცა ექიმების არ სჯეროდათ, მწვანედ აღებინებდნენ - მწვანე სიკვდილი
image





1814 წელს გერმანიაში კომპანიებმა, სახელწოდებით Wilhelm Dye და White Lead Company, შეიმუშავეს ახალი მწვანე საღებავი, ის უფრო ნათელი იყო, ვიდრე ტრადიციული მწვანე საღებავები, უფრო თამამიც და მკვეთრიც. მისი შუქჩრდილი ძვირფასეულობის მსგავსი იყო იმდენად, რომ მას სწრაფად დაარქვეს "ზურმუხტისფერი მწვანე".


ქალებს კი ეს მოწონდათ. მათ სურდათ, დარწმუნებულიყვნენ, რომ ატარებდნენ კაბებს, რომლებიც სიტამამით გამოირჩეოდა - კაბები ზურმუხტისფერი მწვანე ფერის
იმ წლებში ეს ფერი ხშირად შეგხვდებოდათ კედლებსა და ხალიჩებზეც.

ვიქტორიანული ბრიტანეთიცზურმუხტისფერ მწვანეში „ცურავდა“.
სამწუხაროდ, საღებავის ასეთი თვალშისაცემი ფერის მიზეზი ის იყო, რომ იგი დარიშხანისგან შეიქმნა. გარდა იმისა, რომ დარიშხანი სასიკვდილოა, ამავდროულად წარმოშობს წყლულებს მთელ კანზე, აცვენს თმებს და შეუძლია სისხლის ღებინება გამოიწვიოს ღვიძლისა და თირკმელების გაჩერებამდე.
ეს აშკარად უსიამოვნო იყო ქალებისათვის, რომლებსაც მწვანე ტანსაცმელი ეცვათ.


1871 წელს ერთმა ქალბატონმა, რომელმაც ცნობილ და საპატივცემულო სახლში მწვანე ფერის ხელთათმანების კოლოფი შეიძინა, შეშინებულმა დაინახა, რომ ხელები ბუშტუკებში ჰქონდა ჩაფლული. ოფლიანმა ხელებმა შეიძლება გამოიწვიოს საღებავის გადატანა მფლობელის მთელ კანზე.

ამ ეპოქის სხვა ცნობებში მოთხრობილია ახალშობილების დაღუპვა ბაგა – ბაღში მწვანე ხალიჩებზე თამაშის ან მწვანე შპალერთან შეხების შემდეგ. ერთმა უცხოელმა ჩინოვნიკმა დედოფალ ვიქტორიასაც კი უთხრა, რომ ბუკინგემის სასახლეში მწვანე შპალერი მას ავადმყოფად აქცევდა.

image

მატილდა შეურერი, 19 წლის ქალი, რომელმაც დარიშხანის მწვანე საღებავი გამოიყენა ყალბი ყვავილებისთვის, ისე გარდაიცვალა რომ მოსახლეობა ძალიან შეშინდა. მან დაიწყო მწვანედ ღებინება, თვალების სკლერები გაუმწვანდა და როდესაც გარდაიცვალა, ი ირწმუნებოდა, რომ "ყველაფერი, რასაც ხედავდა, მწვანე იყო".

ექიმებმა იცოდნენ, რომ ეს ხდებოდა. მათ დაიწყეს საუბარი "დიდ ბრიტანეთში ნელი მოწამვლის შესახებ", რომელიც ჯერ კიდევ 1857 წელს დაიწყო. ცოტა ხნის შემდეგ გაზეთებში ჩნდებოდა ილუსტრაციები, რომლებიც ასახავდა ჩონჩხებს მწვანე კაბებში. ზოგიერთი ადამიანი ცდილობდა ეთქვა საკუთარი თავისთვის, რომ ისინი უსაფრთხოდ იქნებოდნენ იმ პირობით, რომ პირს არ მიაკარებდნენ ქსოვილს ან შპალერს. სხვები ირწმუნებოდნენ, რომ ექიმები უბრალოდ იტყუებოდნენ, რადგან ზოგს ყოველთვის სჯერა, რომ მეცნიერება რეალური არ არის. იმისდა მიუხედავად, რომ ვიქტორიანულ ყველა ოჯახს ჰქონდა დარიშხანის ქილა, ვირთხების შესაწამლად, მათ ვერ წარმოედგინათ, რომ ის შხამიანია.

ებრაელებს აქვთ ასეთი წყევლა: არც თვითონ იცოდე და არც სხვისი გესმოდეს!
დღეს, როცა ახალი ვირუსის გამოჩენამ ყველა ვირუსოლოგად აქცია, ექიმებს ძალიან უჭირთ ადამიანების დარწმუნება იმაში, თუ რამდენად საშიშ მოვლენასთან გგვაქვს საქმე, თუმცა ძაღლი ჰყეფს, ქარავანი კი მიდის.... უფსკრულისკენ...

0
39
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0